„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 16/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 300350000.16.009.016608
6
16/02/2023
ვებგვერდი, 23/02/2023
300350000.16.009.016608
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №6

2023 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის   23-ე და 81-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილების (ვებგვერდი, 29/06/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300350000.16.009.016456) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“:

ა) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. 35 კვ. და უფრო მაღალ ძაბვაზე, ახალი ობიექტის და დროებითი  მიერთება

1. 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი ობიექტის მიერთება,  ამავე ძაბვის საფეხურზე დროებითი მიერთება, ელექტროსადგურების (მცირე და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების გარდა) და გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული ელექტროსადგურების (გარდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისა) დადგმული სიმძლავრის გაზრდა, უნდა განხორციელდეს კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ (შემდგომში – ქსელის წესები) X თავის, 74-ე – 85-ე მუხლების შესაბამისად.“;

ბ) 69-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XVI1 თავი:

თავი XVI1მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წესი

მუხლი 691. მოქმედების სფერო

ეს თავი განსაზღვრავს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის (გარდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისა) გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და ამ მიერთებისთვის გამანაწილებელი ქსელით სარგებლობის ძირითად ტექნიკურ-ორგანიზაციულ პირობებს და აწესრიგებს სისტემის ოპერატორსა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს შორის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

მუხლი 692. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პრინციპები

1. ამ თავის მოთხოვნები ვრცელდება, მხოლოდ იმ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომელიც არ არის უშუალოდ მიერთებული ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან  ან/და ამ თავის ამოქმედებამდე არ იყო მასზე გაცემული ტექნიკური პირობა (ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში).

2. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველმა ამ წესების 693 მუხლით განსაზღვრული განაცხადით უნდა მიმართოს სისტემის ოპერატორს, ხოლო სისტემის ოპერატორმა, ამ წესების 696 მუხლის შესაბამისად, უნდა მოამზადოს და გასცეს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შეთავაზება.

3. მიერთების წერტილში ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

4. სისტემის ოპერატორის მიერ არსებულ გამანაწილებელ ქსელთან ახალი მიერთების წერტილი განისაზღვრება ამ წესების შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველი (განმცხადებელი) პასუხისმგებელია სისტემის ოპერატორის მიერ არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის გაცემული ტექნიკური პირობის შესრულებაზე, ამავე მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

6. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიიღოს ან მიაწოდოს ამ წესებით დადგენილი ხარისხის ელექტროენერგია მიერთების წერტილში.

7. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილი უნდა ემთხვეოდეს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და სისტემის ოპერატორს შორის ელექტრული ქსელების საბალანსო (ქონებრივი) გაყოფის საზღვარს.

8. სისტემის ოპერატორის საექსპლუატაციო პასუხისმგებლობა ვრცელდება მიერთების წერტილამდე, ხოლო მიერთების წერტილის შემდგომ მონაკვეთზე არსებულ ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარს, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების შესაბამისი ნორმების დაცვით, ფლობს და ექსპლუატაციას უწევს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მხარეებს შორის დადებული შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9. გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ხორციელდება ორ ეტაპად:

ა) პირველი ეტაპი მოიცავს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველის მხრიდან სისტემის ოპერატორისთვის განაცხადისა და ამ წესების 693 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენას, სისტემის ოპერატორის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის შეთანხმებასა და მიერთების მსურველისთვის ამ წესების 696 მუხლით გათვალისწინებული მიერთების შეთავაზების გაგზავნას;

ბ) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მეორე ეტაპი მოიცავს მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას, სისტემის ოპერატორის მიერ ტექნიკური პროექტის შეთანხმებას და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ „ქსელის წესების“ 121-ე-136-ე მუხლებში მითითებული მოთხოვნების, 138-ე-145-ე მუხლებით განსაზღვრული ოპერატიული შეტყობინებისა და 150-ე-165-ე მუხლებით განსაზღვრული შესაბამისობის ტესტირების წარმატებით დასრულებას.

10. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება შეიძლება განხორციელდეს მიერთების შეთავაზების შემდეგი სტანდარტული ვარიანტებით:

ა) სისტემის ოპერატორის ქვესადგურში მიერთების უჯრედის მოწყობა;

ბ) სისტემის ოპერატორის ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრა.

11. სისტემის ოპერატორის ქვესადგურში მიერთების უჯრედის მოწყობის შემთხვევაში, უჯრედს აწყობს (ამონტაჟებს) სისტემის ოპერატორი, ასევე,  აწყობს (ამონტაჟებს) საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძსა და III დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტს ქვესადგურში მოწყობილ ახალ უჯრედზე. მიერთების აღნიშნული უჯრედი, საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძი და III დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტი წარმოადგენს სისტემის ოპერატორის საკუთრებას. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის საჭირო ყველა სხვა სამუშაოს ახორციელებს მიერთების მსურველი (განმცხადებელი) საკუთარი ხარჯებით.

12. სისტემის ოპერატორის კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრის შემთხვევაში ხდება სისტემის ოპერატორის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის შეჭრა, მისი მიყვანა მიერთების მსურველის (განმცხადებლის) კუთვნილ ქვესადგურამდე და ქვესადგურში შესვლა-გასვლის მოწყობა. შეჭრის, ქვესადგურამდე მიყვანისა და ქვესადგურში შესვლა-გასვლის მოწყობის სამუშაოებს, მათ შორის, ელექტროგადამცემი ხაზის მთლიანობის აღსადგენად საჭირო სახაზო-საკომუტაციო მოწყობილობების შეძენასა და მონტაჟს, ახორციელებს  მიერთების მსურველი (განმცხადებელი). მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ასევე ახორციელებს საკუთარ ქვესადგურში უჯრედების, აღრიცხვის კვანძისა და I და III (ელექტროგადამცემი ხაზის უჯრედში) დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტის მოწყობას (მონტაჟს). მიერთების მსურველი (განმცხადებელი), ასევე პასუხისმგებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ტექნიკურ პროექტირებასა და საჭირო ნებართვების მოპოვებაზე. გამანაწილებელ ქსელში არსებულ ელექტროგადამცემ ხაზში განხორციელებული შეჭრის შედეგად აშენებული ელექტროგადამცემი ხაზი, უჯრედი, აღრიცხვის კვანძი და III დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტი, წარმოადგენს გამანაწილებელ ქსელს და მის ექსპლუატაცია უნდა განახორციელოს სისტემის ოპერატორმა. სისტემის ოპერატორის მფლობელობაში სავალდებულოდ გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით.

13. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის განსაზღვრულია მიერთების წერტილის (ქსელის მზადყოფნის) საფასური, რომელიც დგინდება მისაერთებელი სიმძლავრის მიხედვით და გაანგარიშდება შემდეგნაირად:

 

ა) 2 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მქონე სადგურებისათვის  k= 60 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით);

ბ) 2 მგვტ-დან 15 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მქონე სადგურებისათვის k = 300 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).

14. მიერთების მსურველის (განმცხადებლის)  გამანაწილებელ ქსელთან მიერთება უნდა განხორციელდეს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა განისაზღვრება სისტემის ოპერატორის მიერ და არ უნდა იყოს 2 წელზე ნაკლები. დასაშვებია ტექნიკური პირობის მოქმედების ვადის გაზრდა  მხარეთა შეთანხმებით.

15. ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ სასურველ სტანდარტულ ვარიანტს მიერთების მსურველი უთითებს განაცხადში.

16. ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სტანდარტული ვარიანტი განისაზღვრება სისტემის ოპერატორისა და მიერთების მსურველის (განმცხადებლის)  ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ წესების 696 მუხლის მიხედვით გასცეს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შეთავაზება.

მუხლი 693. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადი

1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის ფორმა მტკიცდება კომისიის გადაწყვეტილებით.

2. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მიერთების მსურველის (განმცხადებლის)  ვინაობა/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები, წარმომადგენლის ვინაობა;

ბ) ტექნიკური ინფორმაციის მისაღებად გამოყოფილი პირის საკონტაქტო მონაცემები;

გ) მისაერთებელი ელექტროსადგურის დასახელება, მდებარეობა და გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) კოორდინატები;

დ)  პირველადი ენერგიის წყაროს სახეობა (ჰიდრო, მზე, ბიო და ა.შ.);

ე) განმცხადებლის მიერ მისი კუთვნილი მცირე ელექტროსადგურის გარე ელექტრომომარაგების სამუშაოების დასრულებისა და ქსელთან მიერთებისათვის მზადყოფნის სავარაუდო თარიღები;

ვ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღი;

ზ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მისაერთებელი ნომინალური ძაბვის სავარაუდო საფეხური და მიერთების წერტილი;

თ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე;

ი) კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

3. განაცხადს თან უნდა დაერთოს:

ა) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთებისთვის, ამ წესების დანართი N5-ით განსაზღვრული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პირველი ეტაპისა და  ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) მოთხოვნილ ძაბვის საფეხურზე  მიერთების ტექნიკური აუცილებლობის შესახებ დასაბუთება;

გ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის საპროგნოზო გამომუშავების საათობრივი და ყოველთვიური გრაფიკები.

მუხლი 694. განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა

1. სისტემის ოპერატორი განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განაცხადის ფორმალურ შესაბამისობას ამ წესების 693 მუხლის მოთხოვნებთან.

2. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი არ შეესაბამება ამ წესების 693 მუხლის მოთხოვნებს, სისტემის ოპერატორი განმცხადებელს უდგენს ხარვეზს, რის შესახებაც როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ასევე წერილობით აცნობებს მიერთების მსურველს (განმცხადებელს)  ხარვეზის შესახებ და უსაზღვრავს 5 (ხუთი) სამუშაო დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ ხარვეზი მითითებულ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი, სისტემის ოპერატორი განაცხადზე ხარვეზის დადგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნებს მიერთების მსურველს (განმცხადებელს) განაცხადს, თანდართულ დოკუმენტაციასა და მიერთების საფასურს (თუ იგი გადახდილია მიერთების მსურველის მიერ).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიერთების მსურველი (განმცხადებელი) უფლებამოსილია, ხელახლა მიმართოს სისტემის ოპერატორს განაცხადით.

4. თუ განაცხადის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მიერთების მსურველს (განმცხადებელს) არ ეცნობება ხარვეზის თაობაზე, განაცხადი ითვლება მიღებულად და შესაბამისად, იწყება მიერთების ვადის ათვლა განაცხადის მიღების თარიღიდან.

მუხლი 695. განაცხადის განხილვა

1. სისტემის ოპერატორი განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წინარე კვლევას. თუ აღნიშნული კვლევით დადგინდა, რომ განაცხადით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევი ხარჯი არანაკლებ ორჯერ აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მიერთების წერტილის (ქსელის მზადყოფნის) საფასურს და, შესაბამისად, ამ საფასურის სანაცვლოდ მიერთება ეკონომიკურად მიზანშეუწონელია, სისტემის ოპერატორმა განაცხადით მოთხოვნილ მიერთებაზე დასაბუთებული უარი უნდა გაუგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს)  და კომისიას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია:

ა) არ დაეთანხმოს სისტემის ოპერატორს და დაავალოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარება;

ბ) დაეთანხმოს სისტემის ოპერატორს – ასეთ შემთხვევაში, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთება უნდა განხორციელდეს  „ქსელის წესების“ X თავის 74-ე–85-ე მუხლების შესაბამისად.

3. სისტემის ოპერატორი ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შეიმუშავებს ტექნიკური პირობის პროექტს და შესათანხმებლად უგზავნის გადამცემი სისტემის ოპერატორს მიერთების განაცხადისა და მიერთების მსურველის (განმცხადებლის)  მიერ მიწოდებულ დამატებით დოკუმენტაციის ასლთან ერთად.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორი შეისწავლის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სისტემის ოპერატორის მიერ მიწოდებულ დოკუმენტაციას და 10 სამუშაო დღის განმავლობაში უგზავნის სისტემის ოპერატორს დადებით პასუხს ან სათანადოდ დასაბუთებულ მოთხოვნებს ან/და შენიშვნებს მიერთების ტექნიკური პირობის პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში  გადაცემის სისტემის ოპერატორი წერილობით არ შეატყობინებს სისტემის ოპერატორს მიერთების შეთავაზების პროექტზე მის პოზიციას, ითვლება რომ გადაცემის სისტემის ოპერატორმა შეითანხმა მიერთების შეთავაზების პროექტი.    

6. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიერთების ტექნიკური პირობის საბოლოო პროექტის შემუშავებისას გაითვალისწინოს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები ან/და შენიშვნები.   იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ოპერატორი არ ეთანხმება გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნებს ან/და შენიშვნებს, სისტემის ოპერატორი ვალდებულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი პოზიციის  მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დასაბუთებული პოზიციით მიმართოს კომისიას საკითხის გადასაწყვეტად. სისტემის ოპერატორის მიმართვას უნდა ერთოდეს მიერთების მსურველის განცხადება დამატებით დოკუმენტაციასთან ერთად, ტექნიკური პირობის პროექტი და გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნები ან/და შენიშვნები.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სისტემის ოპერატორის მიმართვაზე კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ეთანხმება სისტემის ოპერატორის პოზიციას;

ბ) ავალდებულებს სისტემის ოპერატორს სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინოს გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნები ან/და შენიშვნები.

8. სისტემის ოპერატორი ამ მუხლის მე-4–მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების დადგომიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განმცხადებელს უგზავნის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შეთავაზებას, რომელსაც სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს განაცხადის განხილვის, შესაბამისი მიერთების მსურველის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ქსელზე შესაძლო ზემოქმედების გამოკვლევისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მოსაზრების (გადამცემ ქსელზე ზემოქმედების კვლევის) გათვალისწინებით. გადაცემის სისტემის ოპერატორს ეგზავნება შესაბამისი მიერთების შეთავაზების ასლი.

9. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შეთავაზების მომზადებისას არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები, განაცხადის შესაბამისად, უნდა განისაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯებთან.

10. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პირველი ეტაპი სრულდება სისტემის ოპერატორის მიერ განმცხადებლისათვის (მიერთების მსურველისათვის) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შეთავაზების გაგზავნით, რომელიც მოიცავს წესების 696 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.

11. განაცხადის განხილვის შედეგად გაცემული მიერთების შეთავაზება უნდა შეესაბამებოდეს ელექტროენერგიის არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ამ წესების 692 მუხლით განსაზღვრულ სტანდარტულ ვარიანტთაგან ერთ-ერთს.

12. სისტემის ოპერატორის მიერ მიერთების უზრუნველყოფის პირველი ეტაპის ვადის გაშვება არ ათავისუფლებს მას მიერთების მსურველთან მიერთების შეთავაზების გაგზავნის ვალდებულებისგან. ამასთან, მიერთების პირველი ეტაპის ამ მუხლით განსაზღვრულ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიერთების მსურველს დაუბრუნოს მიერთების პირველი ეტაპის გადახდილი საფასური.

13. მიუხედავად იმისა, დაეთანხმება თუ არა მიერთების მსურველი (განმცხადებელი)  სისტემის ოპერატორის მიერ წარდგენილ მიერთების შეთავაზებას, გადახდილი პირველი ეტაპის მიერთების საფასური განმცხადებელს უკან არ უბრუნდება.

მუხლი 696. შეთავაზება მიერთების შესახებ

1. მიერთების შესახებ შეთავაზება უნდა მოიცავდეს:

ა) ტექნიკურ პირობას, რომელიც უნდა მოიცავდეს წესების 697 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს;

ბ) მიერთების სავარაუდო თარიღებს;

გ) კომისიის მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების ხელშეკრულებას;

დ) მიერთების მსურველის (განმცხადებლის) მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის გადასახდელ მეორე ეტაპის საფასურს.

2. შეთავაზების პირობების გათვალისწინებით, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების თაობაზე ხელშეკრულებას (კომისიის მიერ დამტკიცებული ხელშეკრულების პირობებით) მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ შეთავაზებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთავაზება (ასევე – ტექნიკური პირობა) ავტომატურად უქმდება. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.

მუხლი 697. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობა

1. ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის საიმედო მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, ტექნიკური პირობა უნდა განსაზღვრავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილს/წერტილებს, ძაბვის საფეხურების მითითებით;

ბ) ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობის პირობები (სისტემის ოპერატორის ხაზში შეჭრის შემთხვევაში);

გ) მცირე ელექტროსადგურის ქვესადგურში უჯრედის/უჯრედების მოწყობის პირობები (სისტემის ოპერატორის ხაზში შეჭრის შემთხვევაში);

დ) აღრიცხვის კვანძის მოწყობის პირობები (სისტემის ოპერატორის ხაზში შეჭრის შემთხვევაში);

ე) III დონის SCADA-ს  კომუნიკაციის ელემენტის მოწყობის პირობები (სისტემის ოპერატორის ხაზში შეჭრის შემთხვევაში);

ვ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის (ელექტროგადამცემი ხაზი, ქვესადგური, სატრანსფორმატორო პუნქტი და ა.შ.) მოწყობის პირობებს;

ზ) საკონტროლო აღრიცხვის წერტილის/წერტილების მოწყობის აუცილებლობას და, ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში – საკონტროლო აღრიცხვის წერტილის/წერტილების ადგილმდებარეობასა და ელექტროენერგიის აღრიცხვის შესატყვისი უჯრედის/უჯრედების მოწყობისათვის საჭირო პირობებს;

თ) ელექტროენერგიის მრიცხველის ზედა დონის ესკაა სისტემაში ჩართვის პირობებს;

ი) ძაბვის და რეაქტიული სიმძლავრის რეგულირების პირობებს;

კ) ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის მუშაობაში მონაწილეობის პირობებს, მიერთების მსურველის (განმცხადებლის)  მიერ მისაერთებელი ობიექტის მინაერთისათვის/მინაერთებისათვის რელეური დაცვის მოწყობის, ასევე რელეური დაცვის დანაყენების ანგარიშის პირობებს.

ლ) I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტის განმცხადებლის ობიექტზე/ქვესადგურზე მოწყობის პირობებს;

მ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისას სისტემის ოპერატორის მიერ ჩასატარებელი სამუშაოების დასრულების ვადას, არაუმეტეს ამ წესის 693 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ვადისა. ამასთან, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია  სამუშაოების დასრულებისთვის მოითხოვოს ვადა არაუმეტეს 18 თვისა.

2. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკითხებისა, მცირე სიმძლავრის  ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობა უნდა  მოიცავდეს „ქსელის წესების“ 121-ე-136-ე მუხლებში მითითებულ მოთხოვნებს.

3. ტექნიკურ პირობაში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისტემის ოპერატორისა და მიერთების მსურველის (განმცხადებლის) მიერ შესასრულებელი სამუშაოები და ამ სამუშაოს შედეგად შექმნილ აქტივებზე საკუთრების/მფლობელობის საკითხი.

4. დაუშვებელია ტექნიკური პირობა მიერთების მსურველს აკისრებდეს  არსებული გამანაწილებელი ქსელის გაძლიერების, აღდგენის ან/და მოწესრიგების ვალდებულებებს.

მუხლი 698. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური

1. არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური განისაზღვრება 110, 35 და 6-10 კვ ძაბვაზე. მისი გადახდა გათვალისწინებულია ორ ეტაპად, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია მიერთების პირველი ეტაპის საფასური გადაიხადოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების თაობაზე განაცხადის შეტანამდე და შესაბამისი დოკუმენტი დაურთოს მიერთების განაცხადს, ამ წესების 693 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მიერთების პირველი ეტაპის საფასურის ოდენობა განისაზღვრება ამ წესების დანართი №5-ით განსაზღვრული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პირველი ეტაპისა და  ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საფასურის შესაბამისად.

3. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია მიერთების მეორე ეტაპის საფასური სრულად გადაიხადოს ამ წესების 696 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიერთების ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელმოწერის შემდგომ 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, შემდეგი წესით:

ა) სისტემის ოპერატორის კუთვნილ ქვესადგურში უჯრედის მოწყობისას მიერთების მეორე ეტაპის საფასური წარმოადგენს წინამდებარე წესების დანართი №6-ით განსაზღვრულб სისტემის ოპერატორის ქვესადგურში უჯრედის მოწყობის  შემთხვევაში, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მეორე ეტაპის საფასურისა და ამ წესების 692 მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით დაანგარიშებულ ქსელის მზადყოფნის საფასურების ჯამს.

ბ) სისტემის ოპერატორის კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრის შემთხვევაში, მიერთების მეორე ეტაპის საფასური წარმოადგენს მხოლოდ ამ წესების 692  მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ ქსელის მზადყოფნის საფასურს.

4. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება, დანადგარების ტესტირების და საექსპლუატაციოდ გამზადების ჩათვლით, უნდა მოხდეს მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

5. მიერთების ხელშეკრულების მხარეებს უფლება არ აქვთ, დაუსაბუთებლად  განაცხადონ უარი მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე.

6. მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან 3 წლის ვადაში, თუ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება არ განხორციელდა მიერთების მსურველის (განმცხადებლის)  მიზეზით და არ არსებობს ამის ობიექტური გარემოება, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია ხელახლა მიმართოს განაცხადით სისტემის ოპერატორს და ხელახლა გაიაროს წესების XVI1 თავით განსაზღვრული ყველა პროცედურა.

7. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთებისთვის საჭირო არსებული გამანაწილებელი ქსელის მზადყოფნა (მათ შორის ამ მზადყოფნისთვის საჭირო სამუშაოების შესრულება), უზრუნველყოს  ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. ამასთან, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიერთების მსურველს გადაუხადოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიერთების მეორე ეტაპის საფასურის 50%. მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში  სისტემის ოპერატორის მიერ ვალდებულების კვლავ შეუსრულებლობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიერთების მსურველს განმეორებით გადაუხადოს მიერთების მეორე ეტაპის საფასურის 50%.

8. მიერთების მსურველისთვის, სისტემის ოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მას მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან.

9. მიერთების საფასურის სანაცვლოდ, სისტემის ოპერატორის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მზადყოფნის დადასტურება გულისხმობს სისტემის ოპერატორის ვალდებულებას, უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის თავსებადობა (მზაობა) მისაერთებელ ელექტროსადგურის ტექნიკურ მოთხოვნებთან და საჭიროების შემთხვევაში (მათ შორისб კონკრეტული სამუშაოების ტექნიკური პირობით გათვალისწინების შემთხვევაში), გამანაწილებელ ქსელში შესაბამისი სამუშაოების შესრულების დადასტურებას (მათ შორისб შესაბამისი საშუალებების შეცვლის, შეკეთების, აშენების, შეძენის ან/და დამონტაჟების განხორციელების შესახებ).

მუხლი 699. არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის დასრულების ეტაპის პროცედურა

1. მიერთების მსურველი (განმცხადებელი)  ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მეორე ეტაპის განმავლობაში, სისტემის ოპერატორის მიერ გაცემული ტექნიკური პირობისა და მიერთების ხელშეკრულების შესაბამისად მოამზადოს ტექნიკური პროექტი და წარუდგინოს იგი როგორც სისტემის ოპერატორს, ისე გადამცემი სისტემის ოპერატორს შესათანხმებლად.

2. სისტემის ოპერატორი და გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებული არიან, ტექნიკური პროექტის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შეითანხმონ იგი ან, საჭიროების შემთხვევაში, წარუდგინონ მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დასაბუთებული შენიშვნები.

3. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ოპერატორი ან/და გადამცემი სისტემის ოპერატორი ტექნიკური პროექტის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში არ წარუდგენს შენიშვნებს მიერთების მსურველს (განმცხადებელს) ტექნიკური პროექტი შეთანხმებულად ჩაითვლება.

4. მიერთების მსურველის (განმცხადებლის)  მიერ ტექნიკური პროექტის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შენიშვნების შესაბამისად კორექტირებული პროექტის წარდგენის შემდეგ სისტემის ოპერატორს ან/და გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს, გამოთქვას შენიშვნა ტექნიკური პროექტის იმ კომპონენტზე/ნაწილზე, რომლებზეც შენიშვნა არ გამოუთქვამს ტექნიკური პროექტის თავდაპირველი ვერსიის წარდგენისას და ეს კომპონენტი/ნაწილი არ შეცვლილა. სისტემის ოპერატორი ან/და გადამცემი სისტემის ოპერატორი ითანხმებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებული შენიშვნების შესაბამისად შესწორებულ და ხელახლა წარდგენილ პროექტს.

5. სისტემის ოპერატორის ან/და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ტექნიკური პროექტის შეთანხმება ნიშნავს, რომ სისტემის ოპერატორი ან/და გადამცემი სისტემის ოპერატორი იღებს პასუხისმგებლობას ტექნიკურ პროექტში ასახულ მხოლოდ გამანაწილებელ ქსელთან ობიექტის მიერთებისთვის დადგენილი პირობების ნაწილზე და ამ პირობების  „ქსელის წესებით“ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

6. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) მას შემდეგ, რაც შეასრულებს მიერთების ტექნიკური პირობითა და შეთანხმებული ტექნიკური პროექტით განსაზღვრულ სამუშაოებს, ვალდებულია დაუდასტუროს შესაბამის სისტემის ოპერატორს „ქსელის წესების“ 121-ე-136-ე მუხლებში მითითებული მოთხოვნების შესრულება, 138-ე-145-ე მუხლებით განსაზღვრული ოპერატიული შეტყობინებისა და 150-ე-165-ე მუხლებით განსაზღვრული შესაბამისობის ტესტირების პროცედურები.

7. განმცხადებელი, მას შემდეგ, რაც შეასრულებს ამ მუხლის პირველი-მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, წერილობით მიმართავს სისტემის ოპერატორს და აცნობებს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მზადყოფნის შესახებ, რომელსაც უნდა ერთოდეს:

ა) აკრედიტებული პირის მიერ ჩატარებული მიერთების მსურველის (განმცხადებლის) ქვესადგურის  პირველადი და მეორადი კომუტაციის ელექტრომოწყობილობების გაზომვის ოქმები (ოქმში მითითებული უნდა იყოს  დასკვნა მისი ვარგისიანობის შესახებ);

ბ) სარელეო დაცვის დანაყენების ოქმი;

გ) საექსპერტო დასკვნა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის ვარგისიანობის შესახებ;

დ) მიერთების მსურველის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების სია საკვალიფიკაციო ჯგუფისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;

ე) სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიერთების მსურველის  მიერთების მზადყოფნის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შეამოწმოს შესაბამისი მიერთების მსურველის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ამ წესებს, მიერთების ტექნიკურ პირობასა და შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობა (შემდგომში – შესაბამისობის შემოწმება). 

8. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიერთების მსურველს განუსაზღვროს გონივრული ვადა ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვული პირობის შემოწმებისას აღმოჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად, რომელთა გამოსწორების შემდეგ მიერთების მსურველი ხელახლა უგზავნის სისტემის ოპერატორს მიერთების მზადყოფნის შესახებ შეტყობინებას.

9. შესაბამისობის შემოწმების დადებითი შედეგით დასრულების შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვულ ვადაში  გასცემს შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ქსელში ჩართვის ტექნიკურ დოკუმენტს) და ჩართავს მიერთების მსურველის ელექტრომოწყობილობა-დანადგარებს ქსელში, რითაც სრულდება გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პროცედურა.

10. განმცხადებლის (მიერთების მსურველის) აღრიცხვის კვანძების შემოწმება, ქსელში ჩართვა (ძაბვის ქვეშ დაყენება), აგრეთვე ექსპლუატაციაში მიღებისათვის ელექტროსადგურის კომპლექსური შემოწმება-ტესტირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

11. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ ხელშეკრულების მხარეები ვერ შეთანხმდნენ მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდაზე და არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის სისტემის ოპერატორს მიერთების უზრუნველყოფის მეორე ეტაპით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაში. ამ შეთხვევაში, სისტემის ოპერატორის მოთხოვნა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

ა) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: მხარეებს შორის გაფორმებულ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ხელშეკრულებას და მისი შესრულების პროცესის მოკლე აღწერას, ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს, მიერთების ხელშეკრულების მოქმედების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით);

ბ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდის მოთხოვნა, კომისიასთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს);

გ) კომისიას მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადის  დამთავრებამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია:

ა) არ დაეთანხმოს სისტემის ოპერატორს და დაავალოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისათვის უზრუნველყოფის მეორე ეტაპით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;

ბ) დაეთანხმოს სისტემის ოპერატორს და განსაზღვროს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

მუხლი 6910. გამანაწილებელ ქსელთან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთებისათვის საჭირო ტექნიკური მოთხოვნები

1. არსებულ გამანაწილებელ ქსელთან ახალი მიერთებისას ყველა მისაერთებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესების, „ქსელის წესებისა“ და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტებისა და ნორმების მოთხოვნებს.“;

გ) 70-ე მუხლის მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:

„19. წესების XVI1 თავის მოქმედება არ ვრცელდება იმ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთებაზე, რომელმაც წესების XVI1 თავის ამოქმედებამდე  განაცხადით მიმართა სისტემის ოპერატორს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნით და მიმდინარეობს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობის შეთანხმების და გაცემის პროცესი, „ქსელის წესების“ პირობების შესაბამისად.“;

დ) ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ვადები და საფასური (დანართი №4)-ის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №5 და დანართი №6:

„დანართი №5

ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პირველი ეტაპისა და  ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საფასური

ძაბვის საფეხური, კვ

მიერთების პირველი ეტაპისა და  ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საფასური, ლარი (დღგ-ის ჩათვლით)

6-10

3000

35-110

 

 

დანართი №6

ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მეორე ეტაპის საფასური, სისტემის ოპერატორის ქვესადგურში უჯრედის მოწყობის  შემთხვევაში

ძაბვის საფეხური

კვ

მიერთების უზრუნველყოფის მეორე ეტაპის პერიოდი ვადა

მიერთების მეორე ეტაპის საფასური, ლარი (დღგ-ის ჩათვლით)

10 კვ დახურულ გამანაწილებელზე მიერთებისას

მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში

60 000

35 ღია გამანაწილებელზე მიერთებისას

218 000

35 დახურულ გამანაწილებელზე მიერთებისას

300 000

110 ღია გამანაწილებელზე მიერთებისას

560 000

 

“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე