„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3287-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.020963
3287-XIმს-Xმპ
16/06/2023
ვებგვერდი, 06/07/2023
300310000.05.001.020963
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„9. რადიოაქტიური მასალის ქვეყნის შიგნით შეძენა.

10. რადიოაქტიური მასალის იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რადიოაქტიური მასალის მწარმოებელთან დაბრუნება, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი.“.

2. 38მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 384. ცალკეული სახის სანებართვო საქმიანობაზე ნებართვის მოქმედების განსაკუთრებული წესი

რადიოაქტიური ნივთიერებების სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მქონე პირის მიერ სამედიცინო დანიშნულებით რადიოფარმპრეპარატების იმპორტისას გაიცემა მხოლოდ ამ კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა 1 წლის ვადით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ივნისი 2023 წ.

N3287-XIმს-Xმპ