„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 66/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018321
66/ნ
18/07/2023
ვებგვერდი, 19/07/2023
040030000.22.022.018321
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №66/ნ

2023 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03/01/2012; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016266) დამტკიცებულ „საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის  –  განათლების   მართვის   საინფორმაციო   სისტემის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს მე-2 პუნქტის „ღ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,2 და ,,3 ქვეპუნქტები:

„ღ2) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნა და ადმინისტრირება;

„ღ3) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირების, რომლებიც უზრუნველყოფენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას, პირველადი რეგისტრაციის მიზნით, შესაბამისი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის შექმნა და ადმინისტრირება;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მართვის სისტემის უფროსის შვებულების, მივლინების, დროებითი შრომისუუნარობის ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მართვის სისტემის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“;

ბ)  მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. მართვის სისტემის უფროსის მოადგილეების შვებულების, მივლინების, დროებითი შრომისუუნარობის ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მართვის სისტემის უფროსი თავისი მოვალეობის შესრულებას აკისრებს მართვის სისტემის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსს.“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სკოლამდელი და ზოგადი განათლების სამსახური;“.

4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. სკოლამდელი და ზოგადი განათლების სამსახური

სკოლამდელი და ზოგადი განათლების სამსახურის ფუნქციებია:

ა) მართვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი პროცესების კოორდინაცია და მხარდაჭერა;

ბ) ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მიმდინარე პროცესების კოორდინაცია, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;

გ) სრული ზოგადი განათლებისა და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების – ატესტატებისა და მათი დუბლიკატების გასაცემად კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაცემთა ბაზების ფორმირება;

დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევისა და გრიფის მინიჭების პროცესის კოორდინაცია;

ე) პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესის კოორდინაცია;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პროცესის კოორდინაცია;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის სქემით გათვალისწინებული პროცესების კოორდინაცია;

თ) საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის უზრუნველყოფა;

ი) მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ცენტრალიზებულად ელექტრონული ფორმით ჩატარების პროცესის კოორდინაცია;

კ) პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დუბლიკატების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემა;

ლ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება, კონტროლი და გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციისათვის მომზადება;

მ) მართვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სხვა პროცესების კოორდინაცია;

ნ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის  ადმინისტრირება;

ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირების, რომლებიც უზრუნველყოფენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას,  პირველადი რეგისტრაციის მიზნით, შესაბამისი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება.“.

5. 131 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) მართვის სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მართვის სისტემის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და გამოვლენა, მათი გამომწვევი ან/და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში, დასკვნის მომზადება და მართვის სისტემის უფროსისთვის წარდგენა;

კ) საქმიანობის პროცესში მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა/მიღება, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), ადგილზე გაცნობისათვის პირობების  შექმნის  მოთხოვნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენის მოთხოვნა, დოკუმენტის ასლების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიღების მიზნით,  მართვის სისტემის ნებისმიერი თანამშრომლის მოწვევა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა მართვის სისტემის თანამშრომლებისთვის.“.

6. V თავის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის VI თავი:

„თავი VI

გარდამავალი დებულებანი

მუხლი 19. გარდამავალი დებულებანი

ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ2“  და „ღ3“ პუნქტების, ასევე, მე-11 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოქმედება ძალაშია, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნებისთვის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინოდარ პაპუკაშვილი