ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 30/06/1970
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1970
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
30/06/1970
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1970
000000000.00(0).000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის შესახებ

 

„ვალუტის მცირე რაოდენობით შესყიდვის, გაყიდვისა და  გაცვლისათვის და უცხოელთაგან ნივთების შესყიდვებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 25 მარტის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. დაემატოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 1652 მუხლი შემდეგი შინაარსისა:

„მუხლი 1652. ვალუტის ან ფასიანი ქაღალდის მცირე რაოდენობით შესყიდვა, გაყიდვა და გაცვლა

ვალუტის ან ფასიანი ქაღალდის მცირე რაოდენობით შესყიდვა, გაყიდვა და გაცვლა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც ამავე ქმედობისათვის ერთი წლის განმავლობაში ორჯერ იყო გამოყენებული ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, სავალუტო ფასეულობის კონფისკაციით“.

2. დადგინდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 1652 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე წარმოებს მოკვლევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ პროკურორი საჭიროდ მიიჩნევს წინასწარი გამოძიება.

ამის შესაბამისად საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილს ციფრის 138 შემდეგ დაემატოს ციფრი 1652.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე     გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.

 

თბილისი, 1970 წლის 30 ივნისი.