საჰაერო ხომალდის ბორტზე კვებითი უზრუნველყოფის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ

  • Word
საჰაერო ხომალდის ბორტზე კვებითი უზრუნველყოფის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 335/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/12/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 148, 25/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 470.150.000.11.119.006.246
  • Word
335/ნ
18/12/2003
სსმ, 148, 25/12/2003
470.150.000.11.119.006.246
საჰაერო ხომალდის ბორტზე კვებითი უზრუნველყოფის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.150.000.11.119.006.246

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება 335/ნ

2003 წლის 18 დეკემბერი

. თბილისი

საჰაერო ხომალდის ბორტზე კვებითი უზრუნველყოფის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ

საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების საკვებისმიერი მოშხამვებისა და ინფექციების გავრცელების პროფილაქტიკის უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „საჰაერო ხომალდის ბორტზე კვებითი უზრუნველყოფის სანიტარიული წესები”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე

საჰაერო ხომალდის ბორტზე კვებითი უზრუნველყოფის სანიტარიული წესები

სანწ 2.5.1.001-03

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები და გამოყენების სფერო

1. წინამდებარე სანიტარიული წესები შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს საბორტო კვების საამქროების სათავსების მოწყობის, აღჭურვის, მზა კერძების, საკვები პროდუქტებისა და გამაგრილებელი სასმელების ასორტიმენტის, კერძების მომზადებისა და ტრანსპორტირების, ჭურჭლის, პროდუქტის შენახვის ვადების, საერთაშორისო და ადგილობრივი მიმოსვლის საჰაერო ხომალდებზე საბორტო კვების ორგანიზების მიმართ წაყენებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.

2. სანიტარიული წესების დაცვა ევალება ყველა სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივ გაერთიანებებს, საწარმოებსა და სხვა სამეურნეო ობიექტებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს განურჩევლად მათი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, რომლებიც საბორტო კვებით უზრუნველყოფენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო და შიდა მიმოსვლის საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს.

3. საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრებისათვის ფრენის დროს განკუთვნილი კერძების, საკვები პროდუქტებისა და გამაგრილებელი სასმელების შენახვა და მომზადება ხორციელდება მხოლოდ საბორტო კვების საამქროებში.

    მუხლი 2. საბორტო კვების საამქროების განთავსების მიმართ წაყენებული მოთხოვნები

1. საბორტო კვების ახალი საამქროების დაპროექტება და უკვე არსებულის რეკონსტრუქცია წარმოებს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად.

2. ახლად მშენებარე საბორტო კვების საამქროების განთავსება მიზანშეწონილია აეროპორტის ტერიტორიაზე და საჰაერო ხომალდების სადგომთან მაქსიმალურად მიახლოებულ ადგილებში, რათა შეძლებისდაგვარად შემცირებულ იქნეს საბორტო კვების საამქროებიდან საჰაერო ხომალდამდე საბორტო კვების ტრანსპორტირების ხანგრძლივობა.

3. საბორტო კვების საამქროების ფართის განსაზღვრის მიზნით მოთხოვნის შესაბამისად უნდა დადგინდეს სადღეღამისო და საათობრივი მწარმოებლობა და მოცემული საბორტო კვების საამქროების რაციონი.

4. წარმოების მიხედვით საბორტო კვების საამქროები იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

ა) პირველი – 200 – 400 რაციონი/სთ-ში (მცირე);

ბ) მეორე – 700 – 1000 რაციონი/სთ-ში (საშუალო);

გ) მესამე – 1500 – 2000 რაციონი/სთ-ში (დიდი);

დ) მეოთხე – 2000 რაციონი/სთ-ში და მეტი (განსაკუთრებით დიდი).

5. საბორტო კვების საამქრო უნდა მოიცავდეს შემდეგ ჯგუფებს:

ა) საწარმოო ჯგუფი – დამამზადებელი (ნედლეულზე სამუშაოდ), მოსამზადებელი (პროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების თერმული და არათერმული დამუშავებისათვის, რაციონისათვის მზა კერძების გასამზადებლად), დამხმარე (სამზარეულოს ჭურჭლისა და ცეხის შიდა ტარის გასარეცხად, სათავსი პურის, საკონდიტრო ნაწარმისა და პროდუქტების სადღეღამისო მარაგის შესანახად) და სხვა.

ბ) დამაკომპლექტებელი ჯგუფი და ექსპედიცია:

ბ.ა) საბორტო კვების დამაკომპლექტებელი, დასაფასოებელი სათავსი, დამაკომპლექტებელი, საბორტო კვების დროებითი შესანახი და გასაცემი სათავსები (ურიკებითა და კონტეინერებით კერძებისათვის, ბადეებით გამაგრილებელი სასმელებისათვის);

ბ.ბ) სათავსები, რომლებიც განკუთვნილია საბორტო ჭურჭლის დასამუშავებლად, მისაღებად, დასაფასოებლად, გასარეცხად, გასაშრობად, დასაკომპლექტებლად, საბორტო ჭურჭლის დროებით შესანახად და გასაცემად, ელექტრომადუღარებისა და მის გასაცემად, რეისიდან დაბრუნებული პროდუქციის მისაღები სათავსი.

გ) სასაწყობო ჯგუფი: საწყობები (გამაცივებელი და არაგამაცივებელი) განკუთვნილი ყველა ტიპის პროდუქტისათვის, წვენებისათვის, გამაგრილებელი სასმელებისათვის, საბორტო ჭურჭლის მარაგის, ხელსახოცების, ინვენტარის, უბანი ყინულგენერატორებისათვის, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების, თეთრეულის, საკვები პროდუქტების ნარჩენებისა და სხვათა შესანახად;

დ) ტექნიკური ჯგუფი: ელექტრომადუღარების შემკეთებელი უბანი, სადაც წარმოებს მათი შემოწმება გამართულობაზე, მათი დეფექტაცია, სათავსი სტაციონარული საყინულე აგრეგატებისა და სავენტილაციო სისტემების სამანქანე განყოფილების, სავენტილაციოს, ელექტროფარების, საბოილერო ან სითბური კვანძების, სახელოსნოების განსათავსებლად;

ე) ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო ჯგუფი: გამგის, ინჟინერ-ტექნიკოსის კაბინეტები, სადისპეტჩერო (კვების ჯგუფი), სათავსი მტვირთავებისათვის, სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო სათავსები (გასახდელი, საშხაპე, სანიტარიული კვანძი, ქალთა ჰიგიენის ოთახი, ოთახი თეთრეულისათვის), სათავსი სამედიცინო პერსონალისათვის (ლაბორატორიისათვის), პერსონალის სასადილო ოთახი და სხვა.

6. ყველა სამაცივრო საწყობი, მაცივრები, ღრმა გაყინვის, საყინულე მაცივრები უზრუნველყოფილ უნდა იქნეს თერმომეტრებით (არა ვერცხლისწყლის).

7. სათავსებს შორის, რომლებშიც ტექნოლოგიური პროცესები თანმიმდევრობით ხორციელდება, დაცულ უნდა იქნეს ტექნოლოგიური ურთიერთკავშირი.

ა) პროდუქტების დაბრუნების სათავსი მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს განთავსებული რაციონების საკომპლექტაციო და სადღეღამისო მარაგის გამაცივებელ საწყობთან;

ბ) დასაფასოებელი სათავსი ემიჯნება რაციონის საკომპლექტაციოსა და ცივი კერძების მოსამზადებელ სათავსს;

გ) ბოქსები უნდა განთავსდეს ექსპედიციასა და რაციონის საკომპლექტაციოს შორის.;

დ) წყლის ასადუღებელი უბანი ემიჯნება ექსპედიციასა და მადუღარების შემკეთებელ სათავსს;

ე) საკვების ნარჩენებისათვის განკუთვნილი გასაციებელი სათავსი უშუალოდ უნდა განთავსდეს დაბინძურებული საბორტო ჭურჭლის დასახარისხებელ სათავსთან, ტამბურით გარეთ გასასვლელით საბორტო კვების საამქროს დერეფანში.

8. საკომპლექტაციო ჯგუფის სათავსი უნდა მოეწყოს ერთ დონეზე ავტოლიფტებისათვის განკუთვნილ ჩამოსატვირთ გადახურულ რამპასთან. პირველი სართულისა და რამპის იატაკის დონე უნდა შეესაბამებოდეს ავტოლიფტების იატაკის დონეს. იმ შემთხვევაში, როდესაც სასაწყობე ჯგუფი განთავსებულია სარდაფში, პირველ სართულზე უნდა მოეწყოს მოედანი ამწე მანქანებისათვის, ტვირთის გადმოსატვირთად.

9. საბორტო კვების საშუალო, დიდ და განსაკუთრებით დიდ საამქროებში უნდა მოეწყოს ორი სპეციალიზებული რამპა:

ა) ერთი – საბორტო კვების დასატვირთად (გადმოსატვირთად) ავტოლიფტებში. ამ რამპის სიმაღლე უნდა შეესაბამებოდეს ავტოლიფტის კარების ღიობების ქვედა დონეს, სიგანე არ უნდა იყოს 3მ-ზე ნაკლები, სიგრძე გამოითვლება ავტოლიფტების სადგომი ადგილების რაოდენობის მიხედვით;

 ბ) მეორე რამპა განკუთვნილია ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების, სასმელების დასატვირთად და უნდა განთავსდეს სამეურნეო ეზოს მხარეს. გადმოსატვირთი მოედნისა და რამპების თავზე მიზანშეწონილია ფარდულის მოწყობა, რომლის სიგრძე განისაზღვრება მოედნებისა და რამპების სიგრძით. პატარა საამქროებში, რამპების არარსებობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია გადმოსატვირთი მოედნების მოწყობა ამწევ-დამწევი მექანიზმით.

10. საბორტო კვების საამქროს ტერიტორიაზე გადანაყრების მოგროვება უნდა მოხდეს თავსახურიანი ლითონის კონტეინერებით, რომლებიც განლაგებულ უნდა იქნეს მოასფალტებულ მოედნებზე. მოედნების ზომა ყველა მიმართულებით 1 მეტრით უნდა აღემატებოდეს კონტეინერის ფუძის ზომებს. ნაგავსაყრელი კონტეინერების დაცლა უნდა მოხდეს მათი მოცულობის 2/3-ით გავსებისას. ისინი უნდა გასუფთავდეს, ჩაუტარდეს დეზინფექცია ნებადართული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. ნაგავსაყრელის მოედანი შეიძლება მოეწყოს არანაკლებ 25 მ-ის დაშორებით საწარმოო საამქროდან.

11. საბორტო კვების საამქროს ტერიტორია უნდა კეთილმოეწყოს და დაცულ იქნეს სისუფთავე.

    მუხლი 3. სანიტარიული მოთხოვნები საბორტო კვების საამქროს გასამართად

1. საბორტო კვების საამქროს გამართვა, მოწყობა, პროდუქციის წარმოების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციების მიმართ წაყენებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს. საწარმოო, საკომპლექტაციო და სასაწყობე სათავსები უნდა მოწყოს ისე, რომ დაცულ იქნეს განათების, ხმაურის, მიკროკლიმატის ჰიგიენური ნორმები და არ მოახდინოს ზემოქმედება ტექნოლოგიური პროცესისა და გამზადებული პროდუქციის ხარისხზე, მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობაზე.

2. საამქროებში წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა, ვენტილაცია, განათება უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნებს, რომლებიც წაეყენება საზოგადოებრივ შენობებსა და ნაგებობებს.

3. ტექნოლოგიური, სასმელი და სამეურნეო-საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის გამოყენებული წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ცენტრალიზებული სისტემის წყალმომარაგების სასმელი წყლის ხარისხის მიმართ წაყენებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს 297/ნ ბრძანების გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად:

ა) ცხელი და ცივი წყლის მიწოდებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ყველა აბაზანისა და ნიჟარის წყლის შემრევები, აგრეთვე ყველა ტექნოლოგიური მოწყობილობა, სადაც ეს აუცილებელია;

ბ) ავარიული სიტუაციის ან პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცხელი წყლის მიწოდების სათადარიგო წყაროს არსებობა, რომელსაც უნარი ექნება სრულიად დააკმაყოფილოს საბორტო კვების საამქროს მოთხოვნილება ცხელი წყლით მომარაგებაზე. ასეთ შემთხვევებში ცივი წყლის ასაღებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყლის ჩამოსასხმელი მანქანები (საჰაერო ხომალდებზე წყლის შესავსებად), რომელშიც წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სასმელი წყლის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.

4. საწარმოო და სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების საკანალიზაციო შიდა სისტემა უნდა იყოს განცალკევებული ეზოს ქსელში დამოუკიდებელი ჩაშვებით:

 ა) საყოფაცხოვრებო და საწარმოო ჩამდინარე წყლების შიდა საკანალიზაციო ქსელის გაყვანა საწარმოო, საკომპლექტაციო, დასაფასოებელ და სასაწყობე სათავსების ჭერის ქვეშ დაუშვებელია;

ბ) ყველა საწარმოო, სამრეცხაო სათავსებშიუნდა დამონტაჟდეს ტრაპები. იატაკი დაქანებული უნდა იყოს ტრაპის მხარეს. ტრაპის მილის დიამეტრი უნდა შეესაბამებოდეს წაყენებულ მოთხოვნებს;

გ) საპირფარეშოს ტამბურში ცალკე მომსახურე პერსონალისათვის გამოყოფილ უნდა იქნეს ონკანი ცხელი და ცივი წყლის მიწოდებით. იატაკიდან 0,5მ-ის სიმაღლეზე უნდა დამონტაჟდეს ცივი და ცხელი წყლის შემრევი, რომელიც განკუთვნილია წყლის ასაღებად, იატაკის მოსარეცხად, აგრეთვე ჭუჭყიანი წყლის წყალსაშვები მოწყობილობა ჭუჭყიანი წყლის ჩასაღვრელად;

დ) საპირფარეშოები და პერსონალის ხელის დასაბანად განკუთვნილი ნიჟარები უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შესაბამისად პედალისა და იდაყვის წყალსაშვებით.

ე) საპირფარეშოს წინ არსებულ ფართში უნდა მოეწყოს სანიტარიული ტანსაცმლის საკიდები, ხელების დასაბანი ნიჟარები ცივი და ცხელი წყლის მიწოდებით, ელექტროსაშრობები ან ერთჯერადი გამოყენების პირსახოცები, სარკე. ნიჟარასთან უნდა მოთავსდეს საპონი, ჯაგრისი. ტუალეტში მიზანშეწონილია დამონტაჟდეს თვითდამკეტი კარები.

5. საწარმოო და დამხმარე სათავსებში სავენტილაციო სისტემა უნდა მოეწყოს გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების მიმართ წაყენებული მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად:

ა) თბოგამომყოფი დანადგარებიდან სითბოს შთანთქმისათვის უმჯობესია ადგილობრივი გამწოვი ვენტილატორების გამოყენება. არამოდულირებული ტიპის ტექნოლოგიური აღჭურვილობის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია წრიული ტიპის დაკიდებული ჰაერამწოვების გამოყენება. სამრეცხაო განყოფილებაში სარეცხი მანქანების დამონტაჟებისას, აგრეთვე მთელი რიგი ოპერაციების ჩატარებისას, კერძოდ, მარცვლოვანი პროდუქტების გაცრისას, სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოყოფის შემთხვევაში უნდა დამონტაჟდეს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია. საწარმოო სათავსებში რეკომენდებულია ჰაერის გამწმენდი დანადგარების დამონტაჟება;

ბ) საბორტო კვების საამქროების სათავსებში შენარჩუნებულ უნდა იქნეს მეტეოროლოგიური პირობების – ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობის, ჰაერის მოძრაობის სიჩქარის ოპტიმალური ან დასაშვები პარამეტრები საწარმოო ნაგებობების მიკროკლიმატის მიმართ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის 256/ნ ბრძანების „საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად;

გ) მექანიკური ან ბუნებრივი ვენტილაციის არსებობის შემთხვევაში პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს დასაშვებ ნორმებს. საყოფაცხოვრებო სათავსები (საპირფარეშო, საშხაპე, ქალთა ჰიგიენის ოთახი) უზრუნველყოფილ უნდა იქნეს დამოუკიდებელი გამწოვი ვენტილაციის სისტემებით. დასატვირთი, გადმოსატვირთი, ექსპედიციისა და სხვა სათავსები უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სითბოს დამცავი ფარდებით (შემოსასვლელ კარებზე, ჭიშკარზე, ლიუქზე) წლის ცივ პერიოდში შენობაში გარედან ცივი ჰაერის ნაკადის შეღწევისაგან დასაცავად.

6. საწარმოო სათავსებში ზოგადი განათებისათვის მიღებულია ნათურების გამოყენება, რომელთაც გააჩნია აფეთქების საწინააღმდეგო დამცავი არმატურა. ზოგიერთ სათავსში (საკომპლექტაციო, საკონდიტრო, საყინულე) რეკომენდებულია ბაქტერიოციდული ნათურების დამონტაჟება:

ა) საწარმოო საამქროს სათავსებში კედლების, თეჯირების შეღებვა, დაკომპლექტება, კონსტრუქცია და აღჭურვილობა წარმოებს ღია ტონალობის ფერებში განათების მომატების მიზნით;

ბ) ყველა საწარმოო და დამხმარე სათავსში გატარებულ უნდა იქნეს ზომები, რათა მაქსიმალურად გამოყენებულ იქნეს ბუნებრივი განათება. სინათლის გამტარი ღიობები არ უნდა ჩაიხერგოს ტარით (შენობის შიგნითა და გარეთ), საწარმოო მოწყობილობებით;

გ) მოჭარბებული ინსოლაციის დაქვეითების მიზნით, დასაშვებია დამცავი საშუალებების გამოყენება (ჟალუზები, სინათლის დამცავი წინა ფრა და სხვა);

დ) დაცულ უნდა იქნეს განათების მოწყობილობების, არმატურის, შემინული ზედა ფანჯრებისა და ღიობების სისუფთავე და დასუფთავება უნდა ხდებოდეს დაბინძურების ზომების მიხედვით.

7. სათავსებში ხმაურისა და ვიბრაციის დასაშვები დონე უნდა შეესაბამებოდეს სამუშაო ადგილებზე ხმაურისა და ვიბრაციის მიმართ წაყენებულ მოქმედ ჰიგიენურ მოთხოვნებს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს 297/ნ ბრძანების „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად:

ა) კვების ობიექტებზე არამუდმივი ხმაურის ოპტიმალური ეკვივალენტური დონე არ უნდა აღემატებოდეს 80 დბ-ს;

ბ) სათავსებში გენერალიზებული ხმაურის გამომწვევი მოწყობილობის არსებობისას გატარებულ უნდა იქნეს მისი მავნე ზემოქმედებისაგან პერსონალის დამცავი ღონისძიებები (შენობის შიდა ზედაპირის დაფარვა ხმაურშთათქმელი მასალით, ხმაურის წყაროს გარშემო ამორტიზებული მოწყობილობის გამოყენებით, ხმაურშთათქმელი ეკრანითა და სხვა).

    მუხლი 4. სანიტარიული მოთხოვნები შენობის მოსაწყობად

1. საბორტო კვების საამქროში პროდუქციის დამზადების ტექნოლოგიური პროცესები უნდა ითვალისწინებდეს ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის, დაკომპლექტებული საბორტო კვებისა და რეისიდან დაბრუნებული საკვების, სუფთა და გამოყენებული საბორტო ჭურჭელის, სასმელების შემხვედრი ნაკადის არარსებობას და მომუშავეთა და იმ პირების თავისუფალ დაშვებას, რომლებიც ახორციელებენ შენობის სანიტარიულ დამუშავებას.

2. ყველა საწარმოო უბანზე უნდა დამონტაჟდეს ხელსაბანი ნიჟარები ცივი და ცხელი წყლის მიწოდებითა და შემრევების მოწყობით, ხელსაბანი ნიჟარები უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საპნით (ან თხევადი საპნის დოზატორით), ელექტროსაშრობით, ქაღალდის ან ინდივიდუალური ხელსახოცით.

3. ყველა სათავსში დაცულ უნდა იქნეს სისუფთავე, რისთვისაც ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს სველი წესით დალაგება და იატაკის მორეცხვა, მტვრის მოშორება, ავეჯის, გამათბობლების, ფანჯრის რაფების გაწმენდა, ნიჟარების რეცხვა და დეზინფექცია მექანიზაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით.

4. ხორცის, ქათმის პროდუქტებისა და თევზის დასამუშავებელი საამქროების დალაგების დროს იატაკს, კედლებს, მოწყობილობებს უნდა ჩაუტარდეს გაუვნებლობა და დეზინფექცია ცვლაში არანაკლებ 2-ჯერ და ცვლის დამთავრებისას.

5. საბორტო კვების საამქროში თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს გენერალური დასუფთავება (სანიტარიული დღე) პროფილაქტიკური დეზინფექციით, საბორტო კვების საამქროში ყველაზე მინიმალური დატვირთვის ან შემცირებული ასორტიმენტის პირობებში:

ა) სადეზინფექციო და სადერატიზაციო სამუშაოები ფიქსირდება სანიტარიულ ჟურნალში. ჩატარების ჯერადობა და პირობები ხორციელდება ჰიგიენურ მოთხოვნათა შესაბამისად.

6. საწარმოო, სასაწყობო და საყოფაცხოვრებო სათავსებისათვის დასალაგებელი ინვენტარის გამოყენება წარმოებს ცალ-ცალკე. ინვენტარი უნდა ინახებოდეს სპეციალურად მისთვის გამოყოფილ დახურულ კარადებში ან კედლის ნიშებში. სათლი და იატაკის საწმენდი ინვენტარი, რომელიც განკუთვნილია საპირფარეშოებისათვის, უნდა იყოს ნიშანდებული და ინახებოდეს მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილას სასიგნალო შეფერილობით, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ადგილი დასალაგებელი ინვენტარის სანდამუშავებისათვის და გასაშრობად.

7. საწარმოო სათავსებში იდგმება თავსახურიანი კასრები და ტომრები სანიტარიული წუნის შესაგროვებლად (პროდუქტებისათვის, გამოყენებული ერთჯერადი ხელთათმანებისათვის, ერთჯერადი ხელსახოცებისათვის და სხვა). ცვლის დამთავრებისას კასრები უნდა გაირეცხოს კალცინირებული სოდის 1-2%-იანი ცხელი წყლის სხნარითა და სხვა საშუალებებით, შემდგომ დეზინფექციის ჩატარებით.

8. შესაძლებელია იყოს ღია ტიპის გასახდელები. დასაშვებია ზედა ტანსაცმლის შენახვა კარადებში. გასახდელების, სანიტარიული კვნძების, საშხაპეების, ქალთა ჰიგიენის ოთახის კედლები მოპირკეთებულ უნდა იქნეს დადგენილი წესით ნებადართული მასალით. კედლებზე გაკრული ფილები უნდა დამუშავდეს სველი წესით არანაკლებ კვირაში ერთხელ. საყოფაცხოვრებო სათავსები უნდა დასუფთავდეს ყოველდღიურად სამუშაოს დამთავრების შემდეგ.

    მუხლი 5. სანიტარიული მოთხოვნები საჰაერო ხომალდის მოწყობილობების, ინვენტარის, ჭურჭლის, მოსახსნელი საბუფეტე სამზარეულო მოწყობილობების მიმართ

1. საჰაერო ხომალდის ბორტზე საბორტო კვებისათვის განკუთვნილი ყველა სახის ტექნოლოგიური, საწარმოო მოწყობილობა, ინვენტარი, მოსახსნელი საბუფეტე სამზარეულო მოწყობილობა, ჭურჭელი, შესაფუთი მასალა, დამხმარე მასალა და მისგან დამზადებული ნაწარმი, მზადდება მასალისაგან, რომელიც ნებადართულია კვების წარმოებაში გამოსაყენებლად დადგენილი წესით:

ა) მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელთან (პლასტმასის, მინის, ფაიფურის), ლითონის მოწყობილობებსა და ჭურჭელთან ერთად გამოიყენება ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი, მოწყობილობა, მათ შორის, ინდივიდუალური ლანჩ-ბოქსები, დინერ-ბოქსები, რომელთა გამოყენებაც დაშვებულია დადგენილი წესით:

ბ) მოსახსნელი საბუფეტე-სამზარეულო მოწყობილობა (ლანგარი, ნახევარლანგარი, ჭიქები, ფუჟერები, ტაფები, ბოქსები, კონტეინერი, თერმოკონტეინერი, ჩანთა მაცივრები, მადუღარები და სხვა) მზადდება ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს და დანიშნულებას. მოსახსნელი საბუფეტე-სამზარეულო მოწყობილობის კონსტრუქცია უნდა იძლეოდეს მისი ადვილად გასუფთავებისა და გარეცხვის საშუალებას;

გ) არ უნდა იყოს გამოყენებული გაუმართავი და დეფორმირებული კონტეინერები, მადუღარები, ჭურჭელი, ბოქსები, სეპარატორები, ბზარებით, ჩამოტეხილი კიდეებით, გახეხილი და ხაოიანი ზედაპირით;

დ) მოსახსნელი საბუფეტე-სამზარეულო მოწყობილობა (კონტეინერები და ელექტრომადუღარები) მჭიდროდ უნდა იხურებოდეს, უნდა ჰქონდეთ გამართული ჩამკეტები ტრანსპორტირებისას საკვების დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით. ტექნოლოგიური, საწარმოო მოწყობილობების სანიტარიული დამუშავება წარმოებს ცალკეული სახეობის შესაბამისად.

2. კვების პროდუქტებისათვის, რომლებიც არ ექვემდებარებიან თერმულ დამუშავებას, მიკრობული დაბინძურების აღკვეთის მიზნით, დასამუშავებელი დაფები და დანები დასამუშავებელი პროდუქციის სახეობების მიხედვით უნდა იყოს მარკირებული შესაბამისი ნიშანდებით (მაგ.: უხ – უმი ხორცი, უთ – უმი თევზი, უბ – უმი ბოსტნეული, მხ – მოხარშული ხორცი, მთ – მოხარშული თევზი, მბ – მოხარშული ბოსტნეული, გხ – გასტრონომიული ხორცი, გთ – გასტრონომიული თევზი, „მწვანილი”, „ქაშაყი”, „პური”). აუცილებელია საჭრელი დაფების მარაგის არსებობა:

ა) უმი და მზა პროდუქტების დასამუშავებელი ტექნოლოგიური მოწყობილობა ასევე უნდა იყოს მარკირებული ცალ-ცალკე შესაბამისი ნიშანდებით (ფერადი);

ბ) მაგიდების საფარი უნდა იყოს გლუვი, ნაპრალებისა გარეშე, მაგიდის კიდეები უნდა იყოს მომრგვალებული. საწარმოო მაგიდები ექვემდებარება რეცხვასა და დეზინფექციას.

გ) ცივი სადილების მოსამზადებლად გამოყენებულ უნდა იქნეს მაგიდები ზედაპირის გამაციებელი მოწყობილობით.

3. რეცხვის ორგანიზაცია ითვალისწინებს ცალ-ცალკე დამუშავებას შემდეგ ხაზებზე: ჭურჭლის, მოწყობილობების, კონტეინერების, მადუღარების, ურიკებისა და სხვა მოსახსნელი საბუფეტე-სამზარეულო მოწყობილობების რეცხვას. ამ მიზნით გამოიყენება სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები.

4. ჭურჭლის რეცხვა წარმოებს ხელით ან მექანიკური სარეცხი მანქანებით სტერლიზაციის ეფექტით. უპირატესობა ენიჭება მცირე და დიდგაბარიტიანი ჭურჭლის რეცხვას ჭურჭლის სარეცხ მანქანებში:

ა) ჭურჭლის ხელით რეცხვის დროს საწარმო უზრუნველყოფილ უნდა იქნეს: სამსექციიანი აბაზანით – სასადილო ჭურჭლისა და ორსექციანი აბაზანით – მინის ჭურჭლის გასარეცხად. კონტეინერების, მადუღრებისა და სხვა მოსახსნელი საბუფეტე მოწყობილობების გასარეცხი ხაზი უნდა მოეწყოს ორი შესაბამისი მოცულობის აბაზანითა და ელასტიკური რეზინის მილით.

ბ) ჭურჭლის ხელით რეცხვა წარმოებს შემდეგი თანმიმდევრობით:

ბ.ა) საკვები ნარჩენების მოცილება ჯაგრისით ან ხის ნიჩაბით და მათი მოგროვება სპეციალურად გამოყოფილ კასრში.

ბ.ბ) რეცხვა წყალში არანაკლებ 400C ტემპერატურაზე მასში სარეცხი საშუალების დამატებით.

ბ.გ) რეცხვა წყალში არანაკლებ 400C ტემპერატურაზე მასში სარეცხი საშუალებების 2-ჯერ ნაკლები რაოდენობის დამატებით, ვიდრე აბაზანის პირველ სექციაში.

ბ.დ) სახელურიან ლითონის ბადეებზე მოთავსებული ჭურჭლის გავლება გამდინარე ცხელი წყლით (არანაკლებ 650C-ისა) ან ელასტიკური რეზინის მილის დახმარებით.

ბ.ე) ჭურჭლის შრობა ცხაურზე, სტელაჟებზე (ან საშრობ კარადაში, სპეციალურ ტრანსპორტიორებში და ა.შ.).

გ) მინის ჭურჭელი და სასადილო მოწყობილობა ირეცხება ორსექციან აბაზანაში შემდეგი რეჟიმით:

გ.ა) რეცხვა წყალში არანაკლებ 400C ტემპერატურაზე მასში სარეცხი საშუალების დამატებით.

გ.ბ) გავლება გამდინარე წყალში არანაკლებ 650C ტემპერატურაზე.

დ) გარეცხილი სასადილო მოწყობილობა უნდა დაიმდუღროს მათი გაშრობის შემდეგ. მინის ჭურჭელი შეიძლება გაიწმინდოს სუფთა მშრალი ტილოთი. მშრალი სასადილო მოწყობილობა უნდა დაკომპლექტდეს და საბორტო კვების რაციონის მენიუ შესაბამისად ჩაწყობილ უნდა იქნეს პოლიეთილენის პაკეტებში. მოსახსნელი საბუფეტე-სამზარეულო მოწყობილობების რეცხვა წარმოებს ანალოგიურად. გარეცხვის შემდეგ მადუღარები უნდა დაიმდუღროს, ონკანი გამოირეცხოს;

ე) განსაკუთრებული შემთხვევების დროს (ეპიდემიოლოგიური ჩვენების მიხედვით) საჰაერო ხომალდებიდან მიღებული საბორტო ჭურჭელი და მოწყობილობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის სამმართველოდან (განყოფილებიდან) მიღებული მითითების შესაბამისად ექვემდებარება გაუვნებლობას და რეცხვას. გაუვნებლობის რეჟიმი ტარდება 0,2%-იანი ქლორიანი კირის, 0,2%-იანი ქლორამინის ხსნარის ან 0,1%-იანი კალციუმის ჰიპოქლორიდის ან დადგენილი წესით ნებადართული რომელიმე სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით არანაკლებ 50oC ტემპერატურაზე. რეცხვა და დეზინფექცია ტარდება ცვლის დამთავრებისას, რის შემდეგაც აბაზანა ექვემდებარება დამუშავებას;

ვ) ყოველი გამოყენების შემდეგ საჭრელი დაფები სუფთავდება დანით, ნარჩენი პროდუქტები ირეცხება ცხელი წყლით მასში სარეცხი საშუალების დამატებით, იმდუღრება და ინახება სტელაჟებზე გვერდულად სპეციალურ კასეტებში და იმ საამქროებში, რომელსაც განეკუთვნება.

5. საწარმოო ინვენტარი და ინსტრუმენტები სარეცხი საშუალებებით გარეცხვის შემდეგ უნდა გაევლოს წყალში და დაიმდუღროს:

ა) სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა მიმდინარეობს ორსექციან აბაზანაში:

ა.ა) ჭურჭლიდან საკვების ნარჩენების მოცილება ჯაგრისით ან ხის ნიჩბით. მიმწვარი კერძი უნდა დალბეს კალცინირებული სოდიანი თბილი წყლით;

ა.ბ) რეცხვა ჯაგრისით ან ღრუბლით წყალში არანაკლებ 40oC ტემპერატურისა მასში სარეცხი საშუალების დამატებით;

ა.გ) გავლება გამდინარე წყალში არანაკლებ 65oC ტემპერატურაზე;

ა.დ) შრობა გადაბრუნებულ მდგომარეობაში ბადეებიან თაროებზე, სტელაჟებზე.

6. საბრუნავი ტარის რეცხვა წარმოებს სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში, რომლებიც აღჭურვილია ორბუდიანი აბაზანებით ან სარეცხი მანქანებით, სარეცხი საშუალებების გამოყენებით. ჭურჭლის სარეცხი ჯაგრისები, ღრუბლები სამუშაოს დამთავრების შემდეგ უნდა გაირეცხოს ცხელ წყალში დამატებული სარეცხი საშუალებებით, გაივლოს, გაშრეს და შენახულ იქნეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. სამრეცხაოებში სავალდებულოა ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების ინსტრუქციის ქონა.

    მუხლი 6. პროდუქტების მიღებისა და ტრანსპორტირების მიმართ წაყენებული მოთხოვნები

1. საკვებ პროდუქტებს, რომლებიც შედის საწყობში, თან უნდა ახლდეს ხარისხისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი საბუთი (პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი მოწმობა, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნა, ვეტერინარული მოწმობა) დამზადებისა და ვარგისიანობის ვადის (რეალიზაციის) მითითებით.

2. ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა აღმოცენებისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით, საბორტო კვების საამქროებში არ მიიღება:

ა) ყველა სახის სოფლის მეურნეობის ცხოველების ხორცი, ვეტერინარული სამსახურის ბეჭდით ნიშანდებისა და ვეტერინარული მოწმობის გარეშე;

ბ) იხვისა და ბატის კვერცხები;

გ) სასოფლო-სამეურნეო ფრინველი და სალმონელოზით დაავადებაზე არაკეთილსაიმედო რაიონებიდან და მეურნეობებიდან ქათმის ხორცი და კვერცხები;

დ) კონსერვები, რომლებსაც დარღვეული აქვთ ჰერმეტულობა და ხასიათდებიან სხვა გაფუჭების დამახასიათებელი ნიშნებით, ბომბაჟით;

ე) ბურღულეული, მშრალი ხილი, ფქვილი და სხვა პროდუქტები, რომლებიც დასნებოვნებულია ბეღლის მავნებლებით;

ვ) განსაკუთრებით მალფუჭებადი და სხვა პროდუქტები, რომლებსაც გაუვიდათ რეალიზაციის ვადა და არ ახლავს თანმხლები დოკუმენტაცია;

ზ) მცენარეული პროდუქტები, რომლებსაც არ გააჩნია ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

3. პროდუქტები ინახება მიღებული კლასიფიკაციის თანახმად შენახვის პირობების მიხედვით: მშრალი პროდუქტები (ფქვილი, შაქარი, ბურღული, მაკარონის ნაწარმი), პური, ხორცის პროდუქტები, თევზეული, რძე-ცხიმოვანი ნაწარმი, გასტრონომიული ნაწარმი, ბოსტნეული, ხილი.

4. საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება ხორციელდება სპეციალიზებული ავტოტრანსპორტით, რომელსაც გააჩნია სანიტარიული პასპორტი გაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) პირებს, რომლებიც ახორციელებენ პროდუქტების ტრანსპორტირებას, ტრანსპორტიდან გადმოტვირთვას ან მასში ჩატვირთვას, „ცალკეულ პროფესიათა საქმიანობის, უფლებებისა და ნებართვების მისაღებად მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 26.09.2000 წ. 106/ნ ბრძანების შესაბამისად, გავლილი უნდა ჰქონდეთ სამედიცინო შემოწმება, რომელიც აღინიშნება მოწმობებში ჰიგიენური მომზადების გავლის შესახებ, აგრეთვე სანიტარიული სპეცტანსაცმელი (ხალათი, სახელურები).

    მუხლი 7. საბორტო კვების ასორტიმენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნები

1. საბორტო კვების საამქროს მიერ გამოშვებული ასორტიმენტი და რაციონების განსაზღვრა ხორციელდება საბორტო კვების საამქროსა (ტექნოლოგიური და სამაცივრე დანადგარები, მათ შორის, დაბალი ტემპერატურის მექანიზაციის) და საჰაერო ხომალდის (ელექტრო მაცივრები, ელექტრო ღუმელები) აღჭურვილობიდან გამომდინარე.

2. საბორტო კვების ასორტიმენტს გამოშვებულ პროდუქციაზე უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიური დოკუმენტაცია, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნა სანიტარიულ წესებთან მათი შესაბამისობის შესახებ. ცალკეული კერძების მომზადების ტექნოლოგიის შეცვლისას და ასორტიმენტის გაფართოებისას საჭიროა დამატებითი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნა.

3. უკან დასაბრუნებელი რეისებისთვის ასორტიმენტი უნდა შედგეს საჰაერო ხომალდის ტიპის, ფრენის ხანგრძლივობის, აგრეთვე საჰაერო ხომალდზე საბუფეტე-სამზარეულო მოწყობილობების არსებობის გათვალისწინებით.

4. იმის გათვალისწინებით, რომ ეკიპაჟის წევრები ასევე უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ფრენის დროს საბორტო კვებით და ისინი ამით სარგებლობენ მგზავრებზე უფრო ხშირად, შესაძლებელია ეკიპაჟის წევრებისათვის მომზადდეს უფრო მრავალფეროვანი კვების ასორტიმენტი, რომელიც განსხვავდება მგზავრების კვების ასორტიმენტისაგან:

ა) ეკიპაჟის წევრებისათვის რეკომენდებულია განსხვავებული ტიპის კვების რაციონი. ეკიპაჟის წევრებისათვის რაციონის შედგენისას აუცილებელია უჯრედისით მდიდარი პროდუქტების გამორიცხვა, რომლებსაც შეუძლია ფრენის მსვლელობისას უსიამოვნო შეგრძნებების გამოწვევა: ბარდა, სიმინდი, ნესვი, საზამთრო, გარგარი, ქლიავი, სოკო, ბურახი, კომბოსტო, მჟავე კიტრი;

ბ) საჰაერო ხომალდებზე საბუფეტე-სამზარეულო მოწყობილობების არარსებობისას ეკიპაჟის წევრებს შეიძლება გადაეცეთ დაკონსერვებული პროდუქტები;

გ) ეკიპაჟის წევრებისათვის განკუთვნილი კვების ასორტიმენტი უნდა შედგეს ავიასაწარმოო ბრიგადის ექიმთან შეთანხმებით და უნდა შეთანხმდეს დადგენილი წესით.

5. ინფექციური და არაინფექციური დაავადებების (მოშხამვა) აღმოცენებისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით, აკრძალულია ასორტიმენტში შემდეგი პროდუქტების შეტანა:

ა) ხორცის ფარშის ნაწარმი, სოუსები გარდა ცხრილში მოყვანილისა (დანართი 1), პაშტეტები, მოხარშული ძეხვი;

ბ) სალათები, რომლებიც შეზავებულია მცენარეული ცხიმით, მაიონეზით ან სხვა საწებლით, გარდა ცხრილში მოყვანილისა (დანართი 1);

გ) კრემიანი ნამცხვრები (მოხარშული, ხაჭოს, ნაღების, ცილის);

დ) წვენები და კომპოტები სამლიტრიანი დაფასოებით;

ე) მინერალური წყლები, რომლებიც განკუთვნილია სამკურნალო დანიშნულებისათვის.

6. საჰაერო ხომალდებზე სამაცივრე დანადგარის არარსებობის შემთხვევაში საბორტო კვების ასორტიმენტი შედგენილ უნდა იქნეს საკვები პროდუქტების ვარგისიანობის ვადის გათვალისწინებით (დანართი 1).

    მუხლი 8. მოთხოვნები საჰაერო ხომალდზე რაციონების კომპლექტაციასა და გაცემაზე

1. საბორტო კვებისათვის განკუთვნილი საკვები ნედლეულისა და კერძების მომზადება, შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადების დადგენა წარმოებს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.08.01 წ., 301/ნ ბრძანების, საზოგადოებრივი კვების საწარმოებისადმი წაყენებული სათანადო მოქმედი ტექნოლოგიური ინსტრუქციების, ჰიგიენური მოთხოვნებისა და სანიტარიული წესების თანახმად.

2. საბორტო კვების საამქროებში ულუფებად დაყოფის, გაწყობის პროცესები, რაციონების დაკომპლექტება, შეფუთვის კომპონენტები, ოპერაციები და პროდუქტების გადაადგილების პროცესები მაქსიმალურად უნდა იქნეს მექანიზებული.

3. საბორტო კვებისათვის პროდუქცია მზადდება პარტიებად შემოსული სათანადო განაცხადის შესაბამისად.

4. ყველა პროდუქტი, რომელმაც გაიარა თერმული დამუშავება და გამიზნულია მისი შემდგომი შენახვისათვის, ცხელდება 650C ტემპერატურამდე და შემდეგ სწრაფად ცივდება 50C ტემპერატურამდე სპეციალურ სწრაფი გაცივების მაცივრებში კერძების შემდგომი მომზადებისა და გაწყობისათვის (გაციების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს).

5. კერძების პორციებად განაწილება ხდება სათავსში, რომელშიც ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 160C-ს, მაგიდებზე, რომელთა სამუშაო ზედაპირი სპეციალურად ცივდება.

6. კერძების ხელით დალაგება და ულუფებად განაწილება ხორციელდება ერთჯერადი რეზინის ხელთათმანებით. ხელთათმანები გამოიყენება მხოლოდ ერთი სახის პროდუქციისათვის. გაწყობისა და ულუფებად დაყოფის პროცესის დროს მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული სპეციალური ინსტრუმენტები.

7. ერთდროულად გასაწყობი ულუფების რაოდენობა შერჩეული უნდა იყოს ისე, რომ ულუფებად დაყოფილი პროდუქტის ტემპერატურამ არ გადააჭარბოს 100C-ს. დალაგების დამთავრების შემდეგ თითოეული კერძი იფუთება ეხურება სახურავი და სასწრაფოდ ინახება სამაცივრო კამერაში, სადაც ინახება კონტეინერებსა და ურიკებში გადატანამდე.

8. კონტეინერებსა და ურიკებში საბორტო კვების პროდუქტების ჩალაგება ხდება ასევე მინიმალურ დროში იმ გათვლით, რომ პროდუქტების ტემპერატურამ არ გადააჭარბოს 60C-ს.

9. ყველა პროდუქტი (მათ შორის, ისეთებიც, რომელთაც არ გაუვლიათ თერმული დამუშავება) გაწყობისა და ულუფებად დაყოფის წინ ცივდება 50C ტემპერატურამდე.

10. სწრაფად გაყინული მზა კერძების მომზადება ხდება სწრაფად გაყინვადი მზა პროდუქციის მომზადების სათანადო მოთხოვნათა გათვალისწინებით:

ა) სწრაფად გაყინული მზა კერძი ინახება –180C (-200C) ერთი საათის განმავლობაში სწრაფგაყინვის მაცივრებში. საამქროდან გამოსული მზა პროდუქტის სიღრმეში ტემპერატურა უნდა იყოს არა უმეტეს –180C-ისა.

ბ) სამაცივრო კამერები უნდა უზრუნველყოფდეს პროდუქციის ტენიანობასა და ტემპერატურულ რეჟიმს, ნორმატიულ-ტექნოლოგიური დოკუმენტების მოთხოვნის შესაბამისად.

11. თეფშებზე, ნახევრად ლანგარებზე დალაგებული ცივი საკვები გასტრონომიული პროდუქცია, თავსდება კონტეინერებში, ხოლო პროდუქცია ვაკუუმ შეფუთვებით თერმოკონტეინერებსა ან ჩანთა-მაცივრებში „ცივი ელემენტებით”; რაციონის კომპონენტები შეიძლება მოთავსდეს ინდივიდუალურ შეფუთვებში: „სნეკ-ბოქსებში”, „ლანჩ-ბოქსებში”, „დინერ-ბოქსში”, რომლებიც განთავსდება საჰაერო ხომალდში შესატან კონტეინერებში.

12. თეფშებსა და სასალათეებზე კერძების გაწყობის შემდეგ მათ აყოვნებენ კონტეინერებსა და ურიკებზე 50C ტემპერატურის პირობებში, არანაკლებ ერთი საათისა, ხოლო ინდივიდუალური შეფუთვების კონტეინერებსა და ურიკებში – საბოლოო გაწყობის დამთავრების წინ.

13. საბორტო კვების სააამქროებში აუცილებელია დაცულ იქნეს მზა პროდუქციის მარკირება, თითოეული ულუფის შეფუთვაზე მარკირება კეთდება ფერადი ქაღალდებით, დამზადების დღის მითითებით. კერძოდ, ორშაბათი – ყვითელი; სამშაბათი – მწვანე; ოთხშაბათი – ლურჯი; ხუთშაბათი – წითელი; პარასკევი – ყავისფერი; შაბათი – ნარინჯისფერი; კვირა – თეთრი. ქაღალდებზე კეთდება აღნიშვნები თვის, რიცხვისა და დამზადების დროის ჩვენებით.

14. საჰაერო ხომალდის გაფრენამდე, არანაკლებ სამი საათისა, იწყება ურიკებისა და კონტეინერების კომპლექტაცია.

15. ურიკები და კონტეინერები ლანგრებით, „ლანჩ-ბოქსებით“ და სხვათა შეფუთვებით, გაწყობისა და ჩალაგების შემდეგ დაუყოვნებლივ იდგმება მაცივრებში (ღია კარებით) და ინახება იქ საჰაერო ხომალდში გადატანამდე.

16. საჰაერო ხომალდის ბორტზე გაგზავნის წინ მოწყობილობების (კონტეინერების, ბოქსების, თერმოკონტეინერების, ჩანთა-მაცივრების) ყველა კარი ილუქება და ემაგრება სპეციალურად დადგენილი ნიშნის იარლიყი, რომელზეც მითითებულია შიგთავსის დასახელება, გაფრენის აეროპორტის საბორტო კვების საამქროს დასახელება, რეისის ნომერი, თარიღი, გაფრენის დრო და საბორტო კვების პუნქტების ვარგისიანობის ვადა, ასევე შტამპი და ხელმოწერა პასუხისმგებელი პირისა, რომელმაც მოახდინა რეისის დაკომპლექტება. იარლიყი ინახება რეისის ბოლომდე.

17. ისეთ საჰაერო ხომალდებში, რომლებშიც არ არის ბუფეტი გამაცივებლებით, კონტეინერებისა და ურიკების შეტანამდე მათში ეწყობა მშრალი ყინული შემდეგი გაანაგარიშებით: ურიკებში – 2 კგ, ნახევრად ურიკებსა და კონტეინერებში – 1 კგ. 1კგ ყოველ ოც მოცულობაზე (უჯრედზე).

18. ეკიპაჟისათვის განკუთვნილი საბორტო კვების პროდუქტები იფუთება ცალკე კონტეინერებში, ბოქსებში, რომლებზეც კეთდება სპეციალური აღნიშვნა „ეკიპაჟისათვის”.

19. ეკიპაჟის წევრებისათვის ფრენის დროს შეიძლება გაცემულ იქნეს ორმაგი რაციონის ცხელი კერძები. იმ შემთხვევაში, თუ ბორტზე არის ასეთი ბუფეტ-სამზარეულო მოწყობილობა, დაცულია შენახვის ვადები და შეთანხმებულია სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან.

20. ბორტზე გაცემული სასადილო ჭურჭელისა და მოწყობილობების რაოდენობა კომპლექტდება გასაცემი ულუფების რაოდენობის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ ჭურჭელის მოხმარება ბორტზე ერთჯერადია:

ა) სუფთა ფუჟერების (ფინჯანი) მარაგის რაოდენობა გათვლილია ყველა მგზავრისათვის (დასაჯდომი ადგილების გათვალისწინებით), წყლისა და სასმელების ორჯერ ან სამჯერ მიღებისათვის.

21. ბოთლები გამაგრილებელი სასმელებით გაცემის წინ მოწმდება ნალექის არარსებობაზე, მარკირების არსებობაზე და იწმინდება.

22. მომზადებული და დაკომპლექტებული საბორტო კვების პროდუქტები ბოქსების შენობაში თავსდება ურიკებზე, საიდანაც ურიკები საკვები პროდუქტებით ტრანსპორტირდება ექსპედიციის გავლით ავტოლიფტის რამპაში.

23. ბოქსები არის გამავალი შენობა საბორტო კვების პროდუქტების ხანმოკლე შენახვისათვის (არა უმეტეს 15 წუთისა), რაციონების დაკომპლექტებისა და საექსპედიციო გაცემათა შორის და მათი მოცულობები საკმარისი უნდა იყოს კონკრეტული რეისისათვის საჭირო რაოდენობის სტელაჟ-ურიკების, უკონტეინერო ურიკების დატევისათვის.

    მუხლი 9. საჰაერო ხომალდზე საბორტო კვების პროდუქტების ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია

1. დაკომპლექტებული საბორტო კვების პროდუქტები, სასმელები და მოწყობილობები მიეწოდება საჰაერო ხომალდის ბორტზე გამაცივებელი ან იზოთერმული სპეციალიზებული ავტოტრანსპორტით – ავტოლიფტებით, რომლებიც მოწყობილია სტელაჟებითა და მოწყობილობების დამაგრებისათვის სპეციალური დასამაგრებელი ღვედებით.

2. სანიტარიული პასპორტები დადგენილი წესით ფორმდება თითოეულ ავტოლიფტზე, რომელიც განკუთვნილია საბორტო კვების პროდუქტების გადასატანად.

3. საჰაერო ხომალდის ბორტზე საბორტო კვების პროდუქტების მიღება ხდება სპეციალურად გამოყოფილი ბორტგამცილებლის მიერ, რომელიც ამოწმებს ლუქების არსებობასა და სრულყოფილობას, შევსებული იარლიყების სისწორეს. იგი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს საკვების ვარგისიანობის ვადას. თანმხლებ ფურცელში ბორტგამცილებელი აღნიშნავს ბორტზე საბორტო კვების მიღების დროს. კონტეინერები, რომლებზედაც დარღვეულია ლუქები ან გასული აქვს ვარგისიანობის ვადა, ბორტზე არ მიიღება.

4. კონტეინერები პროდუქტებით, ჭურჭლებით, სასმელებით, თერმოსები და მადუღრები წყლით თავსდება საბუფეტო-სამზარეულო განყოფილებაში და ხდება მათი დამაგრება. კონტეინერების შესანახად არ გამოიყენება საბარგო განყოფილება ან სხვა ადგილები, რომლებიც არ არის ამ მიზნისათვის განკუთვნილი. საჰაერო ხომალდის ყოველი ტიპი უზრუნველყოფილია შესაბამისი ტიპის მოსახსნელი მოწყობილობებით.

5. ბორტგამცილებლები, მგზავრებისთვის მომსახურების გაწევამდე ვალდებულნი არიან ხელები კარგად დაიბანონ საპნით და ჩაიცვან სპეცტანსაცმელი. ბორტგამცილებლის სანიტარიული ტანსაცმლის ფორმა დგინდება ავიასაწარმოების სამსახურების მიერ ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.

6. საჰაერო ხომალდის ბორტზე საკვები ცხელდება სპეციალურ ელექტრო-ღუმელიან კარადებში. 75-800C-მდე (საკვები ულუფების შიგნით) გაცხელებისათვის საკვები კარადებში თავსდება სასიგნალო ნათურის ანთებამდე. მოცულობები სწრაფად გაყინული პროდუქტებით, განკუთვნილი ცხლად მიღებისათვის, ინახება 50C ტემპერატურაზე (მეორე რაციონი ან უკურეისი). პირდაპირი რეისის დროს იტვირთება ღუმელებში და ექვემდებარება გაცხელებას.

7. საკვების მომზადება გასაცემად, სალათების შეკაზმვა, ულუფებად დანაწილება, ვაკუუმშეფუთვების, კონსერვების, ბოთლებისა (სასმელებით) და კერძების საბოლოოდ გაფორმება ხდება ბუფეტში:

ა) წინასწარ დასუფთავებულ მაგიდებზე ლაგდება ინდივიდუალური ლანგრები ან ლანჩ-ბოქსები. კერძის ულუფებად დაყოფისა და გაფორმების დროს ბორტგამცილებელმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს გარნირის კოვზები, ჩანგლები და სხვა ინსტრუმენტები, რომლებიც განკუთვნილია ამ მიზნისთვის;

ბ) გამზადებული ლანგარი გაფორმებული კერძებითა და შეჭამანდით (სნექ-ბოქსი, დინერ-ბოქსი რაციონით) დაუყოვნებლივ ურიგდება მგზავრებს.

8. ბორტზე ცხელი კერძის ჩამორიგების დროს კერძს უნდა ჰქონდეს ტემპერატურა არანაკლებ 650C-ისა, ხოლო ცივ კერძებს – არაუმეტეს –140C-სა.

9. გამოყენებული ჭურჭელი რჩება ლანგარებზე და ინახება იმავე კონტეინერებში, ხოლო ერთჯერადი ჭურჭელი კი თავსდება პოლიეთილენის ტომრებში:

ა) კონტეინერები გამოყენებული ჭურჭელით თავსდება მისთვის განკუთვნილ ადგილას. გამოყენებული ჭურჭლის ალაგების შემდეგ ბუფეტში მაგიდები ირეცხება წყლით და იწმინდება ჩვრით. ამ მიზნით ბორტგამცილებლებს გააჩნიათ სპეციალური ღრუბლები ან ჯაგრისები და საპონი, ასევე სუფთა მარკირებული ხელსახოცები. ბუფეტში გამოყენებული დასასუფთავებელი ინვენტარი იფუთება საყოფაცხოვრებო საამქროს მიერ გაცემულ სპეციალურ შეფუთვაში და ინახება ბუფეტში;

ბ) რეისის შემდეგ გამოყენებული ჭურჭელი, ფუთები (სნექ-ბოქსი, ლანჩ-ბოქსი, დინერ-ბოქსი და სხვა), საკვები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები გროვდება პოლიეთილენის ტომრებში და უტილიზირდება დადგენილი წესით, სანიტარიულ სამსახურთან შეთანხმებით სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე.

10. გაფრენის შეფერხების შემთხვევაში, საჰაერო ხომალდში არსებული პროდუქტები მგზავრების კვებისათვის საჰაერო ხომალდიდან იხსნება და გადაეცემა დალუქულ მდგომარეობაში სხვა საჰაერო ხომალდს ან იმავე საბორტო კვების საამქროს ვარგისიანობის ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 2 საათისა.

11. რეისით უკან დაბრუნებისას გამოიყენება სწრაფად გაყინული პროდუქტები, რომლებიც გათვალისწინებულია ხანგრძლივი შენახვისათვის, დაბალი ტემპერატურის სამაცივრო კამერების არსებობის შემთხვევაში – 180C-ზე ან იზოთერმულ კონტეინერებში, ასევე კონსერვირებული და არამალფუჭებადი პროდუქტები.

12. საჰაერო ხომალდზე ელექტრომაცივრის უქონლობის დროს, დაბრუნებით რეისზე პროდუქტები დაიშვება სანიტარიულ სამსახურის მიერ გაწეული რეკომენდაციის საფუძველზე.

13. რეისის განმავლობაში გამოუყენებელი ახალი ბოსტნეული და ხილი, კონსერვირებული პროდუქტები (ხორცეული, თევზეული, სოკო და ა.შ.) გაუხსნელ ქილებში, საკონდიტრო ნაწარმი (შოკოლადი, ნამცხვარი, ვაფლი), შაქარი, მარილი, პილპილი, ასევე სასმელები, მინერალური წყლები და ღვინო დაუზიანებელ საქარხნო შეფუთვებში, უკან ბარდება საბაზო აეროპორტის საბორტო კვების საამქროში, საჰაერო ხომალდში შემდგომი რეალიზაციისათვის.

14. ვადაგასული პროდუქტები ითვლება უვარგისად და ხდება მათი რეალიზაციიდან ამოღება.

15. იმ შემთხვევაში, როცა საბორტო კვების პროდუქტები გარკვეული მიზეზების გამო უკან ბრუნდება (ფრენის დროს ბორტგამცილებლის მიერ აღმოჩენილი უხარისხო პროდუქტები, სასმელები და სხვა), ხდება კონტეინერების ან სხვა შეფუთვების გახსნა პროდუქციის ექსპერტიზისათვის, რათა შესაბამისი მოთხოვნების თანახმად დადგინდეს, შეიძლება თუ არა მისი შემდგომში გამოყენება ან ექვემდებარება განადგურებას. ექსპერტიზას ექვემდებარება ასევე უხარისხო და საშიში საკვები ნედლეული, რათა მოხდეს მისი შემდგომში გამოყენება ან განადგურება.

16. პროდუქტებს, რომლებსაც მკვეთრად აღენიშნებათ უხარისხობა და წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ექვემდებარებიან დადგენილი წესით უტილიზაციას ან განადგურებას ექსპერტიზის გარეშე.

17. უკან დაბრუნებული პროდუქციის ჟურნალში ხდება შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება. ეს ჟურნალი იწარმოება იმ მიზნით, რომ მოხდეს აღრიცხვა და შემოწმების შესაძლებლობა, რათა დროულად იქნეს გატარებული შესაბამისი ღონისძიებები, ამასთანავე წარმოებს იმ აეროპორტის საბორტო კვების საამქროს ინფორმირება, რომელმაც მოახდინა უხარისხო საკვების ბორტზე მიწოდება.

18. რეისის დამთავრების შემდეგ ბორტგამცილებელი რეისში გაცემული საკვები პროდუქტებისა და სასმელების შესახებ შენიშვნებს აკეთებს სპეციალურ ჟურნალში.

    მუხლი 10. ჰიგიენური მოთხოვნები საბორტო კვების საამქროს პერსონალისა და ბორტგამცილებლების პირადი ჰიგიენის დაცვისადმი

1. პირები, რომლებიც მიიღებიან საბორტო კვების საამქროში მუშაობისათვის, ვალდებულნი არიან გაიარონ სამედიცინო შემოწმება „ცალკეულ პროფესიათა საქმიანობის, უფლებისა და ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 26 სექტემბრის 106/ნ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.

2. პერსონალი ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენის შემდეგი წესები:

ა) გასახდელში დატოვოს ზედა ტანსაცმელი, თავსაბურავი და პირადი ნივთები;

ბ) მუშაობის დაწყების წინ ხელი კარგად დაიბანოს საპნით, სანიტარიულ მოთხოვნების შესაბამისად ჩაიცვას ტანსაცმელი, შეიკრას თმა ან წაიკრას თავზე თავსაბურავი (ან სპეციალური ბადე თმებისათვის), განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ფრჩხილების სისუფთავეს (ფრჩხილები უნდა იყოს მოკლედ დაჭრილი და ლაქის გარეშე);

გ) საპირფარეშოში შესვლის შემთხვევაში გაიხადოს სანიტარიული ტანსაცმელი სპეციალურ გამოყოფილ ადგილას, საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ კარგად დაიბანოს ხელები საპნით სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით:

დ) იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ზემო სასუნთქი გზების დაავადებები, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ჭრილობა ან დამწვრობა, უნდა ეცნობოს ადმინისტრაციას და მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას მკურნალობისათვის.

3. ყოველდღიურად, ყოველი სამუშაო ცვლის დაწყების წინ, საკვებ პროდუქტებთან შეხებაში მყოფმა მომსახურე პერსონალმა სავალდებულოა გაიაროს კანის ღია ნაწილების დათვალიერება: ჭრილობაზე, დამწვრობაზე, ჩირქოვან დაავადებაზე, ასევე უნდა შემოწმდეს სასუნთქი ორგანოების მდგომარეობა (კატარის არსებობაზე), რომელსაც ახორციელებს საამქროს სანიტარიული ექიმი. შემოწმების შედეგები შეტანილ უნდა იქნეს დადგენილი ფორმის ჟურნალში. იმ პირებს, რომელთაც აღმოაჩნდებათ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადება, სამსახურში არ დაიშვებიან.

    მუხლი 12. საბორტო კვების საამქროში უწყებრივი (საამქროს) საწარმოო-სანიტარიული კონტროლი

1. საბორტო კვების საამქროში უწყებრივ (საამქროს) საწარმოო-სანიტარიული კონტროლს ახორციელებს საამქროს სანიტარიული ექიმი.

2. შიდასაწარმოო კონტროლზე ზედამხედველობას აწარმოებს სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 13. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანიზაცია საბორტო კვებაზე

1. საბორტო კვების საამქროში სანიტარიული წესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურები ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით.

2. საჰაერო ხომალდზე საბორტო კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის ორგანიზაციაზე სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხედველობას ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია.

3. საბორტო კვების საამქროში ტერიტორიული სახელმწიფო სანიტარიული სამსახური ახორციელებს სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხედველობას, ლაბორატორიული კონტროლის მეთოდების გამოყენებით.

4. საჰაერო ხომალდზე საბორტო კვების პროდუქტებით უზრუნველყოფისას სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხედველობას ლაბორატორიულ კონტროლის მეთოდების გამოყენებით ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია.

 დანართი 1

სამაცივრო დანადგარების არარსებობის შემთხვევაში საჰაერო ხომალდზე

გამოყენებული პროდუქტების ასორტიმენტი მათი ვარგისიანობის ვადების ჩვენებით

 

პროდუქტებისა და ნაწარმის დასახელება

ვარგისიანობის ვადა საათებში

ცივი კერძები და შეჭამანდები

1.

ძეხვეული და კულინარული ნაწარმი:

– დაჭრილი (მოხარშულ-შებოლილი, უმად შებოლილი ძეხვი, შაშხი);

– როსტბივი;

– ქათმის ხორცის ფილე.

 

4

2.

კომბოსტოსაგან, სტაფილოსაგან, სალათის ფოთლებისაგან, ტკბილი წიწაკისაგან, მწვანილისაგან დამზადებული სალათები – ბორტზე შემზადებული

 

4

3.

თევზეული:

– ზუთხიესნაირებისაგან, ორაგულისნაირებისა და სხვა უფხო თევზებისაგან დამზადებული ზურგიელი;

– ზუთხისნაირებისა და ორაგულისნაირების მარცვლოვანი ხიზილალა.

 

4

4.

მოხარშული კვერცხი მაიონეზით – ბორტზე შემზადებული.

4

5.

რძის პროდუქტები:

– მყარი ყველი;

– გადამდნარი ყველი სამრეწველო ინდივიდუალურ შეფუთვაში.

 

6

არა უმეტეს 24 საათისა.

6.

ნაღების კარაქი ინდივიდუალურ შეფუთვაში.

მარკირების შესაბამისად

7.

პროდუქტები ინდივიდუალურ შეფუთვაში:

– კარაქი, ყველი;

– ჩაი, ყავა, ნაღები, ჯემი, ვაფლი;

– შაქარი, კამფეტები, კეტჩუბი, მაიონეზი.

 

მარკირების შესაბამისად

ცხელი კერძები

1.

შემწვარი, ულუფებად დაყოფილი გაცივებული ხორცი

3

2.

წვრილად დაკეპილი გაცივებული ხორცი

3

3.

შემწვარი, მოხარშული თევზი

3

4.

შემწვარი ფრინველის ხორცი

3

5.

ფლავი

3

6.

გარნირები: შემწვარი კარტოფილი, მოხარშული ბრინჯი და წიწიბურა, ჩაშუშული ბოსტნეული, მაკარონის ნაწარმი – ბორტზე შემზადებული

 

3

7.

სწრაფად გაყინული ბოსტნეულისაგან დამზადებული გარნირები

3

8.

სწრაფად გაყინული მზა კერძები

3 (გალღობის მომენტიდან)

9.

მშრალი ფხვნილისაგან დამზადებული საწებლები “პირდაპირი რეისისთვის”

3

დესერტი

1.

ხილის სალათები – ბორტზე შემზადებული

4

2.

საკონდიტრო გამომცხვარი ნაწარმი (კრემიანების გარდა)

გამოცხობიდან არა უმეტეს

2 დღე-ღამისა

3.

ხილი, კენკრა

6

პურ-ფუნთუშეული

24

გამაგრილებელი სასმელები (მათ შორის, არასამკურნალო დანიშნულების მინერალური წყლები)

 

მარკირების შესაბამისად

შენიშვნა: საბორტო კვების ვარგისიანობის ვადები განისაზღვრება ავტოლიფტში დატვირთვამდე დაკომპლექტების დასრულებიდან ბორტზე რეალიზაციამდე.