„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016559
18
22/05/2023
ვებგვერდი, 24/05/2023
010250050.35.117.016559
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2023 წლის 22 მაისი

ქ. ამბროლაური

 

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის შესაბამისად,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №01 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 17/11/2017 წ; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016326) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ პირველი  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, პირდაპირი არჩევით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში - შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. საკრებულო შედგება 30 არჩეული წევრისაგან, რომელთაგან 20 წევრი არჩეულია პროპორციული, ხოლო 10 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;“

გ) დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი რედაქციით:

„მ) საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცება.“

დ) დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

 „9. მერი უფლებამოსილია წერილობით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ამასთანავე, აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები.“

ე) დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად დაწყებისთანავე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე.“

ვ) დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერება და/ან შეწყვეტა

1. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ:

ა) უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით - პირადი განცხადების საკრებულოს აპარატში ჩაბარების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან;

ბ) კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა-სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვარამ არარის განსაზღვრული -სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღიდან;

ვ) დაიკავა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 42-ე მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელი თანამდებობა - ამ თანამდებობის დაკავების შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

ზ) გარდაიცვალა – გარდაცვალების მომდევნო დღიდან.

2. საკრებულო საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წარდგინების (დასკვნის) საფუძველზე.

3. საკრებულო საკრებულოს წევრის ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ზ“ შემთხვევებში იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია არკვევს საკრებულოს წევრის გაცდენის მიზეზებს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიოა, საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია გამოითხოვს ინფორმაციას საკრებულოს წევრის მიერ შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ფაქტის დასადგენად და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით.

6. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უჩერდება სასამართლოს მიერ საკრებულოს წევრისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში. უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციული პატიმრობისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოქმედების ვადით. საკრებულოს წევრს უფლებამოსილების ვადა უჩერდება სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს საკრებულოს წევრის დროებით გათავისუფლებას კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებისა და შესაბამისი უფლებებით სარგებლობისაგან.

7. საკრებულოს წევრის ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“

ზ) დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“  მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ შემუშავებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენას, ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;“

თ) დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 99-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“

ი) დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის, პირველი მოადგილეს).“ უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“

კ) დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე;“

ლ) დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოში ინიციირებული სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნების, პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და მერიაში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და შეიმუშავებს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში საკითხის შეტანის სავარაუდო თარიღს;“

მ) დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას.“

ნ) დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 103-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“

ო) დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 40. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა

ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღეში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იწვევს საკრებულოს პირველ სხდომას, რომელსაც ხსნის ცენტრალური საარჩევნო კომისია.“

პ) დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:

ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;

ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;

გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა.“

ჟ) დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამანდატო დროებითი კომისია საკრებულოს ამცნობს საკრებულოს ფრაქციათა შექმნის შესახებ და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის შესახებ.“

რ) დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 45. ახალარჩეული საკრებულოსა და მისი წევრების უფლებამოსილების დაწყება

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 135-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს. თუ ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა აღნიშნული არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით/ოქმებით არ დასტურდება, ინიშნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელახალი არჩევნები.

2. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულო უფლებამოსილია, კენჭისყრის გარეშე, საოქმო ჩანაწერით ცნობად მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ახალარჩეული საკრებულოსა და მისი წევრების უფლებამოსილების დაწყების შესახებ. ინფორმაციის ცნობად მიღება ან არ მიღება გავლენას არ ახდენს ახალარჩეული საკრებულოსა და მისი წევრების უფლებამოსილების დაწყებაზე.“.

ს) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 46-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა;

გ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;

დ) საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა;

ე) ამ რეგლამენტის შესაბამისად საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.

2. ფრაქციების შექმნისთანავე, საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს სამანდატო დროებითი კომისია და ამტკიცებს საკრებულო.“

ტ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 93. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა

1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას.

2. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ.

3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე