გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2601-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.020814
2601-XIმს-Xმპ
22/02/2023
ვებგვერდი, 09/03/2023
360160000.05.001.020814
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.018492) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1) ცენტრი − სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-4 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში ცენტრის კომპეტენციას განეკუთვნება ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა.“.

3. მე-5 მუხლის 111 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„111. სააგენტო ამ მუხლის მე-7, მე-8 ან/და მე-11 ნაწილის საფუძველზე შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან 1 დღის ვადაში შესაბამის განცხადებას/დოკუმენტებს უგზავნის ცენტრს. ცენტრი ამ განცხადების/დოკუმენტების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის/მათ განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი/მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოებას უფლება აქვს, აღნიშნული განცხადების/დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 15 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები ამ განცხადებასთან/დოკუმენტებთან დაკავშირებით. აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სააგენტო იხილავს საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში ამ განცხადებას უგზავნის ცენტრს. ცენტრი აღნიშნული განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოებას უფლება აქვს, სკრინინგის განცხადების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით. სააგენტო იხილავს საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.“;

ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სააგენტო სკრინინგის პროცედურის დასრულებიდან 1 დღის ვადაში დასაბუთებულ სკრინინგის გადაწყვეტილებას უგზავნის ცენტრს. ცენტრი ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი ეგზემპლარის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“.

5. მე-8 მუხლის მე-2 და 21 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში ამ განცხადებას უგზავნის ცენტრს. ცენტრი აღნიშნული განცხადების მიღებიდან 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადებისა და საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, აგრეთვე აღნიშნული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

21. სკოპინგის დასკვნის დაჩქარებული წესით გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების რეგისტრაციისთანავე ამ განცხადებას უგზავნის ცენტრს. ცენტრი აღნიშნული განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადებისა და სკოპინგის ანგარიშის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ან 21 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-15 დღისა ცენტრი უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია ცენტრი. შესაბამისად, იგი უზრუნველყოფს საჯარო განხილვის ორგანიზებასთან, მათ შორის, საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან, დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას. საჯარო განხილვის პროცესს წარმართავს ცენტრი და საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია ცენტრი. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 დღისა, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება ცენტრის მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ კოდექსის 34-ე მუხლის 2​1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.“;

ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სააგენტო სკოპინგის პროცედურის დასრულებიდან 1 დღის ვადაში სკოპინგის ანგარიშს, სკოპინგის დასკვნას ან/და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას უგზავნის ცენტრს. ცენტრი სკოპინგის ანგარიშის, სკოპინგის დასკვნის ან/და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის/მათ განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი/მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“.

7. მე-11 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში ამ განცხადებას უგზავნის ცენტრს. ცენტრი აღნიშნული განცხადების მიღებიდან 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას, აგრეთვე ამ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“.

8. მე-12 მუხლის:

ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუადრეს 25-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა ცენტრი უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია ცენტრი. საჯარო განხილვის პროცესს წარმართავს ცენტრი და საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია ცენტრი. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20 დღისა, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება ცენტრის მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ კოდექსის 34-ე მუხლის 21 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.“;

ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 1 დღის ვადაში გზშ-ის ანგარიშს, ექსპერტიზის დასკვნასა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივ აქტს უგზავნის ცენტრს. ცენტრი გამოგზავნილი დოკუმენტების მიღებიდან 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ დოკუმენტებისა და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების თაობაზე ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“.

9. მე-15 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტო ამ მუხლის მე-4 ან 4​1 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ  სამართლებრივ აქტს უგზავნის ცენტრს. ცენტრი ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის მიღებიდან 2 დღის ვადაში  უზრუნველყოფს  გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე მის განთავსებას.“.

10. მე-16 მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში ამ განცხადებას უგზავნის ცენტრს. ცენტრი აღნიშნული განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტო საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ ან გზშ-ისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივ აქტს უგზავნის ცენტრს. ცენტრი გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ ან გზშ-ისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის მიღებიდან 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას.“.

11. მე-17 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტომ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგები (დოკუმენტი) მიღებიდან 1 დღის ვადაში უნდა გაუგზავნოს ცენტრს. ცენტრმა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგები (დოკუმენტი) მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა განათავსოს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.“.

12. 23-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში ამ განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს უგზავნის ცენტრს. ცენტრი გამოგზავნილი დოკუმენტების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე მათ განთავსებას. სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო აღნიშნულ განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო ცენტრი უზრუნველყოფს აგრეთვე სკრინინგის განცხადების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ ამ დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოებას უფლება აქვს, სკრინინგის განცხადებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან პროექტის მითითებულ ვებგვერდებსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 7 დღის ვადაში ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარადგინოს მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.“;

ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სააგენტო სკრინინგის გადაწყვეტილებების მიღებიდან 1 დღის ვადაში ამ გადაწყვეტილებებს, აგრეთვე საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს უგზავნის ცენტრს. ცენტრი გამოგზავნილი დოკუმენტების მიღებიდან 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე მათ განთავსებას. სკრინინგის გადაწყვეტილებების მიღებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო ამ გადაწყვეტილებებს, აგრეთვე საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო ცენტრი უზრუნველყოფს აგრეთვე  აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“.

13. 24-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში ამ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს უგზავნის ცენტრს. ცენტრი გამოგზავნილი დოკუმენტების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე მათ განთავსებას. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო აღნიშნულ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო ცენტრი უზრუნველყოფს აგრეთვე სკოპინგის განცხადების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ ამ დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“.

14. 25-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო სკოპინგის დასკვნების გაცემიდან 1 დღის ვადაში ამ დასკვნებსა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან სამუშაო ვერსიას უგზავნის ცენტრს. ცენტრი გამოგზავნილი დოკუმენტების მიღებიდან 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე მათ განთავსებას. სკოპინგის დასკვნების გაცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ ამ დასკვნებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებას, ხოლო ცენტრი უზრუნველყოფს აგრეთვე სკოპინგის დასკვნების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული დასკვნების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“.

15. 27-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამგეგმავი ორგანო სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს განცხადებით და როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით წარუდგენს სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტს. სგშ-ის ანგარიში ხელმოწერილი უნდა იყოს მის მომზადებაში (შედგენაში) მონაწილე პირის (პირების) მიერ, მათ შორის, კონსულტანტის მიერ (მისი არსებობის შემთხვევაში). სგშ-ის ანგარიში და მის მომზადებაში (შედგენაში) მონაწილე პირის (პირების) შესახებ ინფორმაცია საჯაროა. სააგენტო აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში ამ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს უგზავნის ცენტრს. ცენტრი გამოგზავნილი დოკუმენტების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. ამ განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო აღნიშნულ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო ცენტრი უზრუნველყოფს აგრეთვე ამ განცხადების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“;

ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააგენტო სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გაცემულ რეკომენდაციებს 1 დღის ვადაში უგზავნის ცენტრს. ცენტრი გამოგზავნილი დოკუმენტების მიღებიდან 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე მათ განთავსებას. აღნიშნულ რეკომენდაციებს გაცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო ცენტრი უზრუნველყოფს აგრეთვე ამ რეკომენდაციების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“.

16. 28-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტო დამგეგმავი ორგანოს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების გამოგზავნიდან 1 დღის ვადაში შესაბამის დოკუმენტაციას უგზავნის ცენტრს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება დამგეგმავი ორგანოს მიერ გამოგზავნიდან 3 დღის ვადაში განათავსოს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო ცენტრი ამ დოკუმენტის მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტის ნაბეჭდი ეგზემპლარის ან ელექტრონული ვერსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“.

17. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 29. სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზი

შესაბამისი შესაძლებლობის არსებობისა და საჭიროების შემთხვევაში სააგენტო თავის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების დამოუკიდებელი ანალიზის ჩატარებას და აღნიშნული ანალიზის შედეგების ცენტრისთვის მიწოდებას. ცენტრი საზოგადოების ინფორმირების მიზნით უზრუნველყოფს სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზის შედეგების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე სისტემურად განთავსებას. ამ მუხლით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზის ჩატარების პროცედურა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით „სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზის ჩატარების შესახებ“.“. 

18. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობები

1. ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო/ცენტრი ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე (როდესაც შესაძლებელია საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობა) მონაწილეობა ამ თავის შესაბამისად;

ბ) საზოგადოებისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დროულად, ეფექტიანი და ადეკვატური საშუალებებით მიწოდება;

გ) საზოგადოებისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა;

დ) საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობა და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა.

2. ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო/სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების, აგრეთვე საჯარო განხილვის შედეგების მხედველობაში მიღება.

3. ცენტრი ვალდებულია უზრუნველყოს სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობა და საზოგადოებისთვის მიწოდება.“.

19. 32-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე, გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ საინფორმაციო დაფაზე;“.

20. 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრი ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საზოგადოების ეფექტიანი ინფორმირებისთვის საჭირო ინფორმაციის ფარგლებს და უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის:

ა) გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას; 

ბ) ნაბეჭდი ეგზემპლარის ხელმისაწვდომობას.“.

21. 35-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრი ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უზრუნველყოს საზოგადოებისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის დროულად,  ამ თავით დადგენილი წესით, შესაბამისი საშუალებებით მიწოდება.“.

22. 37-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო ვალდებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი გაუგზავნოს ცენტრს, ხოლო ცენტრი ვალდებულია ეს დოკუმენტები ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის.“.

23. 38-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  თუ არსებობს ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული საფუძველი და საქმიანობის/სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებამ შესაძლებელია გარემოზე მოახდინოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, რომელიც იდენტიფიცირებულია საქმიანობის განმახორციელებლის, დამგეგმავი ორგანოს, სააგენტოს ან/და ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული სახელმწიფოს მიერ, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა გამოსცემს საქმიანობის/სტრატეგიული დოკუმენტის გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს ვალდებულება, სააგენტოს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით წარუდგინოს შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული ეგზემპლარები, რომელიც შესაძლებელია ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას დაექვემდებაროს, და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადა. საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს მიერ თარგმნილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსთვის წარდგენამდე საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ. სააგენტო დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას მიღებიდან 1 დღის ვადაში უგზავნის ცენტრს.“.

24. 41-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სხვა სახელმწიფოსთან კონსულტაციების გამართვამდე სააგენტო აცნობებს ცენტრს ამ მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების შესახებ. ცენტრი უზრუნველყოფს ამ კოდექსის IV თავით დადგენილი წესით საზოგადოების ინფორმირებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას ექვემდებარება.

5. საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს ცენტრი, თუ გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგად სხვა რამ არ დადგინდება.“.

25. 47-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები (გარდა ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული არსებული ნაგავსაყრელების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა, ამ კოდექსის ამოქმედებამდე აშენებული ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურებისა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა, რკინიგზისა და მათზე განთავსებული ხიდებისა, გზაგამტარი გვირაბებისა და მათი საინჟინრო დაცვის ნაგებობებისა, მეტროპოლიტენისა, მაგისტრალური გაზსადენებისა, აგრეთვე  სარეკრეაციო დანიშნულებით ან/და სამელიორაციო დანიშნულებით ან/და თევზსაშენი მეურნეობისთვის გამოყენებული წყალსატევებისა, რომელთა განხორციელებაც 2022 წლის 1 ივნისამდე დაიწყო და რომლებსაც არა აქვს გზშ-ის სფეროში შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომელთა განხორციელებაც 2018 წლის 1 იანვრამდე დაიწყო და რომლებსაც არა აქვს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება, თუ აღნიშნული საქმიანობების განმახორციელებლებს გზშ-ის სფეროში შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მისაღებად არ მიუმართავთ, საჭიროებს სააგენტოს მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად მიღებას.“;

ბ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტაციის ცენტრისთვის გაგზავნას. ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ამ დოკუმენტაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას საზოგადოების ჩართულობისა და შესაბამისი წინადადებების მიღების მიზნით.

7. სააგენტო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იხილავს საზოგადოების მიერ წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებებსა და შენიშვნებს, ხოლო აღნიშნული დოკუმენტაციის მითითებულ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-40 კალენდარულ დღეს ცენტრი ატარებს საჯარო განხილვას.“.

26. I დანართის:

ა) 4.2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.2. დასხივებული ბირთვული საწვავის ან მაღალი დონის რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება;“;

ბ) 4.5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.5. რადიოაქტიური ნარჩენების საბოლოო განთავსება სამარხში.“.

27. II დანართის 3.7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.7. რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება ან/და შენახვა;“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−24-ე ნაწილებისა და 25-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−24-ე ნაწილები და 25-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2023 წ.

N2601-XIმს-Xმპ