„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ‐ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ‐ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3125-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.020942
3125-XIმს-Xმპ
13/06/2023
ვებგვერდი, 03/07/2023
040030000.05.001.020942
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ‐ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ‐ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო  სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.03.2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.018374) 28‐ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კონტროლი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აკონტროლებს სააგენტოს მიერ განხორციელებულ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 54‐ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს იმავე მუხლით დადგენილი წესით და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 ივნისი 2023 წ.

N3125-XIმს-Xმპ