,,საქართველოს საჯარო სკოლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების, ასევე ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს საჯარო სკოლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების, ასევე ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 19/05/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.10.003.001.071
  • Word
126
15/05/2008
სსმ, 74, 19/05/2008
290.160.000.10.003.001.071
,,საქართველოს საჯარო სკოლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების, ასევე ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა
,,საქართველოს საჯარო სკოლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების, ასევე ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №126

2008 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საჯარო სკოლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების, ასევე ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,საქართველოს საჯარო სკოლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწე-სებულებების მასწავლებლების, ასევე ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №165, №1813) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“;

ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. განისაზღვროს 2008-2013 წლებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის თანდართული პირობები საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 4 დეკემბრის №1224 ბრძანებით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და იმ საჯარო სკოლების აღმზრდელებისთვის, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ან სწავლება იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისთვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, აგრეთვე საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისათვის, საქართველოს პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლებისათვის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისათვის (შემდგომში – საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები).“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული 2008-2013 წლებისთვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) დამზღვევი – საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებელი, საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, საქართველოს პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 4 დეკემბრის №1224 ბრძანებით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების და იმ საჯარო სკოლის აღმზრდელი, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ან სწავლება იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისთვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ან რომლის შრომითი ურთიერთობა კონკრეტულ დაწესებულებაში დადასტურდება შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტით, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი, რომლის შესახებ ინფორმაცია ასახულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში;“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული 2008-2013 წლებისთვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების მე-10 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. 2008 წლისათვის საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელების გარდა, ამ დადგენილებით განსაზღვრული დამზღვევის ცნებაში გაერთიანებული ყველა სხვა პირის მიერ ნებაყოფლობით სადაზღვევო ორგანიზაციების შერჩევისა და სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 2008 წლის 30 მაისი.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული 2008-2013 წლებისთვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების მე-10 მუხლს დაემატოს 13 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სადაზღვევო ვაუჩერების დარიგებისა და შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის და, აგრეთვე საქართველოს პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების მონაცემთა ბაზის სამინისტროში წარდგენის ფორმა, ვადები.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული 2008-2013 წლებისთვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების მე-10 მუხლს დაემატოს მე-7 და მე-8 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. 2008 წლისათვის საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის, აგრეთვე საქართველოს პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლებისათვის ნებაყოფლობითი ან შემთხვევითი განაწილების გზით გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების სადაზღვევო პერიოდის დაწყების დროდ განისაზღვროს 2008 წლის 1 ივნისის 24 საათი, ხოლო დასრულების დროდ – 2008 წლის 31 დეკემბრის 24 საათი.

8. 2008 წელს სადაზღვევო მომსახურების მისაღებად საჯარო სკოლების მასწავლებლებსა და აღმზრდელებს უნდა ჰქონდეთ მოქმედი შრომითი ხელშეკრულება, შესაბამისად – საქართველოს რომელიმე საჯარო სკოლასთან ან დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სააღმზრდელო დაწესებულებასთან 2007 წლის 1 დეკემბრისათვის, ხოლო სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალსა და პროფესიული სწავლების ცენტრის მასწავლებლებს მოქმედი შრომითი ხელშეკრულება უნდა ჰქონდეთ საქართველოს რომელიმე საჯარო სკოლასთან ან პროფესიული სწავლების ცენტრთან 2008 წლის 1 აპრილისათვის.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე