„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 598
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023809
598
27/12/2022
ვებგვერდი, 28/12/2022
470230000.10.003.023809
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №598

2022 წლის 27 დეკემბერი

 ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) 56 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 56.

DRG მეთოდით დაფინანსებაზე გადასვლასთან დაკავშირებით:

ა) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ, 2023 წლის 1 იანვრამდე დამდგარ DRG მეთოდით ასანაზღაურებელ შემთხვევებზე არ გავრცელდეს დანართ №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი ფინანსური ჯარიმები; 

ბ) პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება თავისუფლდება პროგრამაში მონაწილეობის ცალმხრივად შეწყვეტის გამო პროგრამით დადგენილი პასუხისმგებლობისგან, თუ იგი 2023 წლის 1 იანვრამდე წერილობითი ფორმით განმახორციელებლის წინაშე უარს იტყვის პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელებაზე.“;

ბ) 56 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 57 მუხლი:

მუხლი 57. 2025 წლის 1 იანვრიდან, პროგრამის ფარგლებში, დანართ   №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება, რომელიც აკრედიტებულია „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანების პირობების გათვალისწინებით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“):

ა) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. პროგრამის ადმინისტრირებაში/განხორციელებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებები

1. პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ:

ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება;

ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო  (შემდგომში – რეგულირების სააგენტო).

2. დანართ №1-ის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, პროგრამის დანართ №1-ის მე-20 მუხლის 54 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახური (შემდგომში – შრომის ინსპექცია).“;

ბ) მე-9 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი, რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო შრომის ინსპექცია − ამ დადგენილებით განსაზღვრულ დასაქმებულთა (ექიმი, ექთანი) შრომის ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობის ნაწილში ამ დადგენილებისა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტს „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) მიმწოდებლის მიერ დანართ №1-ის მე-20 მუხლის 54 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა (შემდგომში − დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ზედამხედველობა).“;

ბ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს – რეგულირების სააგენტო, ხოლო „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზედამხედველობას − შრომის ინსპექცია.“;

გ) მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

მუხლი 161. დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზედამხედველობა

1. მიმწოდებლების მიერ დასაქმებულთათვის კუთვნილი შრომის ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობა ხორციელდება შრომის ინსპექციის მიერ, დანართ №1-ის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში, საჭიროებისამებრ ან/და შერჩევითი შემოწმების გზით (სპეციალური ელექტრონული პროგრამის გამოყენებით ან მის გარეშე), მაგრამ არანაკლებ 6 თვეში ერთხელ თითოეული მიმწოდებლისთვის.

2. ამ დადგენილების მიზნებისთვის, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობა ითვალისწინებს დანართ №1-ის მე-20 მუხლის 54 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლს.

3. დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობის მექანიზმები, შერჩევითი შემოწმების მეთოდები და პროცედურები (მათ შორის, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით შემოწმების პროცედურები) განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. შრომის ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობის განხორციელებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის (შრომის ინსპექტორი) მიერ, შრომითი ნორმების დარღვევის თაობაზე, დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან/და მიიღება გადაწყვეტილება/დასკვნა ამ დადგენილებით განსაზღვრულ დასაქმებულთა (ექიმი/ექთანი) მინიმალური საათობრივი ანაზღაურების პირობის დარღვევის შესახებ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დარღვევების გამოვლენისა და ოქმის შედგენისთანავე, შრომის ინსპექცია პროგრამის განმახორციელებელს უგზავნის ინფორმაციას მიმწოდებლის მიერ დანართ №1-ის მე-20 მუხლის 54 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების გამოვლენილი დარღვევის თაობაზე.“;

დ) მე-17 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) დასაქმებულთა (ექიმი, ექთანი) შრომის ანაზღაურების ზედამხედველობა.“;

დ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპს – რეგულირების სააგენტო, ხოლო „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპს – შრომის ინსპექცია.“;

ე) მე-18 მუხლის:

ე.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) დასაქმებულთა (ექიმი, ექთანი) შრომის ანაზღაურების ზედამხედველობა.“;

ე.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი, პირველი პუნქტის „ვ1“ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „გ1“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს – რეგულირების სააგენტო, ხოლო პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპს – შრომის ინსპექცია.“;

ვ) მე-19 მუხლის:

ვ.ა) 182 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„182. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.“;

ვ.ბ) 24-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე, 26-ე, 27-ე და 28-ე პუნქტები: 

„25. დანართ №1-ის 161 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ დანართ №1-ის მე-20 მუხლის 54 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების გამოვლენილი დარღვევის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებელი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს:

ა) დანართ №1-ის მე-20 მუხლის 54 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის თაობაზე ინფორმაციის მიღების თვის მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი თანხის შემცირებას, დასაქმებულთათვის (ექიმი, ექთანი) გადასახდელი თანხის (იმ ოდენობით, რაც გამოვლინდება დასაქმებულთა (ექიმი, ექთანი) შერჩევითი შემოწმების განხორციელების შედეგად, რაც დადასტურდება უფლებამოსილი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილებით/დასკვნით) სამმაგი ოდენობით;

ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის ოდენობა აღემატება მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელ თანხას, დარჩენილი სხვაობით შემცირდება მომდევნო საანგარიშგებო თვეში ასანაზღაურებელი თანხა.

26. ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები უქმდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციის სამსახური, განმეორებითი შემოწმების საფუძველზე, გამოავლენს მიმწოდებლის მხრიდან სამართალდარღვევის შედეგად დასაქმებულთათვის გაუცემელი შრომის ანაზღაურების გადახდის ფაქტს ან მიაწვდის ინფორმაციას განმახორციელებელს ისეთი გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც გამორიცხავს ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გაგრძელებას.

27. ამ მუხლის 26-ე პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას შრომის ინსპექცია განმახორციელებელს აწვდის წერილობითი ფორმით ინფორმაციის მიღებიდან/დადასტურებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

28. შრომის ინსპექციის მხრიდან ამ მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის განმახორციელებელთან წარდგენის შემთხვევაში, განმახორციელებელი უზრუნველყოფს მიმწოდებლისათვის ამ მუხლის 25-ე პუნქტის შედეგად დაკავებული თანხის ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვისა.“;

ზ) 191 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რეგულირების სააგენტო/შრომის ინსპექცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს განმახორციელებელს მიმწოდებლის მხრიდან სადავოდ ქცეული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს ამ დადგენილებით განსაზღვრულ საკითხებს) მოქმედების კანონმდებლობის საფუძველზე შეჩერების ან/და ასეთი შეჩერების გაუქმების, ამ აქტთან დაკავშირებული დავის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თაობაზე, მასზე მიმდინარე აღსრულების შეჩერების, განახლების ან შეწყვეტის მიზნით, აგრეთვე მიმწოდებლის მხრიდან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარიმო სანქციების ნებაყოფლობით გადახდის შესახებ.“;

თ) მე-20 მუხლის:

თ.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. შრომის ინსპექცია ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში ვალდებულია, ამ დადგენილებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული/მოპოვებული ინფორმაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდოს პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სხვა სახელმწიფო დაწესებულებას, თუ იგი მიეკუთვნება ამ დაწესებულების კომპეტენციას, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.“;

თ.ბ) 53 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 54 პუნქტი:

„54. დანართ №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული (გარდა გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლისა) მიმწოდებელი პირი ვალდებულია:

ა) 2023 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს სამედიცინო პერსონალის (ექიმი, ექთანი) შრომის ანაზღაურება არანაკლებ მინიმალური საათობრივი ანაზღაურებისა:

ა.ა) ექიმისთვის − არანაკლებ 7 ლარისა საათში;

ა.ბ) ექთნისთვის − არანაკლებ 4.4 ლარისა საათში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების პირობები ასახოს დასაქმებულის (ექიმი, ექთანი) შესაბამის შრომით ხელშეკრულებაში;

გ) დანართ №1-ის 161 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის, განათავსოს დასაქმებულთა (ექიმი, ექთანი) შესახებ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.“;   

ი) 21-ე მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დანართ №1-ის მე-20 მუხლის 54 პუნქტით განსაზღვრული პირობები, DRG დაფინანსების ფარგლებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ექვემდებარება გადახედვას (არაუმეტეს წელიწადში ერთხელ).“;

კ) 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ე) DRG-ის კოდები, საბაზისო ღირებულება, წონა, ფასები, გადახედვის ვადები, ასევე გადაუდებელი თერაპიული სტაციონარული მდგომარეობების ჩამონათვალი და გამონაკლისები მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ლ) 23-ე მუხლის:

ლ.ა) 211 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„211. ამ პროგრამის მიზნებისთვის, DRG მეთოდით დაფინანსებულ შემთხვევებში, კრიტიკულ შემთხვევად განიხილება გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ის შემთხვევა, როდესაც:

ა) სტაციონარში დაყოვნების განმავლობაში პაციენტი საჭიროებს II-III დონის კრიტიკული მდგომარეობების მართვას რეანიმაციულ განყოფილებაში არანაკლებ 24 საათისა;

ბ) ადგილი აქვს პაციენტის გარდაცვალებას.“;

ლ.ბ) 27-ე და 28-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ლ.გ) 56-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 57-ე-58-ე პუნქტები:

„57. ამ დადგენილების 57 მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში, სადაც დაიწყო მომსახურება.   

58. სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 57-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია,  აკრედიტაციის მიღების შემთხვევაში, მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით.“;  

მ) დანართ1.1-ის („სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“):             

მ.ა) პირველი პუნქტის: 

მ.ა.ა) „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა), დანართ №1.2-ის შესაბამისად; ამასთან, დანართ №1-ის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის თანაგადახდა შეადგენს 50%-ს, გარდა გადაუდებელი იმუნიზაციისა, რომელიც ანაზღაურდება სრულად;“;  

მ.ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები (II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა), სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნება/ქრონიკული მოვლა და კომბუსტიოლოგია;“;

მ.ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თერაპიული პროფილის ჰოსპიტალური მომსახურება, გარდა მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობებისა;“;  

ნ) დანართ №1.3-ის („სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“):

ნ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები (II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა), სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნება/ქრონიკული მოვლა და კომბუსტიოლოგია;“;

ნ.ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები (II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა), სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნება/ქრონიკული მოვლა და კომბუსტიოლოგია;“;

ო) დანართ1.4-ი („სამედიცინო  მომსახურების  პირობები ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“):

ო.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები (II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა), სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნება/ქრონიკული მოვლა და კომბუსტიოლოგია;“;

ო.ბ) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ  დადგენილების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის ამ პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო  მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები:“;

ო.გ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თერაპიული პროფილის ჰოსპიტალური მომსახურება, გარდა მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობებისა;“.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „თ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დადგენილების დანართ №1-ის მე-20 მუხლის 54 პუნქტით განსაზღვრულ პირობებზე ზედამხედველობა ხორციელდება 2023 წლის 1 აპრილიდან და ვრცელდება 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დამდგარ შემთხვევებზე დასაქმებულთა (ექიმი, ექთანი) შრომის ანაზღაურების საკითხზე.
მუხლი 3
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „კ“, „ლ.ა“, „ლ.ბ“, „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „კ“, „ლ.ა“, „ლ.ბ“, „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები გავრცელდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი