„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3122-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120260020.05.001.020905
3122-XIმს-Xმპ
13/06/2023
ვებგვერდი, 27/06/2023
120260020.05.001.020905
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე‐6 მუხლის:

ა) მე‐10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შემდეგი ინფორმაციის ელექტრონული სახით რეალურ დროში ხელმისაწვდომობას:

ა) მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შესახებ;

ბ) მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვის შესახებ − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.“;

ბ) მე‐10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‐11 პუნქტი:

„11. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე‐10 პუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის/თბილისის რაიონისთვის გადაცემას.“.

2. 29‐ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) მოქალაქე, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.“.

მუხლი 2

1. 2024 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ პირის სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მიზნით უზრუნველყოს მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შესახებ ინფორმაციის, აგრეთვე მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვისა და გადამოწმების შესახებ ინფორმაციის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის მიწოდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას შესაბამის მუნიციპალიტეტს/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონს გადასცემს.

2. 2024 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (მონაცემების) ელექტრონული ბაზის შექმნა.

3. 2024 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს შორის პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ ინფორმაციის (მონაცემების) გაცვლასთან დაკავშირებული წესი.

4.  2024 წლის 1 იანვრამდე  საქართველოს  მთავრობამ  უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1.   ეს   კანონი,   გარდა   ამ   კანონის   პირველი   მუხლის   პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 ივნისი 2023 წ.

N3122-XIმს-Xმპ