დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.139.016494 |
|
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №96 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250000.35.139.016486, 23/12/2022 წელი) პირველი მუხლით დამტკიცებულ №1 დანართში და დანართის „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის“:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესი“ 2. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) დაბადებიდან 18 წლამდე პირების სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურების მისაღებად მოსარგებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა“-ში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული სამედიცნო სარეაბილიტაციო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ - ფაქტურა; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები