“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებულებაში ცვლილებეებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებულებაში ცვლილებეებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 136
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/02/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 15/02/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.006.341
  • Word
136
11/02/2004
სსმ, 17, 15/02/2004
100.110.000.11.106.006.341
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებულებაში ცვლილებეებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.006.341

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 136

2004 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებით (საკანონმდებლო მაცნე №81 05.08.03) დამტკიცებულ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულებაში” (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-11 მუხლის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ბ) კოორდინაციას უწევს აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს საქმიანობას”.

ბ) მე-12 მუხლის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ბ) კოორდინაციას უწევს დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს, სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს, სტატისტიკის, ანალიზისა და საფინანსო სამმართველოს, კანცელარიას და დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეების საქმიანობას”.

გ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველო;

ბ) დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველო;

გ) სტატისტიკის, ანალიზისა და საფინანსო სამმართველო;

დ) სააღსრულებო პოლიციის სამმართველო;

ე) კანცელარია.

დ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-18 მუხლი;

ე) 181 მუხლის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ა) ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროების მიერ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას;”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი