„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.139.016498
5
24/02/2023
ვებგვერდი, 28/02/2023
010250040.35.139.016498
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2023 წლის 24 თებერვალი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №53 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250040.35.139.016443, 01/03/2022) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის

1. მე-3 მუხლის:  

ა) მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცება“.

ბ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16, მე-17 და მე-18  პუნქტები:

„16. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტოს, თუ:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები დარჩება, ამასთანავე, აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის ჩამოყალიბება შეუძლებელია;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს;

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება.

17. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილებით იღებს საქართველოს მთავრობა.

18. ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო განაგრძობს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას ახალარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე.“

2. მე-13 მუხლის მე- 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.“

3. მე-17 მუხლის

ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ შემუშავებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენას, ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;“

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 99-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.

4. მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეს და მოადგილეებს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობიდან გადაყენების, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“

5. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს;“

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე;“

6. 26-ე მუხლის  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობიდან გადაყენების, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.

7.  87-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის პროექტს.“ 

8. 89-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.“ 

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონით დადგენილი წესით ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი