„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 23-16
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260040.35.101.017078
23-16
17/03/2023
ვებგვერდი, 20/03/2023
010260040.35.101.017078
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23-16

2023 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 16/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260040.35.101.016054) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის“ (დანართი 3):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ორგანიზება გაუკეთოს თბილისის  დაგვა-დასუფთავებას; წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასა და სეპარირებული ნარჩენების რეალიზაციას; ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვას;“;

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს „ღ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) ნარჩენების განკარგვა  ნარჩენების მესაკუთრის მიერ ნარჩენების განკარგვა/რეალიზაცია საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.“;

გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის პირველი მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა - გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეგროვებული და ნარჩენებისთვის განკუთვნილ სათავსში განთავსებული, ასევე ნორიოში არსებულ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელ პოლიგონზე (თბილისის საკუთრებაში არსებულ ნარჩენების საბოლოო განთავსების სხვა ადგილზე) განთავსებული ნარჩენები თბილისის საკუთრებაა; 

ბ) მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორიოში არსებულ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელ პოლიგონზე (თბილისის საკუთრებაში არსებულ ნარჩენების საბოლოო განთავსების სხვა ადგილზე)  განთავსებული ნარჩენები თბილისის საკუთრებაა;

გ)   მე-3 პუნქტის  „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეგროვებული, ასევე, ნარჩენებისთვის განკუთვნილ სათავსში განთავსებული ნარჩენები  ამავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირის საკუთრებაა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე