დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 ივლისის №ნ-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | ნ-1 |
| დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 17/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240080.64.076.016117 |
|
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 ივლისის №ნ-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 ივლისის №ნ-22 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი – 24/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010240080.64.076.016052) დამტკიცებულ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 მუხლები: „მუხლი 11. მეორადი სტრუქტურული ერთეულის (საბჭოს სამართლებრივი მხარდაჭერისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო) ხელმძღვანელი ა) უმაღლესი განათლება სამართლის სფეროში; ბ) იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება (მათ შორის, საჯარო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი და დავების განხილვის მიმართულებით/სასამართლოებთან ურთიერთობის მიმართულებით/ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება); გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს კანონის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 8 ივნისის №188 ბრძანების „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს დებულებისა და საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა; ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა. მუხლი 12. მეორადი სტრუქტურული ერთეულის (ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამმართველო) ხელმძღვანელი ა) უმაღლესი განათლება სამართლის სფეროში ან/და ბიზნესის ადმინისტრირების ან/და საჯარო მმართველობის მიმართულებით; ბ) იურიდიულ ან/და საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება (სასურველია საჯარო დაწესებულებაში ან/და საჯარო ფინანსების მართვის სფეროში არანაკლებ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება); გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა; ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.“. 2. 111 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 და 132 მუხლები: „მუხლი131. მეორადი სტრუქტურული ერთეულის (ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველო) ხელმძღვანელი ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ბ) ფინანსური მენეჯმენტის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგების სფეროში ან/და აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა; ე) სასურველია სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის (CFA) ან/და პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) სერტიფიკატის ფლობა; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა; ზ) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა. მუხლი 132. მეორადი სტრუქტურული ერთეულის (ანგარიშგებების ადმინისტრირების სამმართველო) ხელმძღვანელი ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ბ) ფინანსური მენეჯმენტის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგების სფეროში ან/და აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანების „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა; დ) სასურველია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება; ე) სასურველია სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის (CFA) ან/და პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) სერტიფიკატის ფლობა; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა; ზ) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.“. 4. მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IV თავი: ,,თავი IV. ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ზედამხედველობის დეპარტამენტი მუხლი 17. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ა) უმაღლესი განათლება სამართლის ან/და ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ბ) იურიდიულ ან/და საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანების „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 29 აპრილის №ნ-4 ბრძანების „სერტიფიცირებული ბუღალტრების ერთიანი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანების „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანების „პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა; ე) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა; ვ) სასურველია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სერტიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაციის (ACAMS) სერტიფიკატის ფლობა; ზ) სასურველია ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) 40 რეკომენდაციის ცოდნა. მუხლი 18. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მეთოდოლოგიის, ბაზებისა და რეესტრის წარმოების მიმართულება) ა) უმაღლესი განათლება სამართლის ან/და ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ბ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საკითხებზე ან/და იურიდიულ ან/და საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანების „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 29 აპრილის №ნ-4 ბრძანების „სერტიფიცირებული ბუღალტრების ერთიანი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანების „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანების „პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა; ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა; ვ) სასურველია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სერტიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაციის (ACAMS) სერტიფიკატის ფლობა; ზ) სასურველია ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) 40 რეკომენდაციის ცოდნა. მუხლი 19. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ინსპექტორი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით) ა) უმაღლესი განათლება სამართლის ან/და ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ბ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საკითხებზე ან/და იურიდიულ ან/და საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანების „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 29 აპრილის №ნ-4 ბრძანების „სერტიფიცირებული ბუღალტრების ერთიანი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანების „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანების „პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა; ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა; ვ) სასურველია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სერტიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაციის (ACAMS) სერტიფიკატის ფლობა; ზ) სასურველია ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) 40 რეკომენდაციის ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 2 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები