„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2023
ძალაში შესვლის თარიღი 26/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.023852
19
18/01/2023
ვებგვერდი, 20/01/2023
010240010.10.003.023852
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №19

2023 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/02/2018, 010240010.10.003.020392) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„ა.ა) წარდგენილი პროექტის არსი – ინფორმაცია პროექტის შესახებ (ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი; საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება), გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება, პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება, პროექტის მოსალოდნელი შედეგები, პროექტის განხორციელების ვადები და პროექტის ავტორ(ებ)ი და წარმდგენი;“.

2. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 დანართი №1

 

განმარტებითი ბარათი

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (აისახება ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი; საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება)

 

ინფორმაცია ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესახებ1

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(აისახება ზოგადი ინფორმაცია ევროკავშირის იმ სამართლებრივი აქტის შესახებ, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან)

 

გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის პროექტის ზეგავლენის (თუ ასეთი ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია) შეფასება უნდა მოიცავდეს იმ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენის დასაბუთებას ან/და იმ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ინფორმაციას, რომელიც, ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ ინიციატორის მოსაზრებით, შეიძლება, ნორმატიული აქტის მიღებამ მოახდინოს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე)

 

პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(აისახება ინფორმაცია პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების ოდენობის, პროექტის დაფინანსების წყაროს, ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე მისი გავლენის, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

 

პროექტის მოსალოდნელი შედეგები

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(აისახება ინფორმაცია იმ სამართლებრივი ურთიერთობ(ებ)ისა და პირის (პირთა წრის) შესახებ, რომლებზეც გავლენას მოახდენს სამართლებრივი აქტის მიღება)

 

პროექტის განხორციელების ვადები

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

          (მიეთითება პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებ(ებ)ის შესასრულებლად საჭირო ვადის თაობაზე)

 

პროექტის ავტორ(ებ) და წარმდგენი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(მიეთითება პროექტის ავტორი და წარმდგენი, ხოლო, თუ პროექტის ავტორი და წარმდგენი სხვადასხვა პირია, მაშინ აღინიშნება ინფორმაცია ორივეს შესახებ).“.

 

3. დანართი №2-ის:

 ) მე-16  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“;“;

 მე-20  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. საქართველოს კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“;“.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება:

ა) საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის იმ პროექტზე, რომელიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისთვის მოწონებულია საქართველოს მთავრობის მიერ;

ბ) ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მატერიალური ფორმით წარდგენილ საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის პროექტის განმარტებით ბარათზე.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 26 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი