დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა ვენერიულ სნეულებათა გავრცელებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 28/10/1971 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10, 29/10/1971 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
ვენერიულ სნეულებათა გავრცელებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
„ვენერიულ სნეულებათა გავრცელებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1971 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 122. ვენერიული სენის შეყრა ან ვენერიული სენის მკურნალობისათვის თავის არიდება
ჯანმრთელობის დაცვის ორგანოებისაგან მიღებული გაფრთხილების შემდეგ ვენერიული სენის მკურნალობისათვის თავის არიდება –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ას მანეთამდე.
წინასწარი შეცნობით ვენერიული სენის შეყრის საფრთხეში სხვა პირის ჩაყენება სქესობრივი კავშირით თუ სხვაგვარი ქმედობით –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ას მანეთამდე.
ვენერიული სენის შეყრა სხვა პირისათვის, იმ პირის მიერ, რომელმაც იცოდა, რომ ეს სენი სჭირდა, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.
ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ადრე გასამართლებული იყო სხვა პირისათვის ვენერიული სენის შეყრის გამო, აგრეთვე ორი ან მეტი პირისათვის ან არასრულწლოვანისათვის ვენერიული სენის შეყრა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1971 წლის 28 ოქტომბერი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები