დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017046 |
|
„საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
|
„საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/04/2007, სარეგისტრაციო კოდი: 470.230.000.22.035.010.214) შევიდეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართი (,,საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხა”) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ დანართი №1 საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხა
“ პალიატიური მედიცინა – სუბსპეციალობის მოწმობის ფლობა სავალდებულოა მხოლოდ სტაციონარული პალიატიური სერვისის მიმწოდებელი სუბიექტებისათვის. ** „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ ასევე განისაზღვროს შემდეგი სპეციალობების მომიჯნავე სპეციალობად: „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“, „ბავშვთა ქირურგია“ და „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“. „ბავშვთა გადაუდებელ მედიცინაში“ გადამზადებისა და შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების უფლება მიეცეთ ასევე სუბიექტებს, რომლებსაც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის ახალი რედაქციით ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში - „კრიტიკული მედიცინა“. *** „გადაუდებელი მედიცინა“ ასევე განისაზღვროს შემდეგი სპეციალობების მომიჯნავე სპეციალობად: „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“, „შინაგანი მედიცინა“, „კარდიოლოგია“, „ნევროლოგია“, „ზოგადი ქირურგია“, „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, „მეანობა-გინეკოლოგია“. „გადაუდებელ მედიცინაში“ გადამზადებისა და შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების უფლება მიეცეთ ასევე სუბიექტებს, რომლებსაც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის ახალი რედაქციით ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში - „კრიტიკული მედიცინა“. **** „თერაპიული სტომატოლოგია“ და „ორთოპედიული სტომატოლოგია“ განისაზღვროს მომიჯნავე სპეციალობებად. ***** „ბირთვული მედიცინა“ განისაზღვროს „კლინიკური ონკოლოგიისა“ („ონკოლოგია“) და „რადიოლოგიის“ („სამედიცინო რადიოლოგია“) მომიჯნავე სპეციალობად. ****** „სასამართლო მედიცინა“ განისაზღვროს სპეციალობების: „ზოგადი ქირურგია“, „მეანობა-გინეკოლოგია“, „პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია“, „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, „ბავშვთა ქირურგია“, მომიჯნავე სპეციალობად („სასამართლო მედიცინაში“ სერტიფიცირებულ პირს არა აქვს ჩამოთვლილ სპეციალობებში გადამზადების უფლება). ******* „ქირურგიული სტომატოლოგია“ სერტიფიკატის მქონე პირს უფლება აქვს, განახორციელოს დენტალური იმპლანტაცია შესაბამისი სუბსპეციალობის კურსის გავლის საფუძველზე. ******** „ბავშვთა ონკოლოგია“, ასევე განისაზღვროს სპეციალობების: „ბავშვთა ჰემატოლოგია/ ტრანსფუზიოლოგია“, „პედიატრია“ მომიჯნავე სპეციალობად. ********* „ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია“ განისაზღვროს სპეციალობის „ჰემატოლოგია/ ტრანსფუზიოლოგია“ მომიჯნავედ.”. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები