„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 548
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 240080010.10.003.023759
548
07/12/2022
ვებგვერდი, 08/12/2022
240080010.10.003.023759
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №548

2022 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/08/2018, 240080010.10.003.020742) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის“:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ენერგეტიკის სექტორში პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს ან „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებით გათვალისწინებულ მხარდაჭერას, ან „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ მხარდაჭერას, კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს კონცესიას.“.

2. 262 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების გარანტია წარმოადგენს საბანკო გარანტიას, ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ყოველი მეგავატისათვის არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი ევროს ოდენობით (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად), ხოლო პროექტის განხორციელების გარანტია წარმოადგენს საბანკო გარანტიას ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ყოველი მეგავატისათვის 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი ევროს (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი