„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2525-Xრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016092
2525-Xრს-Xმპ
22/12/2022
ვებგვერდი, 23/12/2022
010190030.06.001.016092
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016068) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

22 დეკემბერი 2022 წ.

N2525-Xრს-Xმპ