დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/01/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017650 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი №III-25-ის („დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია“) „ა“ დანართს დაემატოს თანდართული რედაქციის IV ნაწილი. 2. 75-ე მუხლის 35 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 36 - 39 პუნქტები: „36. დღგ-ის დეკლარაციის „ა“ დანართის IV ნაწილი ივსება ტურისტული საწარმოს სტატუსის გაუქმების საანგარიშო პერიოდში (თუ სტატუსი უქმდება სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვამდე) ან სტატუსის ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში (დეკემბრის თვეში). 37. დღგ-ის დეკლარაციის „ა“ დანართის IV ნაწილის მე-5 სვეტში აისახება სტატუსის მოქმედების მთელ პერიოდში სასტუმროს ნომრების/აპარტამენტების მიწოდებიდან ბრუნვის თანხის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც არ დაიბეგრა დღგ-ით – საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის მიხედვით (გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით). 38. დღგ-ის დეკლარაციის „ა“ დანართის IV ნაწილის მე-6 სვეტში აისახება ტურისტული საწარმოს ან/და სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ კონკრეტული სასტუმროს (ობიექტის/მისი ნაწილის) ფუნქციონირების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) დეკლარირებული (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით დამატებით დარიცხული) თანხა. მასში არ შეიტანება აქტივების (მ.შ სასტუმროს ნომრების/აპარტამენტების) მიწოდებით მიღებული კომპენსაცია. 39. დღგ-ის დეკლარაციის „ა“ დანართის IV ნაწილის მე-7 სვეტი ივსება იმ შემთხვევაში, თუ მე-5 სვეტში ასახული თანხა მეტია მე-6 სვეტში ასახულ თანხაზე; ამ სვეტში მოცემული თანხა (თანხების ჯამი) აისახება დეკლარაციის „ა“ დანართის პირველი ნაწილის მე-8 უჯრაში.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ნაწილი IV
დღგ-ით დასაბეგრი თანხა ტურისტული საწარმოს სტატუსის გაუქმებისას
|
დოკუმენტის კომენტარები