დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონოდ ტარების, შენახვის, შეძენის, დამზადებისა და გასაღებისათვის, აგრეთვე ხანჯლების, ფინური დანების ან სხვაგვარი ცივი იარაღის უკანონოდ ტარების, დამზადებისა და გასაღებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 19/07/1974 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1974 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
|
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონოდ ტარების, შენახვის, შეძენის, დამზადებისა და გასაღებისათვის, აგრეთვე ხანჯლების, ფინური დანების ან სხვაგვარი ცივი იარაღის უკანონოდ ტარების, დამზადებისა და გასაღებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
|
„ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონოდ ტარების, შენახვის, შეძენის, დამზადებისა და გასაღებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 11 თებერვლის ბრძანებულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხანჯლების, ფინური დანებისა და სხვაგვარი ცივი იარაღის უკანონოდ ტარების, დამზადებისა და გასაღებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს ცვლილებანი და დამატებანი საქართველოს სსო სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 238. იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებად ნივთიერებათა უკანონოდ ტარება, შენახვა, შეძენა, დამზადება ან გასაღება ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა), საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე ტარება, შენახვა, შეძენა, დამზადება ან გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. პირი, რომელმაც ნებაყოფლობით ჩააბარა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა ან ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც მას სათანადო ნებართვის გარეშე ჰქონდა, თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან. ხანჯლის, ფინური დანის ან სხვაგვარი ცივი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე ტარება, დამზადება ან გასაღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მოქმედება დაკავშირებულია რეწვის, სამსახურის ან საყოფაცხოვრებო პირობებთან, აგრეთვე როდესაც ეს იარაღი ეროვნული ტანსაცმლის სამკაულს წარმოადგენს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორმოცდაათ მანეთამდე“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე. თბილისი. 1974 წლის 19 ივლისი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები