„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 131
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023964
131
30/03/2023
ვებგვერდი, 30/03/2023
300160070.10.003.023964
„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №131

2023 წლის 30 მარტი

 ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 08/02/2016, 300160070.10.003.019106) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის − „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ 903.2.8 ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

903.2.8. ჯგუფი სც. სც ჯგუფის დაკავებულობები მთლიანად უზრუნველყოფილი უნდა იყოს 903.3 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით.

გამონაკლისი:

1. სც-2 ჯგუფის მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობა, რომლის დაკავებული იატაკი არ მდებარეობს სახანძრო მანქანის მისადგომი ყველაზე დაბალი დონიდან 37 მ-ზე ზემოთ.

2. 2028 წლის 1 აპრილამდე სც-2 ჯგუფის მრავალბინიანი საცხოვრებელი მაღლივი შენობის საცხოვრებელ ერთეულებში (ბინებში) ავტოსაშხეფი სისტემის დაყენება აუცილებელი არ არის.

3. ერთბინიანი ან ორბინიანი საცხოვრებელი შენობები.

903.2.8.1. სც-3 ან სც-4 ჯგუფის საცხოვრებლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მარტოხელა მოხუცებისთვის. 903.3 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემა დასაშვებია სც-3 ან სც-4 ჯგუფის საცხოვრებლებში, სადაც იმყოფება 16 ან 16-ზე ნაკლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მარტოხელა მოხუცი.

903.2.8.2. მოვლა-მზრუნველობის დაწესებულებები. 903.3 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემა დასაშვებია მოვლა-მზრუნველობის დაწესებულებებში, სადაც ერთი ოჯახის საცხოვრებელში იმყოფება 5 ან 5-ზე ნაკლები პირი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი