საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3163-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.020957
3163-XIმს-Xმპ
15/06/2023
ვებგვერდი, 05/07/2023
090000000.05.001.020957
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) მე-80 მუხლის 61 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. თუ ნივთიერი მტკიცებულება არის სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) მოპოვებული მერქნიანი მცენარე, პროკურორი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიმართვის საფუძველზე მოითხოვოს ამ ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის) გასხვისების მიზნით მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემა. ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის) გასხვისების შედეგად მიღებული თანხა სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე განთავსდება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე და ამის შესახებ ეცნობება პროკურორს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივნისი 2023 წ.

N3163-XIმს-Xმპ