„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.017340
12
07/03/2023
ვებგვერდი, 07/03/2023
310150000.22.034.017340
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №12

2023 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში (სსმ, №14, 01/02/2007, 310.150.000.22.034.009.916) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

„მუხლი 131

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას დაინტერესებული პირის მიერ შერჩეული ციფრის (ციფრების) ან ლათინური ასოსა (ასოებისა) და ციფრის (ციფრების) კომბინაციის რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე) დატანა უნდა განხორციელდეს შემდეგ მოთხოვნათა დაცვით:

ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) − ტიპი №1-ის შემთხვევაში:

ა.ა) კომბინაციაში შემავალი ციფრი ან ლათინური ასო (ასოები) და ციფრი (ციფრები) დაიტანება მარცხნიდან მარჯვნივ თეთრ ფონზე, შავი წარწერით;

ა.ბ) თუ კომბინაცია შედგება ერთი ციფრისაგან, მისი მაქსიმალური სიგანის შუა წერტილიდან რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მარცხენა და მარჯვენა კიდეებამდე დაშორება არ უნდა იყოს 90 მმ-ზე ნაკლები;

ა.გ) თუ კომბინაცია შედგება ლათინური ასოსაგან (ასოებისგან) და ციფრისაგან (ციფრებისაგან), პირველი, ასევე ბოლო ასოს/ციფრის მაქსიმალური სიგანის შუა წერტილიდან რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მარცხენა და მარჯვენა კიდეებამდე დაშორება არ უნდა იყოს 90 მმ-ზე ნაკლები;

ა.დ) კომბინაციაში შემავალი ციფრის/ასოს მაქსიმალური სიგანის შუა წერტილიდან მის წინა  ციფრის/ასოს მაქსიმალური სიგანის შუა წერტილამდე დაშორება არ უნდა იყოს 45 მმ-ზე ნაკლები და 170 მმ-ზე მეტი;

ა.ე) კომბინაცია შესაძლებელია შედგებოდეს მხოლოდ ციფრისაგან (ციფრებისაგან) ან ლათინური ასოსაგან (ასოებისაგან) და ციფრისაგან (ციფრებისაგან);

ა.ვ) დასატანი ასოებისა და ციფრების შრიფტი უნდა შეესაბამებოდეს „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №24-ით განსაზღვრულ  სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშნებზე), შიდა ტრანზიტსა და „TEST“ ნომერზე დასატანი სერიისა და ნომრის შრიფტის ნიმუშს;

ა.ზ) ერთ წყვილ რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე) შესაძლებელია მხოლოდ იდენტური კომბინაციისა და წყობის ციფრის ან ლათინური ასოს (ასოების) და ციფრის (ციფრების) დატანა;

ბ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) − ტიპი №2-ის შემთხვევაში:

ბ.ა) კომბინაციაში შემავალი  ციფრი ან  ლათინური ასო (ასოები) და ციფრი (ციფრები) დაიტანება მარცხნიდან მარჯვნივ თეთრ ფონზე, შავი წარწერით;

ბ.ბ) კომბინაციაში შემავალი სიმბოლოების დატანა უნდა განხორციელდეს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ზედა ნაწილიდან ქვედა ნაწილისაკენ, თუ მასში შემავალი ციფრების ან ლათინური ასოსა (ასოებისა) და ციფრის (ციფრების) გადანაწილება ხორციელდება რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ორივე (ზედა და ქვედა) ნაწილებზე;

ბ.გ) რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ზედა ნაწილში დასაშვებია არაუმეტეს სამი სიმბოლოს (ასოების ან/და ციფრების) დატანა. ამასთან, თუ:

ბ.გ.ა) კომბინაცია შედგება ერთი ციფრისაგან, მისი მაქსიმალური სიგანის შუა წერტილიდან  რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ზედა ნაწილის მარცხენა და მარჯვენა კიდეებამდე დაშორება არ უნდა იყოს 90 მმ-ზე ნაკლები;

ბ.გ.ბ) თუ კომბინაცია შედგება ლათინური ასოსაგან (ასოებისაგან) და ციფრისაგან (ციფრებისაგან), პირველი, ასევე, ბოლო ასოს/ციფრის მაქსიმალური სიგანის შუა წერტილიდან რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ზედა ნაწილის მარცხენა და მარჯვენა კიდეებამდე დაშორება არ უნდა იყოს 90 მმ-ზე ნაკლები;

ბ.დ) რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ქვედა ნაწილში დასაშვებია არაუმეტეს ხუთი სიმბოლოს (ასოების ან/და ციფრების) დატანა. ამასთან, თუ:

ბ.დ.ა) კომბინაცია შედგება ერთი ციფრისაგან, მისი მაქსიმალური სიგანის შუა წერტილიდან  რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ქვედა ნაწილის მარცხენა და მარჯვენა კიდეებამდე დაშორება არ უნდა იყოს 45 მმ-ზე ნაკლები;

ბ.დ.ბ) თუ კომბინაცია შედგება ლათინური ასოსაგან (ასოებისაგან) და ციფრისაგან (ციფრებისაგან), პირველი, ასევე ბოლო ასოს/ციფრის მაქსიმალური სიგანის შუა წერტილიდან  რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ქვედა ნაწილის მარცხენა და მარჯვენა კიდეებამდე დაშორება არ უნდა იყოს 45 მმ-ზე ნაკლები;

ბ.დ.გ) კომბინაციაში შემავალი ციფრის/ასოს მაქსიმალური სიგანის შუა წერტილიდან, მის წინა  ციფრის/ასოს მაქსიმალური სიგანის შუა წერტილამდე დაშორება არ უნდა იყოს 45 მმ-ზე ნაკლები და 95 მმ-ზე მეტი;

ბ.ე) კომბინაცია შესაძლებელია შედგებოდეს მხოლოდ ციფრისაგან (ციფრებისაგან) ან ლათინური ასოსაგან (ასოებისაგან) და ციფრისაგან (ციფრებისაგან);

ბ.ვ) დასატანი ასოებისა და ციფრების შრიფტი უნდა შეესაბამებოდეს „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №24-ით განსაზღვრულ  სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშნებზე), შიდა ტრანზიტსა და „TEST“ ნომერზე დასატანი სერიისა და ნომრის შრიფტის ნიმუშს;

ბ.ზ) ერთ წყვილ რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე) შესაძლებელია მხოლოდ იდენტური კომბინაციისა და წყობის ციფრის ან ლათინური ასოს (ასოების) და ციფრის (ციფრების) დატანა. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ზომაში ცდომილება დასაშვებია ± 5 მმ-ით.“.

2. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო შიდა ტრანზიტს გასცემს დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე:

ა) შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში − დაკარგული შიდა ტრანზიტის  მოქმედების დარჩენილი ვადით;

ბ) შიდა ტრანზიტის შეცვლის შემთხვევაში − შესაცვლელი შიდა ტრანზიტის მოქმედების დარჩენილი ვადით;

გ)  საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული ან საბაჟო საწყობში დროებით შენახული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ საბაჟო საწყობიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანის შემთხვევაში − 2 (ორი) კალენდარული დღის ვადით;

დ) სატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევის შემთხვევაში − სატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის ვადით.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. სააგენტოს მიერ შიდა ტრანზიტის გაცემის შემთხვევაში, შიდა ტრანზიტთან ერთად გაიცემა ერთი დროებითი მოწმობა (დანართი № 5).

12. შიდა ტრანზიტის გაცემის თარიღად ითვლება დროებითი მოწმობის (დანართი №5) გაცემის თარიღი, რის შესახებაც ინფორმაცია აისახება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შიდა ტრანზიტის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები;

ბ) განცხადება შიდა ტრანზიტის გაცემის/შეცვლის მოთხოვნის შესახებ, რომელშიც მითითებულ უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალების მარკა ან/და მოდელი და სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემი;

გ) შიდა ტრანზიტის გაცემის მომსახურების გაწევისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

შენიშვნა: შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში, ახალი შიდა ტრანზიტის გაცემისას დაინტერსებული პირი ვალდებულია დამატებით წარადგინოს იმ შიდა ტრანზიტის გაცემისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დაკარგა.“;

დ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2127 პუნქტები:

„21. შიდა ტრანზიტის (ცალის ან წყვილის) დაკარგვის შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია ამის თაობაზე განცხადებით დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.

22. დაინტერესებული პირი თავისუფლდება ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებისაგან, თუ მას შესაბამისი ინფორმაცია მიწოდებული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სხვა უფლებამოსილი ორგანოსათვის, რაც ასახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

23. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ასახვის მიზნით, სააგენტო შიდა ტრანზიტის დაკარგვის შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, დაინტერესებული პირის მიერ შიდა ტრანზიტის დაკარგვის შესახებ განცხადების წარდგენიდან სამი სამუშაო დღის ვადაში.

24. შიდა ტრანზიტის (ცალის ან წყვილის) დაკარგვის შემთხვევაში მისი აღდგენა არ ხორციელდება, ხოლო იმავე ციფრის (ციფრების) ან ლათინური ასოსა (ასოებისა) და ციფრის (ციფრების) კომბინაციის მქონე შიდა ტრანზიტი არ გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვიდან 2 წლის განმავლობაში.

25. შიდა ტრანზიტის დაკარგვა არ ათავისუფლებს პირს მისი გაცემის მომსახურებისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

26.. შიდა ტრანზიტის შეცვლად ჩაითვლება სხვა სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე შიდა ტრანზიტის დადგენილი წესით გაცემა.

27. შიდა ტრანზიტის გაცემის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიზნებისათვის ჩაითვლება შიდა ტრანზიტით (დროებითი სანომრე ნიშნით) მოსარგებლე პირად.“;

ე) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (საქონლის მფლობელს) უფლება აქვს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესით გაცემული (მინიჭებული) შიდა ტრანზიტის გაცემისათვის კანონით განსაზღვრული საფასური გადაიხადოს შიდა ტრანზიტით მოქმედების  ვადის ამოწურვამდე, საქონლის გაფორმებისას.“;

ზ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. შიდა ტრანზიტის გაცემის მომსახურების გაწევისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდამდე სააგენტო უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს დაინტერესებული პირის მოთხოვნა საქართველოს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელებაზე, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე.“;

თ) მე-13მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. შიდა ტრანზიტის მოქმედების ვადის ამოწურვის, აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის ან საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი ვალდებულია შიდა ტრანზიტი დაუბრუნოს (ჩააბაროს) სააგენტოს, ხოლო ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესით გაცემული შიდა ტრანზიტის დაბრუნებისას (ჩაბარებისას) სააგენტოს წარუდგინოს შიდა ტრანზიტის გაცემის მომსახურების გაწევისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

14. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, შეუძლებელია სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციოდ წარდგენა, დაინტერესებული პირი ვალდებულია შიდა ტრანზიტი მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე ჩააბაროს  სააგენტოს.

15. შიდა ტრანზიტი არ გაიცემა, ასევე, სატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მესაკუთრის მიერ მისი გამოყენება იკრძალება:

ა) სატრანსპორტო საშულებაზე, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში და უკვე მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო ნიშნები;

ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც დაინტერესებული პირის მიერ არ არის მითითებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით წარდგენილ განცხადებაში;

გ) სატრანსპორტო საშუალებაზე თუ შიდა ტრანზიტის გაცემა არ არის ასახული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, თუ შიდა ტრანზიტი გაცემულია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესით;

დ) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც უკვე გაცემულია შიდა ტრანზიტი და რის თაობაზეც ინფორმაცია ასახულია სააგენტოს ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, გარდა უკვე გაცემული შიდა ტრანზიტის სანაცვლოდ ახალი შიდა ტრანზიტის გაცემის შემთხვევისა;

ე) თუ ვერ ხერხდება სატრანსპორტო საშუალების ან/და დაინტერესებული პირის იდენტიფიკაცია;

ვ) მისი სააგენტოსათვის ჩაბარებიდან 24 საათის განმავლობაში;

ზ) თუ გასულია სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ვალდებულების ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვადა;

თ) საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო საავტომობილო მოძრაობაში მყოფ ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებაზე, რის თაობაზეც ინფორმაცია ცნობილია სააგენტოსათვის;

ი) თუ სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებს;

კ) თუ დაინტერესებულ პირს შესრულებული არ აქვს შიდა ტრანზიტის გაცემის მომსახურებისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულება;

ლ) ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

16. შიდა ტრანზიტი იურიდიულ ძალას კარგავს:

ა) ამ მუხლით გათვალისწინებული შიდა ტრანზიტის მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე;

ბ) სააგენტოში მისი ჩაბარებისთანავე;

გ) სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევისას ან საბაჟო საწყობში დროებით შენახვისას, შესაბამისი პროცედურების გავლისთანავე;

დ) ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული გარემოების ან/და შიდა ტრანზიტის სარგებლობის წესების დარღვევისთანავე;

ე) სააგენტოს მიერ შიდა ტრანზიტის გაუქმების შემთხვევაში;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.“;

ი) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 და მე-18 პუნქტები:

„17. ამ მუხლის მიზნებისათვის დაინტერესებულ პირად მიიჩნევა:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – გამგზავნ საბაჟო ორგანოში საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემულ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელად აღრიცხული პირი;

ბ) სატრანსპორტო საშუალების მონაცემებისა და მისი მესაკუთრის/მფლობელის შესახებ ინფორმაციის შემცველი უფლებამოსილი სამსახურების მიერ გაცემული ან დამოწმებული დოკუმენტებით (ამონაწერი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი (ფორმა 2), საკუთრების უფლების გადაცემის გარიგება, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, კონოსამენტი და სხვ.), თუ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით.

18. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი თავისუფლდება შიდა ტრანზიტის გაცემის მომსახურების გაწევისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.“.

3. 171 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. დანართი № 5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დანართი № 5

დროებითი მოწმობა №

 

დაინტერესებული პირი _______________________________________________________________

(პირის მონაცემები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და №)

 

 მისამართი   _________________________________________         

 

სატრანსპორტო საშუალების მარკა/მოდელი და საიდენტიფიკაციო ნომერი  

_____________________________________________________________________________________

     TR (TG,TT) N -------------------------

     TR (TG,TT)  გაცემის თარიღი: ----- ---------- 20   წ.

      TR(TG,TT)   მოქმედების ვადა: ---- ---------- 20   წ.

  

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს

__________________________________________________________________________

                                                       (გამცემი სარეგისტრაციო სამსახური)

                                   

                                        ----------------------------------------------------  ბ .ა

                                                    (თანამდებობის პირის ხელმოწერა )“.


 

მუხლი 2
1. 2023 წლის 1 მარტამდე გაცემული შიდა ტრანზიტის გაცემის მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულების 2023 წლის 28 თებერვლის შემდეგ წარმოშობის შემთხვევაში, მომსახურების საფასური გადაიხდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მომსახურების გადახდის დღისთვის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული განაკვეთის ოდენობითა და წესით.

2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გათვალისწინებული წესით მფლობელისათვის სააგენტოს მიერ  გადაცემული გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი (შემდგომ − გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი) იურიდიულ ძალას ინარჩუნებს სააგენტოს მიერ მფლობელზე გაცემიდან 365 დღის განმავლობაში და მისი მფლობელის მიერ გაცემა ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

3. გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის მფლობელს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ მიანიჭოს იგი მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ, დროებით დაურეგისტრირებელ  სატრანსპორტო საშუალებებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესის გათვალისწინებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირებს უფლება არ აქვთ გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი მიანიჭონ:

ა) საქართველოში რეგისტრირებულ ან აღრიცხვიდან მოხსნილ სატრანსპორტო საშუალებებს;

ბ) საქართველოში დროებით დაურეგისტრირებელ იმ  სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა რეგისტრაცია არ განხორციელდა ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში;

გ) ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებს;

დ) უცხოეთში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელიც საქართველოში შემოყვანილი იქნა დროებით, 90 დღეზე ნაკლები ვადით;

ე) იმ  სატრანსპორტო საშუალებებს, რომელზეც არ გააჩნიათ საკუთრების უფლება.

5. გრძელვადიან შიდა ტრანზიტზე გაიცემა ამ ინსტრუქციის დანართი №8-ით განსაზღვრული დროებითი მოწმობა.

6. იმ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში ცვლილების განხორციელებისას, რომელზეც 2023 წლის 7 მარტამდე გაცემულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და რომელიც არ შეესაბამება ამ ინსტრუქციის 131 მუხლის მოთხოვნებს, აგრეთვე, ასეთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) საგენტოსათვის ჩაბარების ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულების წარმოშობისას ან დაკარგულის აღდგენისას, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) მზადდება ამ ინსტრუქციის 131 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარემოების წარმოშობისას, 2023 წლის 7 მარტამდე გაცემული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ბარდება სააგენტოს (გარდა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაკარგვის შემთხვევისა), ხოლო დაინტერესებული პირის მიერ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სააგენტოსათვის ჩაბარებაზე ან/და მის სანაცვლოდ ახალი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მიღებაზე უარის განცხადების შემთხვევაში სააგენტოს მიერ მომსახურება არ გაიწევა. ამასთან, ასეთი რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) კარგავს იურიდიულ ძალას რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) საგენტოსათვის ჩაბარების ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულების წარმოშობის დღიდან.

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 7 მარტიდან.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური