დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება - საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსისათვის 1021 მუხლის დამატების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 21/02/1962 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 28/02/1962 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსისათვის 1021 მუხლის დამატების შესახებ
შესაბამისად სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულებისა „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დანაშაულებრივ-დაუდევარი გამოყენების ან შენახვისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის მეორე თავს „დანაშაული სოციალისტური საკუთრების წინააღმდეგ დაემატოს მუხლი 1021 შემდეგი შინაარსისა:
„მუხლი 1021. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დანაშაულებრივ-დაუდევარი გამოყენება ან შენახვა
საბჭოთა მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სახელმწიფო ან კოოპერაციული ორგანიზაციების კუთვნილი ტრაქტორების, ავტომობილების, კომბაინებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო მანქანების დანაშაულებრივ-დაუდევარი გამოყენება ან შენახვა, რასაც მოჰყვა მათი გაფუჭება ან დამტვრევა, აგრეთვე ამ მანქანების კომპლექტის დაშლა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.
იგივე ქმედობა, ჩადენილი არაერთგზის ან თუ მას მოჰყვა დიდი ზარალი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. გელდიაშვილი
ქ. თბილისი, 1962 წლის 21 თებერვალი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები