საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3147-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.020939
3147-XIმს-Xმპ
14/06/2023
ვებგვერდი, 03/07/2023
090000000.05.001.020939
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 136-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების, აგრეთვე ამ კოდექსის 1381 მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისგან დასაშვებია მხოლოდ იმ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემის გამოთხოვა, რომლის შენახვისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 85 მუხლით დადგენილი ვადა გასული არ არის.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 ივნისი 2023 წ.

N3147-XIმს-Xმპ