დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 16/01/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260050.10.003.023842 |
|
„სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/04/2021, 010260050.10.003.022740) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პროგრამის განმახორციელებლად (შემდგომში − პროგრამის განმახორციელებელი) განისაზღვრონ სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი);“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის − „განახლებული რეგიონების“: ა) პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ პროგრამის განმახორციელებლის სტატუსით პროექტის განხორციელების შემთხვევაში, პროექტის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოთხოვნის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და განსაზღვრული თანხის ფარგლებში, პერიოდულად საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის თანხის გადარიცხვა.“; ბ) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეთ უფლება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, შესაბამის მუნიციპალიტეტებსა და დეპარტამენტს, პროექტებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ ამავე კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადებში.“; დ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ განსახორციელებელი პროექტ(ებ)ის კომისიისთვის განსახილველად წარდგენა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები