დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.32.057.016374 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
|
1.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის №7 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 06/04/2017, 010320020.32.057.016242) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საწარმოთა მართვისა და ქონების პრივატიზების დეპარტამენტი;“; ბ) დებულების მე-7 მუხლის: ბ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1" ქვეპუნქტი: „ე1) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“; ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის წარმოება; ბ) სამინისტროს აპარატის ბიუჯეტის პროექტის, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შემუშავება, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება სამინისტროს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად და საბიუჯეტო დეპარტამენტისათვის წარდგენა; გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების (საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსების შემთხვევაში) ბიუჯეტის პროექტის, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შემუშავება და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადების კოორდინაცია; დ) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ე) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“; ბ.გ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე 1" ქვეპუნქტი: „ე1) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისას და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვისას თანხმობის გაცემისა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიების გატარება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადმოცემული ქონების, ასევე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში უმკვიდრო/მიტოვებული ქონების კანონით დადგენილი წესით მიღება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვა ან/და დარეგისტრირება, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;“; ბ.დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 8. საწარმოთა მართვისა და ქონების პრივატიზების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფოს (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის, სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვა/გადაცემასთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისათვის წარსადგენი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების განხილვა და სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; დ) ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ქონების შემძენთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით კომპეტენციის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიების გაცემის პროცესის ორგანიზება და შესაბამისი ღონისძიებების განხორცილება; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერი) უფლებამოსილების განხორციელება და საწარმოების საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების თაობაზე წინადადებების მომზადება/განხილვა; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილების (აქციების) მართვის კოორდინაცია და სრულყოფა; თ) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები