დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 აპრილის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19 |
დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 03/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.162.016622 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 აპრილის №34 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 07/04/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016570) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილების დანართი №1-ის:
1. პირველი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვის მონიტორინგს; უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; წინადადებების შემუშავებას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებს; უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების იდენტიფიცირებას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას, დამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და სახდელის შეფარდებას.“. 2. მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას, მათ შორის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების იდენტიფიცირებას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას, დამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და სახდელის შეფარდებას.“. 3. მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების იდენტიფიცირებას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას, დამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და სახდელის შეფარდებას.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები