„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016620
17
03/05/2023
ვებგვერდი, 04/05/2023
010250020.35.162.016620
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №17

2023 წლის 3 მაისი

ქ. ახმეტა

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/08/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016590) შეტანილ  იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

1. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც აქვს ორი განყოფილება:

ა.ა) საქმისწარმოების და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება;

ა.ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის და საერთაშორისო პროექტების განყოფილება.

ბ) იურიდიული სამსახური, რომელსაც აქვს ორი განყოფილება:

ბ.ა) ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება;

ბ.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელსაც აქვს ორი განყოფილება:

გ.ა) საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება;

გ.ბ) სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება.

დ) ეკონომიკის სამსახური, რომელსაც აქვს სამი განყოფილება:

დ.ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება,

დ.ბ) შესყიდვების განყოფილება;

დ.გ) ქონების მართვის განყოფილება.

ე) კულტურის, სკოლამდელი განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

ვ) შიდა აუდიტის სამსახური;

ზ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;

თ) ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახური, რომელსაც აქვს ერთი განყოფილება:

თ.ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.

ი) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახური, რომელსაც აქვს სამი განყოფილება:

ი.ა) სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება;

ი.ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება;

ი.გ) ძეგლთა დაცვის განყოფილება;

კ) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური.“.

2. მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივი მომსახურება; თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მერიის წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში; ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის შედგენა და სახდელის შეფარდება.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის კოორდინაცია და ადმინისტრირება, ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელება საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465, 466, 1728 და 1729  მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის იდენტიფიცირებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა, დამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და სახდელის შეფარდება.“.

3. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტიჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ა) ქალაქ ახმეტის ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს ქალაქ ახმეტას;

ბ) მატნის ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს სოფელ მატანს;

გ) საკობიანოს ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს: სოფელ ბაყილოვანს, სოფელ დედისფერულს, სოფელ კუწახტას, სოფელ საკობიანოს, სოფელ ქორეთს, სოფელ ყვარელწყალს, სოფელ ხადორს, სოფელ ხევისჭალას;

დ) დუისის ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს სოფელ დუისს და სოფელ წინუბანს;

ე) ჯოყოლოს ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს: სოფელ ბირკიანს, სოფელ ძიბახევს, სოფელ ჯოყოლოს;

ვ) ქვემო ხალაწნის ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს: სოფელ დუმასტურს, სოფელ ზემო ხალაწანს, სოფელ ომალოს, სოფელ ქვემო ხალაწანს და სოფელ შუა ხალაწანს;

ზ) ზემო ალვანის ადმინისტრაციული ერთული, რომელიც მოიცავს სოფელ ზემო ალვანს და სოფელ ხორბალოს;

თ) ქვემო ალვანის ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს სოფელ ბაბანეურს და სოფელ ქვემო ალვანს;

ი) მაღრაანის ადმინისტრაციული ერთეული,რომელიც მოიცავს: სოფელ არგოხს, სოფელ მაღრაანს, სოფელ ფიჩხოვანს;

კ) ოჟიოს ადმინისტრაციული ერთული, რომელიც მოიცავს: სოფელ ალავერდს, სოფელ კოღოთოს, სოფელ ოჟიოს;

ლ) ზემო ხოდაშნის ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს: სოფელ აწყურს, სოფელ ახალდაბას, სოფელ ზემო ხოდაშენს, სოფელ ჩაბინაანს, სოფელ ჩარექაულს, სოფელ ხველიანდროს, სოფელ ხორხელს;

მ) ქისტაურის ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს: სოფელ არაშენდას, სოფელ ახალშენს, სოფელ ახშანს, სოფელ ახშნის ველებს, სოფელ ინგეთს, სოფელ კოჯორს, სოფელ ოსიაურს, სოფელ საჩალეს, სოფელ ქისტაურს;

ნ) კასრისწყლის ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს სოფელ კასრისწყალს;

ო) თუშეთის ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს: სოფელ აგეურთას, სოფელ ალისგორს, სოფელ ბასოს, სოფელ ბეღელას, სოფელ ბიქურთას, სოფელ ბოჭორნას, სოფელ ბუხურთას, სოფელ გირევს, სოფელ გოგრულთას, სოფელ გუდაანთას, სოფელ დადიკურთას, სოფელ დანოს, სოფელ დართლოს, სოფელ დაქიურთას, სოფელ დიკლოს, სოფელ დოჭუს, სოფელ ეთელთას, სოფელ ილიურთას, სოფელ ვაკისძირს, სოფელ ვერხოვანს,  სოფელ ვესტმოს, სოფელ ვესტომთას, სოფელ ვეძისხევს, სოფელ თუშეთის საბუეს, სოფელ ინდურთას, სოფელ ინწუხს, სოფელ კვავლოს, სოფელ კოკლათას, სოფელ მოზართას, სოფელ ნადირთას, სოფელ ნაკუდურთას, სოფელ ნაციხარს, სოფელ ომალოს, სოფელ ორციხეს, სოფელ ჟველურთას, სოფელ საგირთას, სოფელ საჩიღოლოს, სოფელ ტბათანას, სოფელ ფარსმას, სოფელ ქუმელაურთას, სოფელ შავწყალას,  სოფელ შენაქოს, სოფელ შტროლთას, სოფელ ჩიგლაურთას, სოფელ ჩიღოს, სოფელ ცოკალთას, სოფელ წაროს, სოფელ ჭალას, სოფელ ჭეროს, სოფელ ჭეშოს, სოფელ ჭონთიოს, სოფელ ხახაბოს, სოფელ ხისოს, სოფელ ჯვარბოსელს, სოფელ ჰეღოს;

პ) შახვეტილას ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს: სოფელ ბუხრებს, სოფელ ბუღაანს,  სოფელ ვეძებს, სოფელ ნადუქნარს, სოფელ საბუეს, სოფელ ქვემო ჩოფჩაურს, სოფელ შახვეტილას, სოფელ ჩაჩხრიალას, სოფელ ჭართალას, სოფელ ჯაბურს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი