საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023858
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
25
23/01/2023
ვებგვერდი, 23/01/2023
040030000.10.003.023858
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/01/2023 - 30/04/2024)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №25

2023 წლის 23 იანვარი

   ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი.
მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
მუხლი 3
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დირექტორის დანიშვნა.
მუხლი 4
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება 2023 წლის 15 თებერვლამდე.
მუხლი 5
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულ ცენტრს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი