აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/513
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 13/12/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2022
სარეგისტრაციო კოდი
1-1/513
13/12/2022
ვებგვერდი, 16/12/2022
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება № 1-1/513

2022 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2022 წლის 30 აგვისტოს №01/2596, 8 სექტემბრის №01/2637 და №01/2636 განცხადებები – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი), ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-ქვემო ხევის საავტომობილო გზის კმ0+000 – კმ5+537 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს (შემდგომში – პროექტი).

საჩხერე-ქვემო ხევის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტი წარმოადგენს საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის პირველი 5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას. აღნიშნული საპროექტო მარშრუტი ერთმანეთს აკავშირებს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. ზემო იმერეთი – რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ძალზედ მნიშვნელოვანია სოციალ-ეკონომიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით. საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო (სიგრძე 111 კმ) დაახლოებით 2 საათია. ზემო იმერეთი – რაჭის ახალი საავტომობილო გზით (სიგრძე – 50 კმ) საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში.

საჩხერე-ქვემო ხევის მონაკვეთი იწყება საავტომობილო გზა 22-ზე (გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი), საჩხერიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით დაახლოებით 1.5 კმზე. დაახლოებით 0+600 კმ-მდე საპროექტო გზა ჰორიზონტალური მიმართულებით მიყვება არსებულ გზას, რომელიც 3-5 მეტრი სიგანის მოხრეშილი გზაა. აღნიშნული წერტილიდან მარშრუტი იყოფა ორად, არსებული გზის მიმართულებით და სოფელ სარეკზე შემოვლითი გზით, აღმოსავლეთის მხრიდან. კმ 2+000, მარშრუტი გადის სასაფლაოზე ჩრდილოეთის მხრიდან და კვეთს არსებულ გზას 2+210 კმ-ზე, რომლის საერთო სიგრძე 99.59 მეტრია. შემდეგი 700 მეტრიანი მონაკვეთი გადის დასახლებაში და უერთდება არსებულ გზას დაახლოებით 2+950 კმ-ზე.

სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში. ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად შემცირდება ხმაურის დონე და ასევე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების ხარისხი. გზის მონაკვეთის პროექტირების საფუძველს წარმოადგენს ქართული და ევროპული საპროექტო სტანდარტები საუკეთესო საინჟინრო გამოცდილების გამოყენებით. საპროექტო მარშრუტი აკავშირებს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. მარშრუტი გადის რაჭის ქედზე, რაც მდინარეების კრიხულასა და ჯრუჭულას აუზების წყალგამყოფია. დღეის მდგომარეობით, საპროექტო მონაკვეთიდან (კმ 0+000 – კმ 5+537) დარჩენილია 3.52 კმ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების დასრულების შემდგომ, ახალი დამაკავშირებელი გზა (აღმოსავლეთ ალტერნატივა) გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და გაზრდის სოციალურ და ეკონომიკურ აქტივობას. 

პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული

ანზორი აბრამიშვილის (პ/ნ 38001037255) საკუთრებაში არსებული 2 უძრავი ქონების ნაწილის (ს/კ №35.04.50.057 და 35.04.50.062) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ზვიადი აბრამიშვილის (პ/ნ №38001002269), პაშა აბრამიშვილის (პ/ნ №38001011837) და რეზო აბრამიშვილის (პ/ნ №38001011838) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ნაწილის (ს/კ №35.04.50.307) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

რეზო აბრამიშვილის (პ/ნ №38001011838) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის (ს/კ: №35.04.50.395) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. 

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-ქვემო ხევის საავტომობილო გზის კმ0+000 – კმ5+537 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 35.04.50.057) და საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე 993 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 35.04.50.062) მესაკუთრეა ანზორი აბრამიშვილი (პ/ნ №38001037255).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ანზორი აბრამიშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი – 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან – 195 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული ნაგებობა (ღობე) და მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ №35.04.50.057) და 993 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან – 710 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული ნაგებობა (ღობე) და მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ №35.04.50.062).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე 2688 კვ.მ. მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრები არიან: ზვიადი აბრამიშვილი (პ/ნ 38001002269), პაშა აბრამიშვილი (პ/ნ 38001011837) და რეზო აბრამიშვილი (პ/ნ 38001011838).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ზვიადი აბრამიშვილის, პაშა აბრამიშვილის და რეზო აბრამიშვილის თანასაკუთრებაში არსებული 2688 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 182 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობა (ღობე) (ს/კ №35.04.50.307).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე 2680 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ№35.04.50.395) მესაკუთრეა რეზო აბრამიშვილი (პ/ნ №38001011838).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა რეზო აბრამიშვილის საკუთრებაში არსებული 2680 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1113 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული ნაგებობა (ღობე) და მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ №35.04.50.395).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2022 წლის 2 დეკემბრის №7 ოქმის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-ქვემო ხევის საავტომობილო გზის კმ0+000 – კმ5+537 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

1.1 საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე, ანზორი აბრამიშვილის (პ/ნ 38001037255) საკუთრებაში არსებულ 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 195 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე განთავსებულ ნაგებობაზე (ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ №35.04.50.057) და 993 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 710 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე განთავსებულ ნაგებობაზე (ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ №35.04.50.062).

1.2 საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე, ზვიადი აბრამიშვილის (პ/ნ №38001002269), პაშა აბრამიშვილის (პ/ნ №38001011837) და რეზო აბრამიშვილის (პ/ნ №38001011838) თანასაკუთრებაში არსებულ 2688 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 182 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ ნაგებობაზე (ღობე) ს/კ №35.04.50.307).

1.3 საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარეკში მდებარე, რეზო აბრამიშვილის (პ/ნ №38001011838) საკუთრებაში არსებულ 2680 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 1113 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე განთავსებულ ნაგებობაზე (ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ№ 35.04.50.395).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

 მინისტრი                                                                                                       ლევან დავითაშვილი