საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2475-Xრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.018051
2475-Xრს-Xმპ
22/12/2022
ვებგვერდი, 29/12/2022
010190020.04.001.018051
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც1“ ქვეპუნქტი:

„ც1) აწარმოებს სერტიფიკატის (საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატის) მფლობელ პირთა მონაცემების ბაზას, რომელიც მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;“.

2. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების ჩატარება;“.

4. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 171 პუნქტი:

„171. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ასევე არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც:

ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.“;

ბ) 172 პუნქტი:

„172. პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანტიკორუფციული ბიურო ცესკოს უზრუნველყოფს პარტიების შემომწირველთა შესახებ ელექტრონული მონაცემების ბაზის სათანადო ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით.“.

5. 21-ე მუხლის:

ა) „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ​1) ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ან/და ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია დათვალოს/შეამოწმოს მხოლოდ ის საარჩევნო დოკუმენტაცია, რომლის დათვლაც/შემოწმებაც საკმარისია აღნიშნული გადასწორებული მონაცემის/მონაცემების უტყუარობის დასადგენად, ხოლო თუ აღნიშნული საარჩევნო დოკუმენტაციის დათვლის/შემოწმების შედეგი გადასწორებულ მონაცემს/მონაცემებს არ დაემთხვა, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს როგორც საარჩევნო ბიულეტენები, ისე ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა;

2) ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს არ დაემთხვა, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა. ამ ქვეპუნქტის შესაბამისად საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევით გამოსავლენად შემთხვევითი შერჩევისას არ გაითვალისწინება ამ მუხლის „დ3“ და „დ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საარჩევნო უბნები;“;

ბ) „დ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ3“ და „დ4“ ქვეპუნქტები:

„დ3) ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 5-ით ან 5-ზე მეტით აღემატება საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგად არ დაემთხვა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა;

4) ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 10-ით ან 10-ზე მეტით ნაკლებია საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგად არ დაემთხვა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა.“.

6. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1 500 ამომრჩევლისთვის, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტითა და ამ კანონის 763 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საარჩევნო უბნებს ქმნის, აგრეთვე მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას საარჩევნო უბნების საზღვრების მითითებით. საოლქო საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხასა და მისამართებს, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს, რომლებიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენოს. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო უბნები იქმნება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 40 დღისა.“.

8. 24-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრს, მათ შორის, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს, ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, იმ პირობით, რომ კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათ შორის, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულმა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 3-მა წევრმა მაინც. ამ პუნქტით განსაზღვრულ არჩევის პროცედურაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ მონაწილეობს, თუ ის არის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრი (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი).

3. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრს, მათ შორის, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს, ირჩევს ცესკო ამ მუხლითა და ამ კანონის 25-ე და 251 მუხლებით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს, აგრეთვე უფლებამოსილი პარტიის მიერ დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, გარდა ამ მუხლის 51 და 52 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:

„51. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი არ მოეთხოვება:

ა) იმ პირს, რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ბ) იმ პირს, რომელსაც აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი;

გ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს;

დ) სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს;

ე) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირს;

ვ) ამ კანონის 25-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირს;

ზ) უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს.

52. საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად აირჩიოს პირი, რომელსაც არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევად გამოცხადებული ხელახალი კონკურსის შედეგად ერთი ან ერთზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ყველა ვაკანსია მაინც არ შეივსო.“;

დ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები:

„ბ1) პირი, რომელსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენის დღისთვის 18 წელი არ შესრულებია;

2) პირი, რომელსაც არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, გარდა ამ მუხლის 51 და 5პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“;

ე) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ე.ა) 61 პუნქტი:

„61. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად ასევე არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც:

ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.“;

ე.ბ) 62 პუნქტი:

„62. პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო ცესკოს უზრუნველყოფს პარტიების შემომწირველთა შესახებ ელექტრონული მონაცემების ბაზის სათანადო ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით.“;

ე.გ) 63 და 64 პუნქტები:

„63. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების დებულებას დადგენილებით ამტკიცებს ცესკო. აღნიშნული სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები უნდა მოიცავდეს საკითხებს მხოლოდ საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების შესაბამისად.

64. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა შესაბამისი გამოცდის ჩაბარებიდან 5 წელი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობები განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.“.

9. 25-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა/დანიშვნა“;

ბ) პირველი მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ არჩევნების დღემდე 30-ე დღისთვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიისთვის – არჩევნების დღემდე მე-8 დღისთვის, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისთვის – არჩევნების დღემდე მე-19 დღისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილზე ნაკლები რაოდენობის წევრი აღმოჩნდა, ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას (პირველ ორ შემთხვევაში) და ცესკოს (მესამე შემთხვევაში) უფლება აქვთ, საუბნო საარჩევნო კომისიის გამოკლებული წევრების ადგილზე 3 დღის ვადაში აირჩიონ კომისიის წევრები კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო პირობებს, ვადებს და აღნიშნულ წევრთა არჩევის წესს განკარგულებით ადგენს ცესკო.“;

დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია ფუნქციონირებას იწყებს და მის წევრთა უფლებამოსილებები იწყება არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან. აღნიშნული უფლებამოსილებები წყდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.“;

ე) 21-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:

„მუხლი 251. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა

1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი (საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები) იმავდროულად არიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. აღნიშნულ პირთა უფლებამოსილებების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს საუბნო საარჩევნო კომისიაში მათი წევრობის შეწყვეტას.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს ამ მუხლითა და ამ კანონის 24-ე და 25-ე მუხლებით დადგენილი წესით და დადგენილ  ვადებში ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

3. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს ამ მუხლითა და ამ კანონის 24-ე და 25-ე მუხლებით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ირჩევს ცესკო.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო პირობებს, ვადებს და აღნიშნულ პირთა არჩევის წესს განკარგულებით ადგენს ცესკო.

5. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირად შეიძლება აირჩეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 24-ე მუხლის მე-6 და 61 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი არ მოეთხოვება:

ა) იმ პირს, რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ბ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირს;

გ) სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირს;

დ) საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირს.

7. საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირად აირჩიოს პირი, რომელსაც არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა შესარჩევად გამოცხადებული ხელახალი კონკურსის შედეგად ერთი ან ერთზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის ყველა ვაკანსია მაინც არ შეივსო.

8. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულებას დადგენილებით ამტკიცებს ცესკო. აღნიშნული სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები უნდა მოიცავდეს საკითხებს მხოლოდ საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა ფუნქციების შესაბამისად.

9. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა შესაბამისი გამოცდის ჩაბარებიდან 5 წელი. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობები განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.“.

11. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 და 43 პუნქტები:

„42. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ან მის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი განცხადების/საჩივრის წარდგენიდან 12 კალენდარული დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის 43 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

43. კენჭისყრის დღემდე წარდგენილ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ განცხადებაზე/საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი განცხადების/საჩივრის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.“.

12. 31-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაცემული იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებმაც გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და რომელთა საქართველოში დაბრუნება არ დაფიქსირებულა. ამ მონაცემების საფუძველზე ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი“ კეთდება ჩანაწერი „იმყოფება უცხოეთში“. აღნიშნული ჩანაწერი არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საუბნო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან გადაეცემა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო, საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.“.

13. 32-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“−„გ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ეს პირები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა;

ბ) ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;

გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;

გ​1) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;“;

ა.ბ) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა;“;

ა.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საზღვარგარეთ და არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში. ამ პირთა (გარდა საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირებისა) სიას ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა გადასცემს ცესკოს. საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა, ამომრჩეველი თავისუფლდება საკონსულო აღრიცხვისთვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის გადახდისგან. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ პირთა სიას ადგენს სააგენტო და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა გადასცემს ცესკოს;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს სპეციალურ სიებს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ გადასცემს აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ ხელმოწერილ სპეციალური სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიებს, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიებს.“.

14. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 8 დღისა. კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 8 დღისა. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიყვანება მას შემდეგ, რაც:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას (ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) ან სატელეფონო შეტყობინებით მიღებულ ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში მიეთითება ამომრჩევლის პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო და შესაბამისი ტელეფონის ნომერი);

ბ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში ან სპეციალურ სიაში აღინიშნება ამომრჩევლის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში გადაყვანა, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.“.

15. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი აღნიშნული სიების ამ კანონით დადგენილი წესით მისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, ხოლო გადასატანი საარჩევნო ყუთის სია – მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.“.

16. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 41 პუნქტი:

„41. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც:

ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.“;

ბ) 42 პუნქტი:

„42. პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო ცესკოს უზრუნველყოფს პარტიების შემომწირველთა შესახებ ელექტრონული მონაცემების ბაზის სათანადო ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით.“.

17. მე-40 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა ცესკოს მდივანს ცესკოს მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ ამ კანონის 39-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე ცესკოსა და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია (გვარის, სახელის, რეგისტრაციის ადგილისა და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით) და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს იმავე ვადაში და იმავე ფორმით  უნდა წარუდგინოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ან/და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია და ზემოაღნიშნული დოკუმენტები.“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. არასაარჩევნო პერიოდში ამ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისა და საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების მიზნით დამკვირვებელ ორგანიზაციათა და დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.“.

18. 54-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის საარჩევნო სუბიექტის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.“.

19. 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები (სულ ცოტა 1 წევრი ყოველი 300 ამომრჩევლისთვის), რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს, ბიულეტენის წინა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერისა და სპეციალური ბეჭდით დამოწმების შემდეგ;“.

20. 63-ე მუხლის:

ა) მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ხელმოწერის ადგილი;

თ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ ბიულეტენის სპეციალური ბეჭდით დამოწმების ადგილი.“;

ბ) მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს და სპეციალურ კონვერტებს გასცემს ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID-ბარათის) ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში.“.

21. 64-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მარკირება არ გამოიყენება პენიტენციურ დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში (ავადმყოფების მიმართ).“.

22. 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველს შეუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მას წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID-ბარათს) ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება;

ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო, და ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID-ბარათს) ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობას და ამ ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტსა და ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან შესაბამისობას. შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას და ხელს აწერს ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფაში, რის შემდეგაც ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მიღებას. საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ხელს აწერს მის/მათ წინა გვერდზე სათანადო გრაფაში და ბიულეტენს/ბიულეტენებს სპეციალური ბეჭდით ამოწმებს;“.

23. 66-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩასატარებლად გამოიყენება ერთი გამჭვირვალე გადასატანი საარჩევნო ყუთი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობები შეჯამდება შედარების მიზნით. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ დარჩენილ გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ისინი ცალკე შეინახება. ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიცემის პროცესზე ვრცელდება ყველა პროცედურა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასა და ამომრჩევლის მარკირებასთან. ამასთანავე, იდენტურია წარმომადგენლისა და დამკვირვებლის უფლებამოსილებები.“.

24. 73-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისია/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიამ/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 3 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მისი მიღებიდან 4 დღის ვადაში.“.

25. 74-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 73-ე მუხლში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მისი მიღებისთანავე რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს  განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისიის მიერ განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 4 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.“.

26. 75-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა აჯამებს რეფერენდუმის, საქართველოს პარლამენტის არჩევნების, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების შედეგებს, ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების შედეგებს და საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმებს, რომლებსაც არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.“.

27. 76-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შედეგებს და ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.“.

28. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII1 თავი:

„თავი VIII1. კენჭისყრის/არჩევნების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარება

მუხლი 762. ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელება

1. საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები ამ კანონის 763 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო ოლქებში/საარჩევნო უბნებში ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელდება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საშუალებები, აგრეთვე მათი გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.

3. არჩევნების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებას ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 763. საარჩევნო ოლქები/საარჩევნო უბნები

1. იმ საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, ამ მუხლის გათვალისწინებით განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით. აღნიშნული საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამ საარჩევნო ოლქებმა/საარჩევნო უბნებმა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% მოიცვას.

2. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება:

ა) თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში;

ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში;

გ) ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ იმ საარჩევნო უბანში, რომელიც ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საარჩევნო უბნებს არ განეკუთვნება.

3. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არ ტარდება:

ა) სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბანში;

ბ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში;

გ) ძნელად მისადგომ ადგილას შექმნილ საარჩევნო უბანში.

4. იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით  ჩატარდება,  ამომრჩეველთა  რაოდენობა 3 000-ს არ უნდა აღემატებოდეს.

მუხლი 764. კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურები

1. კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურები, მათ შორის, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები, განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.

2. იმ საარჩევნო უბანში, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება:

ა) საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღეს 6 საათსა და 45 წუთზე;

ბ) ამომრჩეველთა მარკირება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით;

გ) საკონტროლო ფურცელი არ გამოიყენება;

დ) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთზე მეტი ძირითადი საარჩევნო ყუთი და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი აპარატი.

3. საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი აპარატის მიერ დათვლილი წინასწარი მონაცემების საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ აპარატიდან ბეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელსაც ხელს აწერენ აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. ამ პუნქტით განსაზღვრული პროცედურის განხორციელების შემდეგ გრძელდება ამ კანონით გათვალისწინებული ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები.

4. ნამდვილია დადგენილი ნიმუშის მხოლოდ ის საარჩევნო ბიულეტენი, რომელზედაც გაფერადებულია ან/და მონიშნულია მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების წინ არსებული შესაბამისი წრე, მიუხედავად საარჩევნო ბიულეტენში ნებისმიერი სხვა სახის აღნიშვნის/წარწერის არსებობისა (ასეთი აღნიშვნის/წარწერის არსებობის შემთხვევაში).

5. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) გაფერადებულია ან/და მონიშნულია ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების წინ არსებული შესაბამისი წრე;

ბ) არ არის გაფერადებული ან/და მონიშნული არცერთი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების წინ არსებული შესაბამისი წრე.

6. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას ხელმძღვანელობენ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებით.

მუხლი 765. საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმისა და სახის დადგენა

საარჩევნო ბიულეტენის ფორმას, ტექსტსა და შევსების წესს, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური ჩარჩოკონვერტის სახეებს, წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის ფორმასა და სახეს განკარგულებით ადგენს ცესკო.

მუხლი 766. ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის/არჩევნების აუდიტი

1. ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის/არჩევნების აუდიტი ხორციელდება შემდეგი ღონისძიებებით:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ააქტიურებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატს/აპარატებს (ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში/აპარატებში ააქტიურებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცესს) და ამ აპარატიდან/აპარატებიდან ბეჭდავს საწყის ანგარიშს/ანგარიშებს, რითაც დასტურდება, რომ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატით/აპარატებით არცერთი ამომრჩევლის ვერიფიკაცია არ მომხდარა. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის გააქტიურება და ამ აპარატიდან საწყისი ანგარიშის ამობეჭდვა შესაძლებელია მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ აპარატში სპეციალური ინდივიდუალური კოდის/პაროლის შეყვანის შემდეგ. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის გააქტიურებამდე ამოწმებს, შესაძლებელია თუ არა ამ აპარატის სპეციალური ინდივიდუალური კოდის/პაროლის შეყვანის გარეშე  გააქტიურება;

ბ) ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში/აპარატებში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცესის გააქტიურების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს აძლევს მითითებას, რომ მათ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან/აპარატებიდან ამობეჭდონ ამომრჩეველთა სია (ამომრჩევლის რიგითი ნომრის, გვარისა და ფაქტობრივი მდგომარეობის მითითებით), რომელიც გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას სადემონსტრაციო ოქმთან ერთად, რომლითაც შესაძლებელია იმის გადამოწმება, რომ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთული ამომრჩეველთა სია და ამომრჩეველთა სამაგიდო და კედლის სიები იდენტურია;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს და მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ ეს საარჩევნო ყუთები ცარიელია, ინდივიდუალური ნომრების მქონე ლუქებით ლუქავს მათ. ძირითადი საარჩევნო ყუთი ისე ილუქება, რომ ლუქის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ხელით მოთავსება ან/და საარჩევნო ყუთიდან ხელით ამოღება და საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის მოხსნა. ლუქების ნომრები შეიტანება ჩანაწერთა წიგნში;

დ) საარჩევნო ყუთების დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან ბეჭდავს იმის დასტურს, რომ იმ დროისთვის ხმა ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის საშუალებით არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია („ნულოვანი ამონაწერი“) და ამონაბეჭდს შესანახად გადასცემს კომისიის მდივანს;

ე) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ჩანაწერთა წიგნში შესაბამის გვერდზე ხელმოწერებით ადასტურებენ ცარიელი საარჩევნო ყუთების დალუქვას და „ნულოვან ამონაწერში“ მოცემულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იმ დროისთვის ხმა ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის საშუალებით არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია;

ვ) საარჩევნო ბიულეტენს დაცვისა და შესაბამის აპარატში გამოყენების მიზნით აქვს სპეციალური შტრიხკოდი და ინდივიდუალური QR-კოდი. საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილი მოხელე გადაამოწმებს, იღებს თუ არა ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი სპეციალური შტრიხკოდისა და ინდივიდუალური QR-კოდის გარეშე საარჩევნო ბიულეტენის ფორმატის ქაღალდს;

ზ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის სარეგისტრაციო მაგიდასთან და ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID-ბარათს) ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამოწმებს ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში არსებული ფოტოსურათის ერთმანეთთან შესაბამისობას. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას გაატარებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის წამკითხველში (საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის წაკითხვადი ზონა). შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველი ხელს აწერს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარს. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ათავსებს სარეგისტრაციო მაგიდაზე განთავსებულ გაუმჭვირვალე, დალუქულ ყუთში, რომლის ჭრილი კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება და საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცემა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ამ ქვითრების გადათვლა და მათი რაოდენობის ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ საბოლოო ანგარიშში მითითებულ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარება;

თ) კენჭისყრის დღეს 10 საათზე, 12 საათზე, 15 საათზე, 17 საათსა და 20 საათზე დგინდება კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა და კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა. 12 საათისა და 17 საათის მონაცემები შეიტანება სადემონსტრაციო ოქმსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში;

ი) კენჭისყრის დასრულებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში ვერიფიკაციის პროცესს ასრულებს და ამ აპარატიდან ბეჭდავს საბოლოო ანგარიშს;

კ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში არსებული  კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაცია ინახება ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ლ) გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის მიერ დათვლილი წინასწარი მონაცემების საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ აპარატიდან ბეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი შეინახება ჩანაწერთა წიგნში;

მ) ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურის დასრულების შემდეგ გრძელდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები, რაც იძლევა იმის გადამოწმების შესაძლებლობას, დაითვალა თუ არა საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონულმა მთვლელმა აპარატმა საარჩევნო ბიულეტენები საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

ნ) საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ან/და ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა, რაც ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების შედეგების აუდიტის მექანიზმია;

ო) საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, რაც ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების შედეგების აუდიტის მექანიზმია.

2. ამ მუხლით განსაზღვრული აუდიტის ჩატარების დადასტურების წესს განკარგულებით ადგენს ცესკო.

მუხლი 767. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანა

1. იმ საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები, სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი აპარატი, ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით, შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ციფრულ ფორმატში უნდა იქნეს გადაყვანილი.

2. ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ მოწყობილობაზე არსებული საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ყველა ვერსიის ინტერნეტსივრცეში განთავსება საარჩევნო უბნების მიხედვით, კენჭისყრის დღიდან 2 დღის ვადაში. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსიის ინტერნეტსივრცეში გაცნობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

3. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების გამოქვეყნების წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.“.

29. 77-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 4 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“.

30. 88-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 88. წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა

1. წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 3 წლის განმავლობაში.“.

31. 93-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო იმავე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 10 დღის ვადაში, ხოლო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოსთვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 10 დღეს. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო/თანამდებობის პირი ამ კანონის 88-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას არასაარჩევნო პერიოდში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა შესაბამისი არჩევნების დანიშვნამდეა ჩადენილი, იღებს 30 კალენდარული დღის ვადაში.“.

32. 115-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 60-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.“.

33. 125-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა თავის სხდომაზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს.“.

34. 134-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი და საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 6 თვის განმავლობაში.

2. თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 6 თვის განმავლობაში.“.

35. 141-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს პარტიის ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), რეგისტრაციის თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.“.

36. 143-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წარდგენილ პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს პროპორციული სისტემით ასარჩევ საკრებულოს წევრთა რაოდენობის ორ მეხუთედზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ამ რაოდენობის სამმაგ ოდენობას.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს საკრებულოს წევრობის ყოველი კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად, შევსების თარიღის მითითებით. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.“.

37. 144-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განცხადებას უნდა ერთოდეს საკრებულოს წევრობის კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი და თანხმობა შესაბამის საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.“.

38. 145-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც მითითებულია მისი საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი;“;

ბ) მე-6 პუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ზ) კანდიდატის საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი;“.

39. 158-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს თბილისის საკრებულოს ყოველი კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად, შევსების თარიღის მითითებით. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.“.

40. 167-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 6 თვის განმავლობაში.“;

ბ) მე-9 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი;“.

41. 184-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს 2026 წლის 1 იანვრამდე.“.

42. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1841 მუხლი:

„მუხლი 1841. გარდამავალ პერიოდში საქართველოს მოქალაქის არაელექტრონული პირადობის მოწმობის გამოყენების დროებითი წესი

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩატარებულ არჩევნებში ხმის მიცემა და სხვა სათანადო პროცედურების განხორციელება შესაძლებელია აგრეთვე საქართველოს მოქალაქის მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობით (პირადობის მოწმობით, რომელსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი).“.

43. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1911 მუხლი:

„მუხლი 1911. გარდამავალ პერიოდში საარჩევნო სუბიექტის მიერ წლიური ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა

1. საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა 2023 წლის 2 სექტემბრამდე არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის საარჩევნო სუბიექტის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც 2023 წლის 1 სექტემბრამდე დაადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის ერთი და იმავე არჩევნების დროს განმეორებით დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს 2023 წლის 1 სექტემბრამდე ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ხოლო 2023 წლის 1 სექტემბრიდან ანტიკორუფციული ბიურო.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.“.

44. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1921 მუხლი:

„მუხლი 1921. გარდამავალ პერიოდში ცესკოს პარტიების შემომწირველთა შესახებ ელექტრონული მონაცემების ბაზის სათანადო ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მოქმედი ვალდებულება

პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2023 წლის 1 სექტემბრამდე ცესკოს უზრუნველყოფს პარტიების შემომწირველთა შესახებ ელექტრონული მონაცემების ბაზის სათანადო ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით.“.

45. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1965 მუხლი:

„მუხლი 1965. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების დანიშვნამდე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის/ხელმძღვანელი პირის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლების დროებითი წესი

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების დანიშვნამდე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს/ხელმძღვანელ პირს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატის წარდგენა არ მოეთხოვება.“.

46. 199-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

47. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2002 მუხლი:

„მუხლი 2002. არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი

1. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, აგრეთვე  მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/საუბნო საარჩევნო კომისიას. ამომრჩევლის მიერ საარჩევნო უბნის შეცვლის მიზნით:

ა) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას (ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) ან სატელეფონო შეტყობინებით მიღებულ ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში მიეთითება ამომრჩევლის პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო და შესაბამისი ტელეფონის ნომერი);

ბ) ამომრჩევლის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემთხვევაში შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ეცნობება ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ. ამომრჩევლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემთხვევაში ამ ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;

გ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში აღინიშნება ამომრჩევლის იმავე საოლქო საარჩევნო კომისიის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში გადაყვანა, აგრეთვე ამომრჩეველთა ერთიანი სიისა და ამომრჩეველთა სპეციალური სიის გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ კეთდება ჩანაწერი „ეტლით მოსარგებლეა“, რომელიც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ მუხლით დადგენილ ვადაში იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

3. საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ გადასცემს აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ ხელმოწერილ ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიას.

4. ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

5. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

6. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს 2026 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-8 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტისა, მე-16 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-18 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-8 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტი და მე-16 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-18 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 2 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 დეკემბერი 2022 წ.

N2475-Xრს-Xმპ