„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 ივლისის N1-1/298 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 ივლისის N1-1/298 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1-1/558
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016779
1-1/558
28/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
040030000.22.024.016779
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 ივლისის N1-1/298 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/558

2022 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 ივლისის №1-1/298 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 ივლისის №1-1/298 ბრძანებით (საკანონმდებლო მაცნე, (matsne.gov.ge), 12/07/2022, სარეგისტრაციო კოდი: (040030000.22.024.016751) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სააგენტოს მიზნები

სააგენტოს მიზნებია:

ა) კურორტების, საკურორტო და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარება;      

ბ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების კომპლექსური განვითარების ხელშეწყობის მიზნით ტურისტული ადგილების, მათ შორის კულტურული, ისტორიული, რეკრეაციული ან/და სხვა ადგილების და ობიექტების შესწავლა, მათი განვითარება-პოპულარიზაციის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;

გ) ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

დ) კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე მასობრივი სპორტისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;

ე) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.“.

 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.  სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციები

სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციებია:

ა) საკურორტო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა, მათ შორის, კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების მიზნით,წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; 

ბ) სააგენტოს მიზნების უზრუნველსაყოფად საინვესტიციო შეთავაზებების მომზადება და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

გ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების შესაბამისი გეოინფორმაციული რუკების მომზადება, მათ შორის საკურორტო ადგილების რეესტრის, ეკონომიკური მდგომარეობის, ასევე შესაბამისი რესურსების შესახებ ინფორმაციის, კლიმატურ-ბალნეოლოგიური და სხვა მონაცემების სისტემატიზაცია, მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლება; 

დ) კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე სასწავლო პროგრამების და პროფესიული მახასიათებლის/მოთხოვნების დადგენის და პერსონალის მომზადების და გადამზადების განხორციელების ხელშეწყობა;

ე) სააგენტოს მიზნების განსახორციელებლად შესაბამისი ექსპერტების მოწვევა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ტრენინგ-ცენტრების შექმნის ხელშეწყობა; 

ვ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების მიზნით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლასა და დანერგვასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

ზ) კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე საზოგადოებრივი აქტივობების დაგეგმვა;

თ) კურორტებსა და საკურორტო ადგილებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;

ი) სააგენტოს მიზნების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო უწყებების (მათ შორის საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოს), მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორის და ადგილობრივი მოსახლეობის კოორდინაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

კ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში  ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

მ) სააგენტოს მიზნების უზრუნველსაყოფად ჰიდროლოგიური, გეოლოგიური და სხვა საჭირო კვლევების ჩატარება;

ნ) ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის და სხვა საჭირო კვლევების მომზადება;

ო)  შესაბამისი ადგილების განვითარების კონცეფციის შემუშავება;

პ) სააგენტოს მიზნების უზრუნველსაყოფად საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და  განხორციელების ხელშეწყობა;

ჟ) საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს დავალებების შესრულება;

რ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

3. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ხოლო სააგენტოს დირექტორის მოადგილის  არყოფნის შემთხვევაში  ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“.

4.  მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სააგენტოს დირექტორის მოადგილის ფუნქციები, საკურატორო სფეროები და მოახდინოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების დელეგირება დირექტორის მოადგილეზე და დეპარტამენტის უფროსებზე;“.

5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი

სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და შესაბამის კვლევებში მონაწილეობის მიღება;

გ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

დ) კურორტების და საკურორტო ადგილების კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით სივრცითი და ქალაქთმშენებლობის გეგმების შემუშავებაში   ხელშეწყობა;

ე) კურორტებისა და საკურორტო ადგილების განაშენიანების და ურბანული განვითარების, რეაბილიტაციის, კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;

ვ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების პროექტების მომზადება  კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების გეოინფორმაციული რუკების მომზადება და მონაცემთა ბაზის შექმნა/განახლება (საკურორტო ადგილების რეესტრის, ეკონომიკური მდგომარეობის, შესაბამისი რესურსებისა და კლიმატური პირობების შესახებ ინფორმაციის და სხვა);

თ) დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ი) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების პრიორიტეტების, სტრატეგიული პარტნიორების და თანამშრომლობის სფეროს განსაზღვრა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება;

კ) საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა და თანამშრომლობა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დონორ ორგანიზაციებთან;

ლ) საერთაშორისო ღონისძიებების (კონფერენცია, სემინარი, ექსპერტთა მისია და სხვა) დაგეგმვა, ორგანიზება, მონაწილეობის მიღება;

მ) სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით სააგენტოს საჭიროებების შესწავლა და ანალიზი, პრიორიტეტული პროექტების შემუშავება და დონორთა მხარდაჭერისა და გრანტების მოზიდვის უზრუნველყოფა;

ნ) ინვესტორებთან თანამშრომლობა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

ო) სააგენტოს თანამშრომლის კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით (პროფესიული მახასიათებლის/მოთხოვნების და სასწავლო პროგრამების მოძიება, შესწავლა და სხვა) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოძიების ხელშეწყობა;

პ) სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებთან თანამშრომლობა“.

6. მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადამიანური რესურსების მართვა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი