დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის ˂sup˃165˂/sup˃1 მუხლში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 27/04/1977 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 4, 29/04/1977 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 1651 მუხლში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
დაემატოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1651 მუხლს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:
„იგივე ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც წინათ ნასამართლევი იყო სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის მოსაწესრიგებლად მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებათა დარღვევისათვის, ანდა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, –
- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, პროდუქტების კონფისკაციით“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი, 1977 წლის 27 აპრილი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები