„საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 152/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016731
152/04
27/06/2023
ვებგვერდი, 28/06/2023
220090000.18.011.016731
„საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №152/04

2023 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებით  (www.matsne.gov.ge; 03/09/2020; ს/კ:220090000.18.011.016494) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს დებულება ვრცელდება საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებზე, რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე (შემდგომში – პროვაიდერი).“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სადებეტო ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც მის მფლობელს საშუალებას აძლევს ემიტენტ კომერციულ ბანკთან/მიკრობანკთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განკარგოს მის საბანკო ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხები;“;

ბ) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საბარათე ანგარიში – ემიტენტ კომერციულ ბანკში/მიკრობანკში გახსნილი მომხმარებლის მიმდინარე ან მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიში, რომელზეც აისახება სადებეტო ბარათებით შესრულებული ოპერაციები, ასევე საკრედიტო ბარათით შესრულებული ოპერაციები, თუ ამ ოპერაციებისთვის მიმდინარე ან მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშის ბალანსის შევსება ხდება სასესხო ანგარიშიდან. ასევე, პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ელექტრონული საფულე (ელექტრონული ფულის ანგარიში), რომელზეც აისახება წინასწარი გადახდის ბარათებით შესრულებული ოპერაციები;

ჟ) საკრედიტო ბარათის ანგარიში – ემიტენტ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში გახსნილი ანგარიში, რომელზეც აისახება საკრედიტო ბარათებით შესრულებული ოპერაციები;“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციულ ბანკს და მიკრობანკს უფლება აქვს გამოუშვას ყველა ტიპის (სადებეტო, საკრედიტო, წინასწარი გადახდის) ბარათი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას – საკრედიტო ბარათი, ხოლო რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს – წინასწარი გადახდის ბარათი.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადებეტო ბარათზე შესაძლებელია კომერციულმა ბანკმა და მიკრობანკმა დაუშვას ოვერდრაფტი წინასწარ განსაზღვრული თანხის ფარგლებში.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბარათე ანგარიშის მფლობელთან შეთანხმებით სადებეტო ბარათის/საბარათე ინსტრუმენტის საშუალებით ოპერაციების შესასრულებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საბარათე ინსტრუმენტის მფლობელის იმავე კომერციულ ბანკში/მიკრობანკში არსებული სხვა მიმდინარე ან/და მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშებზე არსებული თანხა. ანგარიშებზე არსებული თანხების გამოყენების თანმიმდევრობას განსაზღვრავს საბარათე ანგარიშის მფლობელი. თუ ეს ტექნიკურად შეუძლებელია, მაშინ პროვაიდერი ვალდებულია დაადგინოს მომხმარებლისათვის ყველაზე ხელსაყრელი თანმიმდევრობა.“;

გ) მე-10 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) თუ ოპერაცია დაკავშირებული იყო კონვერტაციასთან/კონვერტაციებთან, კონვერტაციის კურსი/კურსები (საბარათე სქემის კურსი ან/და კომერციული ბანკის/მიკრობანკის კურსი).“.

5. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ექვაირერი უფლებამოსილია მოემსახუროს სავაჭრო/მომსახურების ობიექტებს სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის (სუბ-ექვაირერის) საშუალებით, თუ ეს პირი ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია. ამასთან, ექვაირერი ვალდებულია:

ა) ექვაირინგის მომსახურების შესაბამისი თანხა ჩაურიცხოს მასთან ან სხვა კომერციულ ბანკში/მიკრობანკში გახსნილ სუბ-ექვაირერის ანგარიშზე, საიდანაც სუბ-ექვაირერი განახორციელებს თანხის გადარიცხვას უშუალოდ სავაჭრო/მომსახურების ობიექტების ანგარიშებზე. თუ ანგარიში გახსნილია სხვა კომერციულ ბანკში/მიკრობანკში, მაშინ ექვაირერი უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული კომერციული ბანკი/მიკრობანკი ინფორმირებულია სუბ-ექვაირერის მიერ ამ ანგარიშის გამოყენების მიზნობრიობაზე;

ბ) დარწმუნდეს სუბ-ექვაირერის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ პოლიტიკის ადეკვატურობაში;

გ) რისკზე დამყარებული მიდგომიდან გამომდინარე, ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის მქონე სავაჭრო/მომსახურების ობიექტების მიმართ გაატაროს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები და მიიღოს სარწმუნო ინფორმაცია სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის შესახებ.“;

ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თავად განახორციელოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტების ანგარიშზე თანხების გადარიცხვა სავაჭრო პლატფორმის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გარეშე ან ჩაურიცხოს სავაჭრო პლატფორმას ექვაირინგის მომსახურების შესაბამისი თანხა მასთან ან სხვა კომერციულ ბანკში/მიკრობანკში გახსნილ ანგარიშზე, საიდანაც სავაჭრო პლატფორმა განახორციელებს თანხის გადარიცხვას უშუალოდ სავაჭრო/მომსახურების ობიექტების ანგარიშებზე; თუ სავაჭრო პლატფორმის ანგარიში გახსნილია სხვა კომერციულ ბანკში/მიკრობანკში, მაშინ ექვაირერი უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული კომერციული ბანკი/მიკრობანკი ინფორმირებულია სავაჭრო პლატფორმის მიერ ამ ანგარიშის გამოყენების მიზნობრიობაზე და ასევე, უზრუნველყოს სავაჭრო პლატფორმის შესაბამისი ანგარიშის ამონაწერების პერიოდულად მოთხოვნა და ამ ანგარიშიდან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან განხორციელებული გადახდის ოპერაციების შესაბამისობის გადამოწმება მისი სისტემის ჩანაწერებთან;“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ექვაირერი უფლებამოსილია ექვაირინგის მომსახურება გაუწიოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ სავაჭრო/მომსახურების ობიექტს მისთვის ანგარიშის გაუხსნელად. აღნიშნულ შემთხვევაში, ექვაირერმა უნდა უზრუნველყოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტისთვის მისი კუთვნილი თანხის ჩარიცხვა საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში გახსნილ ამ სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიმდინარე ანგარიშზე ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში ამ სავაჭრო/მომსახურების ობიექტის სახაზინო კოდზე. აღნიშნული თანხის გადარიცხვა უნდა განხორციელდეს ექვაირერის მიერ შესაბამისი ანგარიშსწორების თანხის მიღებიდან (ჩარიცხვიდან) არაუგვიანეს მეორე საბანკო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ოპერაცია საეჭვოდ იქნა მიჩნეული. ექვაირერს უნდა გააჩნდეს კონკრეტული ოპერაციის საეჭვოდ მიჩნევის დასაბუთებული საფუძველი. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, ექვაირერი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი მომსახურების აღწერა ეროვნულ ბანკში მომსახურების დაწყებამდე  არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი