დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 ივნისის №79/№01-18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 898 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040210010.22.027.017388 |
|
„მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 ივნისის №79/№01-18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: |
| მუხლი 1 |
„მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 ივნისის №79/№01-18/ნ ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.06.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 040210010.22.027.016583) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსის დადგენის ძირითადი პირობები მარტოხელა დედის/მამის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე იმ პირს, რომლის ბავშვის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში და: ა) ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15072 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; ბ) ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; გ) რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.“. 2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები: „დ1) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, თუ ბავშვის ერთ-ერთი მშობელი გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; ან თუ არასრულწლოვანი ბავშვის ერთ-ერთ მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა; დ2) ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების მოწმობას.“. 3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ბავშვი, რომლის მიმართაც სტატუსის მაძიებელი ითხოვს მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენას, გახდა 18 წლის;“; გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მოძიებულ იქნა ბავშვის დაბადების შესახებ დოკუმენტი, სადაც ფიქსირდება ბავშვის მეორე მშობლის შესახებ მონაცემები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15072 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;“; დ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“−„მ“ ქვეპუნქტები: „კ) ბათილად იქნა ცნობილი ბავშვის მეორე მშობლის გარდაცვალების აქტი; ლ) გაუქმდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეორე მშობელი გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; მ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეორე მშობელს აღუდგა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა;“. 4. მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირისათვის ამ წესის შესაბამისად მინიჭებული მარტოხელა მშობლის სტატუსი უქმდება ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაში. პირი მარტოხელა მშობლის სტატუსს ინარჩუნებს, თუ მას ჰყავს ერთი ბავშვი მაინც, რომლის მიმართაც პირს დაუდგინდა შესაბამისი სტატუსი და ამ ბავშვის მიმართ არ არსებობს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები. 2. სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური, წერილობითი ფორმით, შესაბამისი გარემოებების გამოვლენიდან 30 დღის ვადაში. თუ სტატუსის გაუქმების შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის აუცილებელია დამატებითი დოკუმენტის (ინფორმაციის) მოპოვება, გადაწყვეტილების გამოტანის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება სააგენტოს მიერ ამ დოკუმენტაციის (ინფორმაციის) მოპოვებამდე, მაგრამ არაუმეტეს განცხადების წარდგენიდან 6 თვემდე.“. 5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო უფლებამოსილია, ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ან/და მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში, დაიწყოს წარმოება სტატუსის გაუქმების თაობაზე.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები