დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შპს „ჯეო მანის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და შპს „ჯეო მანისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებაზე თანხმობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 30 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 30/01/2023 |
დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2023 |
სარეგისტრაციო კოდი |
|
შპს „ჯეო მანის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და შპს „ჯეო მანისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებაზე თანხმობის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 482 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 დეკემბრის №287/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის“ მე-8 მუხლის მე-11-მე-13 პუნქტებისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებსა და აღმასრულებელ დირექტორს შორის ფუნქციების განაწილების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის N13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. მიეცეს თანხმობა შპს „ჯეო მანის“ (ს/ნ: 405085964) გააგრძელოს საქმიანობა ისეთ იურიდიულ პირად, რომელიც არ წარმოადგენს ფინანსურ ინსტიტუტს. 2. დასრულდეს შპს „ჯეო მანის“ ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი:01036002403). 3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს. 4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. 5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე. საქართველოს ეროვნული ბანკი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი |
დოკუმენტის კომენტარები