დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ავიასპეციალისტების სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ” სამოქალაქო ავიაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №7 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე: | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 06/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 110, 07/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.050.000.27.019.006.737 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.27.019.006.737
საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის
ბრძანება №06
2004 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ავიასპეციალისტების სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ” საა-ს თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №7 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნორმატიული ბაზის შემდგომი სრულყოფის მიზნით, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის („საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ”), საქართველოს კანონების: „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” მე-13 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ” 36-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტების სერტიფიცირების წესებში” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №147, 23.12.2003) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს „დ” და „ე” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„დ) პილოტს I-IV თანრიგის სხ-ს ერთზე მეტ ტიპზე ფრენა ეკრძალება, თუ მისი საერთო ნაფრენი 1000 სთ-ზე ნაკლებია, საიდანაც I-IV თანრიგის სხ-ზე ნაფრენი უნდა იყოს არანაკლებ 500 სთ-ისა;
ე) ბორტოპერატორი უფლებამოსილია იფრინოს სხ-ს სამ ტიპზე, მათი სახეობისდა მიუხედავად”.
ბ) მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ავიასპეციალისტების მიერ ოსტატობის დადასტურებისას და ახალ საავიაციო ტექნიკაზე გადასწავლე-ბისას მიღებული შეფასებები, ოსტატობის დამტკიცებისას, ქმედითუნარიანია ერთი წლის განმავლობაში, ამასთან, ავიასპეციალისტები განსხვავებულ საგნებს (ამ „წესების” №3 დანართის მიხედვით) სკ-ს აბარებენ”.
გ) 23-ე მუხლის შემდეგ ჩაემატოს 231 მუხლი, შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 231. სატვირთო საჰაერო ხომალდის ოპერატორის/ბორტოპერატორის მოწმობა
მოწმობის გაცემისას ბორტოპერატორობის კანდიდატს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:
1. ასაკი – არანაკლებ 18 წელი,
2. ცოდნა – კანდიდატმა გამოავლინა ბორტოპერატორის მოწმობის მფლობელის უფლებების შესატყვისი ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:
ა) საჰაერო კოდექსი;
ბ) სახელმძღვანელო საბუთები;
გ) საჰაერო ხომალდების აეროდინამიკის საფუძვლები;
დ) სხ-ს აგებულება, მისი სისტემებისა და დანადგარების ექსპლუატაცია;
ე) ადგილობრივ და საერთაშორისო ხაზებზე საჰაერო გადაზიდვები;
ვ) შიდასაობიექტო რეჟიმი; საავიაციო უშიშროება;
ზ) სხ-ს გაფრენისწინა და ფრენის შემდგომი დათვალიერება;
თ) საბორტო საავარიო-სამაშველო საშუალებები და ავარიულ ვითარებაში მათი გამოყენების წესები; საავარიო-სამაშველო სამუშაოები;
ი) სხ-ზე ტვირთის განთავსების წესები; გაწონას-წორების გრაფიკი; ტვირთის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
კ) სატვირთო სხ-ს საბორტო აღჭურვილობით სარ-გებლობა. ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის წესები; უსაფრთხოების ტექნიკა;
ლ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვა;
მ) სხ-ს სანიტარული მდგომარეობა;
ნ) ეკიპაჟის წევრების მოვალეობები და ურთიერთქმედება;
ო) ეკიპაჟის წევრის მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვისას ქმედებათა წესი;
პ) საბუთების გაფორმება;
ჟ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში დადგენილი საურთიერთობო ენები.
3. გამოცდილება
ა) მოწმობა გაიცემა კანდიდატის მიერ სასწავლო დაწესებულებაში პირველადი მომზადების გავლისა და შეგირდის რანგში ჩატვირთვა-ჩამოტვირთვის სრულციკლიანი 12 ფრენის შესრულების შემდეგ;
ბ) ნაფრენის უქონლობისას, ვიდრე შეგირდად დაიწყებდეს ფრენას, სკ-ს გადაწყვეტილებით, კანდიდატი საქართველოს სააში იღებს მოწმობას და ოსტატობის აღნიშვნას: „ბორტოპერატორი-შეგირდი”.
4. უნარი
კანდიდატს შეუძლია სხ-ზე ტვირთის უვნებლობის საუზრუნველყოფო ზომების სწორი და დროული გატა-რება, სხ-ს სისტემებითა და განსაკუთრებული დანიშ-ნულების აღჭურვილობით სწორად სარგებლობა, ბორტოპერატორის საბუთების გაფორმება.
5. ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით ვარგისობა
კანდიდატი ფლობს II კლასის მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს.
6. მოწმობის მფლობელის უფლებები
ამ „წესებით” გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, ბორტოპერატორის მოწ-მობა მის მფლობელს უფლებას აძლევს ბორტოპერა-ტორის დანიშნულება შეასრულოს სხ-ს ნებისმიერ ტიპზე, საჰაერო ხომალდის ის ტიპები, რომლებზეც ბორტოპერატორის მოწმობის მფლობელი მინიჭებულ უფლებებს განახორციელებს, მოწმობაში ჩაიწერება ოსტატობის აღნიშვნის სახით”.
დ) 27-ე მუხლის მე-11 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ავიასპეციალისტი სერტიფიცირების კომისიას თეორიულ გამოცდებს აბარებს შემდეგ საგნებში:
გ.ა) საქართველოს საჰაერო კოდექსი;
გ.ბ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში ფრენის წესები;
გ.გ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის წევრების სამუშაო და დასვენების დროის ნორმები.”.
ე) 31-ე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემ-დეგი რედაქციით:
,,მუხლი 31. მწყობრში შესვლა
1. თუ ავიასპეციალისტმა ახალ ტექნიკაზე გადასამ-ზადებელი თეორიული კურსების გავლიდან ერთი წლის განმავლობაში მწყობრში შესვლის პროგრამის დაწყება ვერ შეძლო, მოქმედების ვადის აღსადგენად, იგი ვალ-დებულია გაიაროს ოსტატობის ასამაღლებელი სტა-ციონარული კურსები მაინც სხ-ს ამ ტიპზე.
2. საჰაერო ხომალდის ერთდროულად ორ ტიპზე მწყობრში შესვლა აკრძალულია.
3. „ბორტგამყოლის მოწმობის” მფლობელი, სხ-ს ყოველ ტიპზე მწყობრში შესვლისას, ვალდებულია ამ ტიპზე, შეგირდის რანგში, იფრინოს არანაკლებ 30 სთ, ოსტატობის აღნიშვნა გაიცემა ბორტგამყოლ-ინსტრუქტორის დასკვნის საფუძველზე.
4. ბორტოპერატორის მოწმობის მფლობელი, სხ-ს ყოველ ტიპზე მწყობრში შესვლისას, ვალდებულია ამ ტიპზე, შეგირდის რანგში, შეასრულოს ჩატვირთვა-ჩამოტვირთვის სრულციკლიანი 12 ფრენა, ოსტატობის აღნიშვნა გაიცემა ბორტოპერატორ-ინსტრუქტორის დასკვნის საფუძველზე”.
ვ) 37-ე მუხლს დაემატოს მე-9 და მე-10 პუნქტები, შემდეგი რედაქციით:
„9. ბორტგამყოლ-ინსტრუქტორად შეიძლება გახდეს „ბორტგამძოლის მოწმობის” მფლობელი, რომელსაც აქვს სამი წლის საფრენოსნო სტაჟი და სხ-ს ამ ტიპზე არანაკლებ 200 სთ ნაფრენი,
10. ბორტოპერატორ-ინსტრუქტორად შეიძლება გახდეს ბორტოპერატორის მოწმობის მფლობელი, რომელსაც აქვს სხ-ს ამ ტიპზე ბორტოპერატორის რანგში შესრულებული ჩატვირთვა-ჩამოტვირთვის სრულციკლიანი არანაკლებ 50 ფრენა”.
ზ) მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საფრენოსნო სპეციალისტს – 5 წელი, ან 3 წელი ინსტრუქტორის რანგში;”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე,
ადმინისტრაციის თავმჯდომარე გ. მჟავანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები