დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27-49 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.017111 |
|
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში (სმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 19/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016725) შევიდეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა), 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, აგრეთვე უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მოსარგებლე პირის სამგზავრო პლასტიკური ბარათის დაბლოკვის ან გადახდის სხვა საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის დაბლოკვის უფლებამოსილება;“. 2. დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული წესის: ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი ეს წესი, მოქმედი სამართლებრივი აქტების მიხედვით, განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა), 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრების ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების (მისი არსებობისას) გამოტანის/გასაჩივრების, აგრეთვე უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მოსარგებლე პირის სამგზავრო პლასტიკური ბარათის დაბლოკვის ან ელექტრონული გადახდის საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის დაბლოკვის, ასევე შესაბამისი საფუძვლის არსებობისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების სამართლებრივ მექანიზმებს.“; ბ) მე-3 მუხლს, მე-2 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 2 1-2 4 პუნქტები: „21. მგზავრი, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ (შემდგომში – ტრანსპორტი) მგზავრობისას, ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა, შეინახოს ბილეთი მგზავრობის დამთავრებამდე და თანამშრომელს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა. 22. მგზავრი, ტრანსპორტით ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვ(ებ)ის წაყვანისას, ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე ბავშვ(ებ)ს ინდივიდუალურად შეუძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაუხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა, შეინახოს ბილეთ(ებ)ი მგზავრობის დამთავრებამდე და თანამშრომელს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ბილეთ(ებ)ი ან ელექტრონული გადახდის საშუალება/საშუალებები. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ბავშვ(ებ)ის უბილეთოდ წამყვანად მიიჩნევა და თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მის მიმართ ცალკე უნდა შედგეს საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 23. თანამშრომელი უფლებამოსილია მგზავრს სამგზავრო ბილეთის ან ელექტრონული გადახდის საშუალების წარდგენა მოსთხოვოს: M2 და M3 კატეგორიის ავტობუსში ან მგზავრის ავტობუსიდან ჩამოსვლისას; მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრობისას როგორც მგზავრობის დროს, ისე მგზავრობის დაწყება-დასრულებისას, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს მგზავრს. 24. თუ მგზავრმა M2 და M3 კატეგორიის ავტობუსში თანამშრომელს მოთხოვნისთანავე ვერ/არ წარუდგინა სამგზავრო ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალება ან/და ელექტრონული გადახდის საშუალების სპეციალურ მოწყობილობაზე გადამოწმებით არ დადასტურდა მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდის განხორციელება და მას აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები, ან არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა და როდესაც თანამშრომელი თვლის, რომ სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამშრომელი უფლებამოსილია სამართალდამრღვევი ჩამოიყვანოს ავტობუსის გაჩერებაზე (გარდა 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანისა, რომლის ავტობუსიდან ჩამოყვანის უფლებამოსილება თანამშრომელს არ გააჩნია), შეუდგინოს საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.“; გ) მე-4 მუხლის 1 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11) ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას მობილური ელექტრონული მოწყობილობა (პადი) უკავშირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემას (Protocols), რომლის მეშვეობით ხორციელდება: დაფიქსირებული სამართალდარღვევის ფაქტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის/ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, დადგენილების და ინფორმაციის ასახვა; საჯარიმო ქვითრის/სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის თაობაზე ინფორმაციის სამართალდამღვევ პირთან რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გზავნილის გაგზავნამდე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნა, თუ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია; საჯარიმო ქვითრით განსაზღვრული თანხის შეღავათით სარგებლობისა და გადახდის პროცესების მართვა; სამართალდამრღვევი პირისთვის საჯარიმო ქვითრის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაგზავნისა და ჩაბარების პროცესის მართვა; საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების პროცესის მართვა; საჯარიმო ქვითრის ან/და საურავის კანონის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას საქმის გადაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – აღსრულების ეროვნულ ბიუროში; სამართალდამრღვევის მიმართ ჯარიმისა ან/და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საჯარიმო ქვითრის ან/და საურავის კანონის დადგენილ ვადაში გასაჩივრებისას გადაწყვეტილების მიღებამდე საჯარიმო ქვითრის აღსრულების მოქმედების შეჩერება.“; დ) მე-4 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 1-4 4 პუნქტები: „41. მგზავრი, ტრანსპორტით მგზავრობისას, ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა, შეინახოს ბილეთი მგზავრობის დამთავრებამდე და თანამშრომელს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა. 42. მგზავრი, ტრანსპორტით ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვ(ებ)ის წაყვანისას, ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე ბავშვ(ებ)ს ინდივიდუალურად შეუძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაუხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა, შეინახოს ბილეთ(ებ)ი მგზავრობის დამთავრებამდე და თანამშრომელს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ბილეთ(ებ)ი ან ელექტრონული გადახდის საშუალება/საშუალებები. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ბავშვ(ებ)ის უბილეთოდ წამყვანად მიიჩნევა და თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მის მიმართ ცალკე უნდა შედგეს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. 43. თანამშრომელი უფლებამოსილია მგზავრს სამგზავრო ბილეთის ან ელექტრონული გადახდის საშუალების წარდგენა მოსთხოვოს: M2 და M3 კატეგორიის ავტობუსში ან მგზავრის ავტობუსიდან ჩამოსვლისას; მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრობისას როგორც მგზავრობის დროს, ისე მგზავრობის დაწყება-დასრულებისას, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს მგზავრს. 44. თუ მგზავრმა M2 და M3 კატეგორიის ავტობუსში თანამშრომელს მოთხოვნისთანავე ვერ/არ წარუდგინა სამგზავრო ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალება ან/და ელექტრონული გადახდის საშუალების სპეციალურ მოწყობილობაზე გადამოწმებით არ დადასტურდა მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდის განხორციელება და მას აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები, ან არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა და როდესაც თანამშრომელი თვლის, რომ სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამშრომელი უფლებამოსილია სამართალდამრღვევი ჩამოიყვანოს ავტობუსის გაჩერებაზე (გარდა 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანისა, რომლის ავტობუსიდან ჩამოყვანის უფლებამოსილება თანამშრომელს არ გააჩნია), შეუდგინოს საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები