,,სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 12 თებერვლის №01-15/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 27/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017049
27/ნ
28/04/2023
ვებგვერდი, 28/04/2023
470230000.22.035.017049
,,სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 12 თებერვლის №01-15/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №27/ნ

2023 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

,,სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 12 თებერვლის №01-15/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 12 თებერვლის №01-15/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 12/02/2021; 470230000.22.035.016843) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის „სამუშაო დროის აღრიცხვის წესი“:

ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დახურვის თარიღი დგინდება დამსაქმებლის მიერ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 10 რიცხვისა, გარდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის სამუშაო დროის აღრიცხვისა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მინიმალური საათობრივი ანაზღაურება. მინიმალური საათობრივი ანაზღაურების მიმღები სამედიცინო პერსონალის სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დახურვის თარიღი განისაზღვრება არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 25 რიცხვისა.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას გამოიყენება შემდეგი პირობითი აღნიშვნები (გამოიყენება მე-4 გრაფის შევსებისას):

ა) „დ“ – დასვენება/უქმე დღეები;

ბ) „ა/შ“ – ანაზღაურებადი შვებულება;

გ) „უ/შ“ – ანაზღაურების გარეშე შვებულება;

დ) „დ/შ-ა“ – დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი;

ე) „დ/შ-უ“ -დეკრეტული შვებულება ანაზღაურების გარეშე;

ვ) „ს/ფ“ – საავადმყოფო ფურცელი;

ზ) „გ“ – გაცდენა.“.

2. №2 დანართი „ სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი