„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 115
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.023948
115
20/03/2023
ვებგვერდი, 21/03/2023
130000000.10.003.023948
„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №115

2023 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/07/2019, 130000000.10.003.021355) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების“  (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, უზრუნველყოფს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხის განხილვას;“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ჰიბრიდული საფრთხეების სამმართველო.“;

ბ.ბ.) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი:

ა)  საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, განიხილავს და აანალიზებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; შეისწავლის ექსტრემიზმსა და ტერორიზმთან, სეპარატიზმთან ბრძოლის, სახელმწიფო საზღვრის მართვის, მართლწესრიგის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ასევე ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ახდენს ზემოაღნიშნულ სფეროებში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და ანალიზს;

ბ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, შეისწავლის ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს, ენერგეტიკისა  და გარემოს დაცვის სფეროებში შექმნილ ვითარებას; ახორციელებს ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, უსაფრთხოების გარემოს შეფასებას, შესაბამისი საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და ანალიზს;

გ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს ჰიბრიდულ საფრთხეებზე ერთიანი სახელმწიფო ხედვის ფორმირების ხელშეწყობას და შესაბამის ინსტიტუციურ კოორდინაციას; ახორციელებს  ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებისთვის საჭირო ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების ხელშეწყობას ეროვნულ დონეზე;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საბჭოს მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის შიდა,  საგარეო, სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების საკითხებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე;

ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ცალკეული შიდა და საგარეო პოლიტიკური, ასევე სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, გარემოსდაცვითი და ჰიბრიდული საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით;

ვ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სწავლობს და აანალიზებს საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებულ მდგომარეობას, ამუშავებს მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარებს და აფასებს შესაბამის გამოწვევებს, რისკებსა და საფრთხეებს;

ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას; ეროვნულ დონეზე, დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის მიმართულებით, სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემების განვითარების ხელშეწყობას;

თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ერთიანი შიდა, საგარეო, სოციალურ-ეკონომიკური, ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას;

ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას;

კ) საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან;

ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი №2

 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები

 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები

სახელმწიფო სპეციალური წოდების ზღვარი

თანამდებობა

რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

 

46

 

1

უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდება

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი

1

7560

2

უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდება

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე

1

6800

შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი

20

 

3

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

დეპარტამენტის დირექტორი

1

6050

4

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1

5745

შიდა უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო

5

 

5

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

სამმართველოს უფროსი

1

5290

6

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

უფროსი მრჩეველი

2

3935

7

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

მრჩეველი

2

3330

საგარეო უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო

5

 

8

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

სამმართველოს უფროსი

1

5290

9

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

უფროსი მრჩეველი

3

3935

10

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

მრჩეველი

1

3330

სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხთა სამმართველო

4

 

11

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

სამმართველოს უფროსი

1

5290

12

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

უფროსი მრჩეველი

1

 

3935

13

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

მრჩეველი

2

3330

ჰიბრიდული საფრთხეების სამმართველო

4

 

14

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

სამმართველოს უფროსი

1

5290

15

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

უფროსი მრჩეველი

2

3935

16

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

მრჩეველი

1

3330

თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი

                  4

 

17

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

დეპარტამენტის დირექტორი

1

6050

18

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

უფროსი მრჩეველი

2

3935

19

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

მრჩეველი

1

3330

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

10

 

20

ეროვნული უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი

დეპარტამენტის დირექტორი

1

6050

21

ეროვნული უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი

უფროსი სპეციალისტი

5

2725

22

ეროვნული უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი

სპეციალისტი

4

2420

კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი)

5

 

23

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

დეპარტამენტის დირექტორი

1

6050

24

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

უფროსი მრჩეველი

3

3935

25

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

მრჩეველი

1

3330

ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი

5

 

26

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

დეპარტამენტის დირექტორი

1

6050

27

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

უფროსი მრჩეველი

3

3935

28

ეროვნული უსაფრთხოების პოლკოვნიკი

მრჩეველი

1

3330