„ტექნიკური რეგლამენტის – ჭაჭუნის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის – ჭაჭუნის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 170
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024003
170
01/05/2023
ვებგვერდი, 03/05/2023
300160070.10.003.024003
„ტექნიკური რეგლამენტის – ჭაჭუნის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №170

2023 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის – ჭაჭუნის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – ჭაჭუნის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 მარტის №96 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/03/2023, 300160070.10.003.023929) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ჭაჭუნის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მენეჯმენტის გეგმის მე-3 მუხლით განსაზღვრული მიზნებისა და ჭაჭუნის აღკვეთილის უნიკალური ბიომრავალფეროვნების გრძელვადიანი კონსერვაციის მიზნებიდან გამომდინარე, ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე აკრძალულია ნადირობა, გარდა მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების მომენტისთვის ტერიტორიაზე არსებული სამონადირეო მეურნეობის ფარგლებში ნადირობისა. არსებულ სამონადირეო მეურნეობაში დაშვებულია მდგრადი ნადირობა, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით, სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით. სალიცენზიო ვადის ამოწურვის შემდეგ ჭაჭუნის აღკვეთილის მთელ ტერიტორიაზე იკრძალება სამონადირეო საქმიანობა. დასაშვებია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარეულ ცხოველთა რეგულირება მხოლოდ ჭაჭუნის აღკვეთილის კონსერვაციული მიზნებიდან გამომდინარე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი