დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 24/01/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.113.016485 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილი იქნას ცვლილებები და დამატებები „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2022, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.113.016482), კერძოდ:
- გაიზარდოს სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში 28 477 283,27 ლარით: 1. მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების ნაშთმა 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 19 238 970,8 ლარი: ა) საკუთარი ნაშთი - 7 534 159,81 ლარი; ბ) მიზნობრივი ტრანსფერის ნაშთი - 30505,80 ლარი; გ) საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 თებერვლის №319 განკარგულებით „ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, გრანტი იაპონიის საელჩოსგან - 295 733,12 ლარი; დ) საქართველოს მთავრობის №2374 განკარგულება(საჯარო ფინანსების გრანტი-27.12.2021 წ.) – 300 000 ლარი; ე) საქართველოს მთავრობის №2630 განკარგულება (18.12.2019 წ.) – 46 455,04 ლარი; ვ) საქართველოს მთავრობის №2685 განკარგულება (31.12.2020 წ.) – 356 897,59 ლარი; ზ) საქართველოს მთავრობის №75 განკარგულებa (17.01.2022 წ.) – 1 240 381,67 ლარი; თ) საქართველოს მთავრობის №1419 განკარგულება (საპილოტე, 16.08.2021 წ.) – 5 687 597,55 ლარი; ი) საქართველოს მთავრობის №265 განკარგულება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (19.02.2016 წ.) – 379,71 ლარი; კ) საქართველოს მთავრობის №277 განკარგულება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (15.02.2022 წ.) – 476 220,21 ლარი; ლ) საქართველოს მთავრობის №168 განკარგულება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (05.02.2021 წ.) – 2198,62 ლარი; მ) საქართველოს მთავრობის №330 განკარგულება, სტიქია (11.03.2021 წ.) – 30755,85 ლარი; ნ) საქართველოს მთავრობის №2529 განკარგულება, სტიქია (24.11.2015 წ.) – 1396,46 ლარი; ო) საქართველოს მთავრობის №1525 განკარგულება, სტიქია (21.07.2017 წ.) – 5 056,4 ლარი; პ) საქართველოს მთავრობის №131 განკარგულება, სტიქია (26.01.2022 წ.) – 3 111 154,4 ლარი; ჟ) საქართველოს მთავრობის №13 განკარგულება (18.01.2019 წ.) – 25 914,85 ლარი; რ) საქართველოს მთავრობის №27 განკარგულება (09.01.2020 წ.) – 29 532,05 ლარი; ს) საქართველოს მთავრობის №51 განკარგულება (14.01.2022 წ.) – 64 631,67 ლარი. 2. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის 2021 წლის 25 მაისს გაფორმდა №2 ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც 2023 წლის გრაფიკით ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 636 116,47 ლარი; 3. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის №2476 განკარგულებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 086 000 ლარი; 4. „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის მიზნობრივი ტრანსფერი გაიზარდა 140 000 ლარით; 5. დაზუსტდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 ოქტომბრის №53 დადგენილების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის და საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა, კერძოდ: ა) 2022 წლის 29 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №2475 განკარგულებით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 6 376 196 (ექვსიმილიონ სამას სამოცდათექვსმეტიათას ასოთხმოცდათექვსმეტი) ლარი; ა.ა. შესაბამისად გაიზარდოს გადასახდელები : გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი - 02 01 02– 61.1.1.5.) – 6 032 765 ლარით; ა.ბ. შესაბამისად გაიზარდოს გადასახდელები : წყალსადენის შიდა ქსელების მოწყობა-რეაბილიტაცია, არაფინანსური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი - 02 02 01– 3.1.) – 343 431 ლარით. - შესაბამისად გაიზარდოს:
- შემცირდეს: 1. ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 06 01 01 – 2.5.) – 57 000 ლარით. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა დახმარება (ორგანიზაციული კოდი - 06 02 05 – 2.7.) – 10 000 ლარით. 3. სარიტუალო დახმარება (ორგანიზაციული კოდი - 06 02 06 – 2.7.) – 10 000 ლარით. - შესაბამისად გაიზარდოს: 1. მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება, სოციალური დახმარება (ორგანიზაციული კოდი - 06 01 02– 2.7) – 47 000 ლარით. 2. გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, სოციალური დახმარება (ორგანიზაციული კოდი - 06 01 05– 2.7) – 30 000 ლარით. |
მუხლი 2 |
დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
თავი I
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი
|
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 42868,31 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 30387,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 9548,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2932,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 31418,89 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 30573,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 31423,5 ათასი ლარის ოდენობით. 2.განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 850,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს - 19 124,07 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 11 449,42 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 19238,97 ათასი ლარით:
ფინანსური აქტივების კლება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო არნგარიშზე არსებულ თავისუფალ ნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება შესაბამისი წლის განმავლობაში. ათას ლარში
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 114,9 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვა. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასეხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 402,3 ათას ლარს, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 287,4 ათასი ლარი. |
თავი II
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 02 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 34 481 700 ლარი
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 3 793 000 ლარი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება, კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები და მდინარეზე ნაგვის დამჭერის მოწყობა. დაფინანსდება აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები. შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა; ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობითი და გამწვანებითი სამუშაოები. ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, სკვერებში ბალახის გათიბვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მაწანწალა ძაღლების დროებით თავშესაფარში გადაყვანა.
|
მუხლი 15.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 7 834 110 ლარი
საბავშვო ბაგა–ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათ ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა აქტივობის ამაღლებასა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციას. პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება ასევე, ზოგადი, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და სხვა.
|
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 6 138 000 ლარი
კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ჩართვა სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში. ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების და თეატრის ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების ხელშეწყობა; სახელოვნებო განათლების და ხელოვნების დარგების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა; კულტურის დაწესებულებებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული სივრცის მოწყობა; სპორტული და კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქცია. სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში.
|
მუხლი 17.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 2 623 510 ლარი
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 2023 წლის განმავლობაში მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება რომელიც გაზრდის სოციალურად დაუცველი ფენის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ჯანდაცვისა და მომსახურების სერვისებზე.
|
მუხლი 18.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 07 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 315 000 ლარი
|
მუხლი 19.
პრიორიტეტების /პროგრამების/ ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები |
ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული სახით წარმოდგენილია ბიუჯეტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში. |
თავი III
ოზურგეთის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 20.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის გადასახდელები: |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები თანდართული რედაქციით:
(ათ.ლარი)
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 21 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 22 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 23 |
2023 წლის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 24 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი, დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 25 |
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ელექტრონული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 26 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
|
მუხლი 27.
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 350,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების საფუძველზე რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობასა და მიზნობრიობის შესახებ. |
მუხლი 28.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 450,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 205,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 162,0 ათასი ლარი; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა დახმარება 73,0 ათ. ლარი; დ) სარიტუალო დახმარება 10,0 ათ. ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 29.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ამ დადგენილების მე-17 მუხლის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების გაცემის წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები