შპს „სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯია“-ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის თაობაზე

შპს „სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯია“-ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 06/5-რ
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 26/12/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2022
სარეგისტრაციო კოდი
06/5-რ
26/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
შპს „სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯია“-ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის

უფროსის ბრძანება №06/5-რ

2022 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

შპს „სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯიას“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთა დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის და 21–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-5 მუხლის, ამავე წესის მე-7 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და შპს „სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯიას“ შორის 2021 წლის 9 თებერვალს გაფორმებული „კომუნიკაციის ელექტრონული ფორმის გამოყენების თაობაზე“ შეთანხმებისა (შემდგომ – შეთანხმება) და შპს „დაზღვევის და გადაზღვევის ბროკერი გრეკო ჯორჯია“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205232942) 2022 წლის 22 დეკემბრის განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:

1. შპს „სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205232942) საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2010 წლის 15 ნოემბრის № 1152 განკარგულებაში (სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის № 06/7-რ ბრძანებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით) შევიდეს ცვლილება და განკარგულების სათაურში და ტექსტში იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებად „შპს სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯია“-ს ნაცვლად განისაზღვროს „შპს დაზღვევის და გადაზღვევის ბროკერი გრეკო ჯორჯია“.

2. ეს ბრძანება მისი ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და დაუყოვნებლივ გაეგზავნოს შპს „დაზღვევის და გადაზღვევის ბროკერი გრეკო ჯორჯიას“ შეთანხმებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართ(ებ)ზე.

3. ინფორმაცია სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელების შესახებ აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის ელექტრონულ რეესტრში) ამ ბრძანების ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მხარისათვის მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს ბრძანება სადაზღვევო ბროკერისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება სამსახურის მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეთანხმებით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართ(ებ)ზე გაგზავნის დღეს.

6. ბრძანების გაგზავნა დაევალოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.

7. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.