აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-01-3/108
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
მიღების თარიღი 28/02/2023
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016158
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-01-3/108
28/02/2023
ვებგვერდი, 28/02/2023
010320000.33.058.016158
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/02/2023 - 29/05/2023)

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება №01-01-3/108

2023 წლის 28 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 04 აპრილის №7 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 15 მარტის №01-01-6/22 ბრძანება.
მუხლი 3
ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (ა. სირაბიძე) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბრძანების შესაბამისი პირებისათვის გაცნობა. 
მუხლი 4
ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში (მის.: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქუჩა №9) და ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქუჩა N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
მუხლი 5
ბრძანება ძალაშია 2023 წლის 01 მარტიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიჯაბა ფუტკარაძე