დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 29/12/1982 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1982 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
სსრ კავშირის კონსტიტუციასა და საქართველოს სსრ კონსტიტუციასთან, „სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძვლებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, „სისხლის სამართლის და შრომა-გასწორების კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის შესახებ“, „სსრ კავშირის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმან გატაცებებთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 13 აგვისტოს, 1982 წლის 26 ივლისის, 15 ოქტომბრისა და 3 დეკემბრის ბრძანებულებებთან შესაბამისობაში მოყვანის, აგრეთვე საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის მიზნით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10; №17, მუხ. 268; №26, მუხ. 417; 1962 წ., №6, მუხ. 83; №11, მუხ.158; 1963 წ., №14, მუხ. 239; №33, მუხ. 514; 1964 წ., №32, მუხ. 594; 1965 წ., №13, მუხ. 240; №16, მუხ. 341; 1966 წ., №2, მუხ. 15; №8, მუხ. 130; №11, მუხ. 182; №12, მუხ. 201; 1967 წ., №8, მუხ. 385; 1968 წ., №12, მუხ. 173; 1969 წ. №2, მუხ 22; №6, მუხ. 122, 123; №10, მუხ. 180; №12, მუხ. 225; 1970 წ., №5, მუხ. 74; №9, მუხ. 138; №11, მუხ. 177; 1971 წ., №7, მუხ. 94; №10, მუხ. 171; 1972 წ., №6, მუხ. 96; №8, მუხ. 162, 163; №9, მუხ. 188, 190; 1973 წ., №5, მუხ. 72, 81; №6, მუხ. 98; №7, მუხ. 146; №11, მუხ. 203; 1974 წ., №4, მუხ. 72; №5, მუხ. 86; №6, მუხ. 103; №7, მუხ. 131; №8, მუხ, 148, 149; №9, მუხ. 171; №10, მუხ. 190; 1975 წ., №1, მუხ. 3; №11, მუხ. 201; 1977 წ., №8, მუხ. 113; №4, მუხ. 40, 44; 1978 წ., №9, მუხ. 180; 1979 წ., №4, მუხ. 79; №12, მუხ. 341; 1980 წ., №7, მუხ. 216, 217; №5, მუხ. 155; 1981 წ., №12, მუხ. 284; №14, მუხ. 330; 1982 წ., №1, მუხ. 2; №5, მუხ.130) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 1-ლი მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის ამოცანაა დაიცვას სსრ კავშირის საზოგადოებრივი წყობილება, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები, სოციალისტური საკუთრება, მოქალაქეთა პიროვნება, უფლებანი და თავისუფლებანი და მთელი სოციალისტური მართლწესრიგი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან“.
2. მე-2 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსი შეესაბამება სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძვლებით დადგენილ პრინციპებსა და ზოგადი დებულებებს“.
3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. პირის ცნობა ბრალეულად და მისთვის სასჯელის დადება მხოლოდ სასამართლოს განაჩენით და კანონის შესაბამისად
არავინ არ შეიძლება ცნობილ იქნეს ბრალეულად დანაშაულის ჩადენაში, აგრეთვე დაედოს სისხლისსამართლებრივი სასჯელი, თუ არა სასამართლოს განაჩენით და კანონის შესაბამისად“.
4. მე-5 მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „შეთანხმებების“ და „სასამართლო დაწესებულებების" შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „ხელშეკრულებების“ და „სასამართლოების".
5. მე-6 მუხლის მეოთხე ნაწილში სიტყვები „უცხოელები“ და „შეთანხმებებით“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „უცხოელი მოქალაქენი" და „ხელშეკრულებებით“.
6. მე-8 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანაშაულად ჩაითვლება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივად საშიში ქმედობა (მოქმედება ან უმოქმედობა), რომელიც ხელყოფს სსრ კავშირის საზოგადოებრივ წყობილებას, მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს, სოციალისტურ საკუთრებას, პიროვნებას, მოქალაქეთა პოლიტიკურ, შრომითს, ქონებრივ და სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, აგრეთვე სოციალისტური მართლწესრიგის ხელმყოფი სხვა საზოგადოებრივად საშიში ქმედობა, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კანონით“.
7. 81 მუხლში სიტყვები „91-ე, 93-ე და 94-ე მუხლების მესამე ნაწილები, 961 მუხლი“, „92-ე და 151-ე მუხლების მეორე და მესამე ნაწილები“ და „165-ე მუხლის მეორე ნაწილი“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „91-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, 93-ე და 94-ე მუხლების მესამე ნაწილები. 961 მუხლი“, „92-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები, 151-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები“ და „165-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები“.
8. მე-12 მუხლის მეორე ნაწილს სიტყვის „ბოროტი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: “ან განსაკუთრებით ბოროტი“.
9. მე-14 მუხლის მეორე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ჩვეული“.
10. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი მესამე ნაწილი:
„იმ პირთა მიმართ, რომლებიც ეწევიან მაწანწალობას ან მათხოვრობას, ანდა სხვაგვარ პარაზიტულ ცხოვრებას, შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს სასჯელი შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნის სახით“.
ამასთან დაკავშირებით მესამე და მეოთხე ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მეოთხე და მეხუთე ნაწილებად.
11. 251 მუხლში:
მეორე ნაწილში სიტყვები „მეორე ნაწილის“ შეიცვალოს სიტყვებით „მესამე ნაწილის“;
მესამე პუნქტში სიტყვა „უცხოელებისა“ შეიცვალოს სიტყვებით „უცხოელი მოქალაქეებისა“;
მეექვსე ნაწილში სიტყვები „განზრახი დანაშაული, რისთვისაც მსჯავრი ედება თავისუფლების აღკვეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „ახალი დანაშაული“.
12. 28-ე მუხლში:
პირველნაწილშისიტყვები „ერთი თვიდან ერთ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორი თვიდან ორ წლამდე“;
მეოთხე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შრომისუუნაროდ ცნობილ პირებს სასამართლოს გამასწორებელი სამუშაოები შეუძლია შეუცვალოს ჯარიმით შემდეგი გაანგარიშებით – ერთი თვის გამასწორებელი სამუშაოების ნაცვლად ოცი მანეთი ჯარიმით, ხოლო თუ დანაშაული არ არის ჩადენილი ანგარებით, იმავე გაანგარიშებით, მაგრამ არა უმეტეს სამასი მანეთისა, – ან საზოგადოებრივი გაკიცხვით“;
მუხლს მეხუთე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:
„თუ პირი, რომელიც მსჯავრდებულია თავისუფლების აღუკვეთლად გამასწორებელი სამუშაოებით მუშაობის ადგილის მიხედვით, თავს არიდებს სასჯელის მოხდას, სასამართლოს, შინაგან საქმეთა ორგანოს წარდგინებით, ანდა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობით შეუძლია ეს პირი სასჯელის მოსახდელად გაგზავნოს გამასწორებელი სამუშაოების აღსრულების განმგებელი ორგანოების მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილებში, მაგრამ მსჯავრდებულის საცხოვრებელ რაიონში“;
ეს ნაწილი ჩაითვალოს მეექვსე ნაწილად;
მეექვსე ნაწილი ჩაითვალოს მეშვიდე ნაწილად.
13. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. ჯარიმა
ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი, რომელსაც სასამართლო დაადებს სისხლის სამართლის კანონით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში.
ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, ბრალეულის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ორმოცდაათიდან სამას მანეთამდე ფარგლებში, ხოლო ანგარებითი დანაშაულისათვის - ათას მანეთამდე ფარგლებში. სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილ გამონაკლის შემთხვევებში ცალკეული დანაშაულისათვის შეიძლება დაწესდეს უფრო დიდი ჯარიმა.
იმ შემთხვევაში, თუ პირი ბოროტად თავს არიდებს ძირითადი სასჯელის სახით დადებული ჯარიმის გადახდას, სასამართლოს შეუძლია ჯარიმის გადაუხდელი თანხა შეცვალოს სასჯელით თავისუფლების აღუკვეთლად გამასწორებელი სამუშაოებით შემდეგი გაანგარიშებით - გამასწორებელი სამუშაოების ერთი თვე ოცი მანეთის ჯარიმით, მაგრამ არაუმეტეს ორი წლის ვადისა. თუ ჯარიმის გადახდა შეუძლებელია, სასამართლოს შეუძლია დაადგინოს მისი შეცვლა საზოგადოებრივი გაკიცხვით.
დაუშვებელია ჯარიმის შეცვლა თავისუფლების აღკვეთით და თავისუფლების აღკვეთისა – ჯარიმით.
საგნები, რომლებიც არ ექვემდებარება კონფისკაციას, არ შეიძლება ამოღებულ იქნეს ჯარიმის გადახდევინებისას“.
14. 34-ე მუხლის მეოთხე ნაწილში სიტყვები „მოკვლევის, გამოძიების და სასამართლო ორგანოებმა“ შეიცვალოს სიტყვებით „მოკვლევის, გამოძიების ორგანოებმა ან სასამართლომ“.
15. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 331 მუხლი:
„მუხლი 331. შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნა
სასჯელი შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნის სახით გამოიყენება ვადით ერთიდან ორ წლამდე.
იმ პირისათვის სასჯელის დანიშვნისას, რომელიც მსჯავრდებულია მაწანწალობის ან მათხოვრობის, ანდა სხვაგვარი პარაზიტული ცხოვრებისათვის თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე, სასამართლოს, საქმის გარემოებათა და ბრალეულის პიროვნების გათვალისწინებით, შეუძლია თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სასჯელის სახით გამოიყენოს შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნა იმავე ვადით.
სასჯელი შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნის სახით არ გამოიყენება:
1) განსაკუთრებით საშიში რეციდივისტების მიმართ;
2) იმ პირთა მიმართ, რომლებიც ადრე მსჯავრდებული იყვნენ განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-ე–74-ე მუხლები); ბანდიტიზმისათვის (78-ე მუხლი); სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცებისათვის ქურდობის ან გაძარცვის გზით (91-ე და 92-ე მუხლები);
ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით (96-ე, 152-ე მუხლები); განზრახი მკვლელობისათვის (104-ე, 105-ე მუხლები, 258-ე მუხლის „გ“ პუნქტი); სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის (110-ე მუხლი); გაუპატიურებისათვის, რაც ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ, ანდა არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე მცირეწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები); განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მესამე ნაწილი); მაწანწალობის, მათხოვრობის ან სხვაგვარი პარაზიტული ცხოვრებისათვის (234-ე მუხლი); ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის (240-ე მუხლი); ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცებისათვის (2521 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები);
3) მსჯავრდებული უცხოელი მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ.
სასჯელი შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნის სახით არ გამოიყენება აგრეთვე იმ პირთა მიმართ, რომლებიც ადრე გაგზავნილი იყვნენ შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში (პროფილაქტორიუმიდან გათავისუფლების დღიდან 3 წლის განმავლობაში).
მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში, სამუშაოსაგან თავის არიდების, ან დისციპლინის ან ქცევის დადგენილი წესების ბოროტი ან სისტემატური დარღვევისათვის შრომა-აღმზრდელობითი პროფილაქტორიუმის ადმინისტრაციის წარდგინებით სასამართლო თავისი განჩინებით შრომა-აღმზრდელობის პროფილაქტორიუმში ყოფნის მოუხდელ ვადას შეუცვლის იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
თუ პირი, რომელიც მსჯავრდებულია მაწანწალობის ან მათხოვრობის, ანდა სხვაგვარი პარაზიტული ცხოვრებისათვის, შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში ყოფნის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში ჩაიდენს დანაშაულს, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად“.
16. 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავისუფლების აღკვეთის და სადისციპლინო ბატალიონში, ანდა შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში მოთავსების სახით სასჯელთა შეკრებისას თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს შეეფარდება სადისციპლინო ბატალიონში ან შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში მოთავსების ერთი დღე“.
17. 43-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების „სადისციპლინო ბატალიონში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში“.
18. 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე პუნქტში სიტყვები „91-ე, 92-ე, 93-ე, 94-ე მუხლების მეორე და მესამე ნაწილები და 961 მუხლი“ და „165-ე მუხლის მეორე ნაწილი“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „91-ე და 92-ე მუხლების მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები, 93-ე და 94-ე მუხლების მეორე და მესამე ნაწილები, მუხლი 961 და 165-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები“.
19. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 46. პირობითი მსჯავრდება
თუ თავისუფლების აღკვეთის ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო, გაითვალისწინებს რა საქმის გარემოებებს და ბრალეულის პიროვნებას, დარწმუნდება, რომ მიზანშეუწონელია ბრალეულმა მოიხადოს დანიშნული სასჯელი, მას შეუძლია დაადგინოს, რომ სასჯელი პირობით არ იქნეს გამოყენებული ბრალეულის მიმართ, ამასთან განაჩენში აუცილებლად უნდა აღინიშნოს პირობითი მსჯავრდების მოტივები. ამ შემთხვევაში სასამართლო ადგენს, რომ განაჩენი არ მოიყვანება სისრულეში, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებული არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს და სანიმუშო ყოფაქცევით და პატიოსანი შრომით გაამართლებს მისდამი გამოცხადებულ ნდობას. პირობით მსჯავრდებულთა ყოფაქცევას კონტროლს უწევენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო არასრულწლოვანთა ყოფაქცევას –აგრეთვე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიები სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად.
სასამართლო გამოსაცდელ ვადას ადგენს ერთიდან ხუთ წლამდე ხანგრძლივობით.
პირობით მსჯავრდებისას შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელები გადასახლების, გასახლების და ქონების კონფისკაციის გარდა.
გაითვალისწინებს რა საქმის გარემოებებს, ბრალეულის პიროვნებას, აგრეთვე ბრალეულის სამუშაო ადგილიდან საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობებს მისი პირობითი მსჯავრდების შესახებ, სასამართლოს შეუძლია პირობით მსჯავრდებული გადასცეს ამ ორგანიზაციებს ან კოლექტივს ხელახლა აღსაზრდელად და გამოსასწორებლად.
აღნიშნული შუამდგომლობის უქონლობისას სასამართლოს შეუძლია გარკვეულ შრომითს კოლექტივს ან პირს, მათი თანხმობით, დააკისროს მოვალეობა – პირობით მსჯავრდებულს გაუწიოს მეთვალყურეობა და მასთან ჩაატაროს აღმზრდელობითი მუშაობა.
იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობით, რომლებსაც დაეკისრათ მეთვალყურეობა პირობით მსჯავრდებულზე, სასამართლოს შეუძლია შეამციროს განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადა. გამოსაცდელი ვადის შემცირების საკითხი შეიძლება დადგეს ამ ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ.
იმ შემთხვევაში, თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სისტემატურად დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, რასაც მოჰყვება ადმინისტრაციული სახდელის ან საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენება, შინაგან საქმეთა ორგანოს, ხოლო არასრულწლოვანის მიმართ – აგრეთვე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის წარდგინებით სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება პირობითი მსჯავრდების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნის შესახებ.
თუ გამოსასწორებლად და ხელახლა აღსაზრდელად, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის სამეთვალყურეოდ გადაცემულმა პირობით მსჯავრდებულმა არ გაამართლა მათი ნდობა, არ შეასრულა დაპირება – სანიმუშო ყოფაქცევით და პატიოსანი შრომით დაამტკიცოს თავისი გამოსწორება, ანდა დატოვა შრომითი კოლექტივი საზოგადოებრივი ზემოქმედებისაგან თავის არიდების მიზნით, მაშინ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება პირობითი მსჯავრდების გაუქმების და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნის შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დანაშაული, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს იმ წესების შესაბამისად, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლებით“.
20. 471 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 471. განაჩენის აღსრულების გადადება
იმ პირისათვის სასჯელის დანიშვნისას, რომელსაც პირველად ედება მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, ბრალეულის პიროვნებისა და საქმის სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, აგრეთვე მისი გამოსწორებისა და საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე ხელახლა აღზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია გადადოს განაჩენის აღსრულება ასეთი პირის მიმართ ერთიდან ორ წლამდე ვადით. ასეთ შემთხვევებში სასამართლოს შეუძლია გადადოს დამატებითი სასჯელის აღსრულება.
განაჩენის აღსრულების გადადება არ გამოიყენება ამ კოდექსის 251 მუხლის მესამე ნაწილის პირველ და მეორე პუნქტებში მითითებულ პირთა მიმართ.
განაჩენის აღსრულების გადადებისას სასამართლოს შეუძლია დაავალოს მსჯავრდებულს განსაზღვრულ ვადაში აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, დაიწყოს მუშაობა ან სწავლა, არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი შინაგან საქმეთა ორგანოს თანხმობის გარეშე, აცნობოს ამ ორგანოებს სამუშაო ან სწავლის ადგილის შეცვლის შესახებ, პერიოდულად გამოცხადდეს შინაგან საქმეთა ორგანოში რეგისტრაციისათვის. სასამართლოს შეუძლია დაავალოს მსჯავრდებულს არ იაროს გარკვეულ ადგილებში, შინაგან საქმეთა ორგანოსათვის შეტყობინების გარეშე არ წავიდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან, სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში გაიაროს მკურნალობის კურსი, თუ ამ მოვალეობათა დაკისრება ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის გამოსწორებას და ხელახლა აღზრდას. სასამართლოს შეუძლია აგრეთვე განსაზღვრულ შრომითს კოლექტივს ან პირს, მათი თანხმობით, დააკისროს მოვალეობა – მსჯავრდებულს გაუწიოს მეთვალყურეობა და მასთან ჩაატაროს აღმზრდელობითი მუშაობა.
იმ მსჯავრდებულთა ყოფაქცევას, რომელთა მიმართ თავისუფლების აღკვეთის განაჩენის აღსრულება გადადებულია, კონტროლს უწევენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო არასრულწლოვანთა ყოფაქცევას – აგრეთვე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიები სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად.
თუ მსჯავრდებული, რომლის მიმართ თავისუფლების აღკვეთის განაჩენის აღსრულება გადადებულია, არ ასრულებს მასზე სასამართლოს მიერ დაკისრებულ მოვალეობებს, ანდა არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან შრომის დისციპლინას, რასაც მოჰყვება ადმინისტრაციული სახდელის ზომების, ანდა დისციპლინური თუ საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენება, მაშინ შინაგან საქმეთა ორგანოს, სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის ან შრომითი კოლექტივის წარდგინებით, რომელსაც ეკისრება მოვალეობა – მეთვალყურეობა გაუწიოს მსჯავრდებულს და ჩაატაროს მასთან აღმზრდელობითი მუშაობა, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება თავისუფლების აღკვეთის განაჩენის აღსრულების გადადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნის შესახებ.
განაჩენის აღსრულების გადადების ვადის გასვლის შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევისადმი კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წარდგინებით, სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენის აღსრულების გადადების ვადის განმავლობაში, მსჯავრდებულის შრომისადმი ან სწავლისადმი დამოკიდებულების, მისი ყოფაქცევის მიხედვით სასამართლოს გამოაქვს განჩინება სასჯელისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლების ან განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნის შესახებ.
თუ მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების გადადების პერიოდში ახალ დანაშაულს ჩაიდენს, სასამართლო ახალ სასჯელს მიუმატებს ადრე დანიშნულ სასჯელს ამ კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად“.
21. 48-ე და 54-ე მუხლების პირველ ნაწილებში სიტყვები „და სადისციპლინო ბატალიონში გაგზავნა“ შეიცვალოს სიტყვებით „ან სადისციპლინო ბატალიონში, ანდა შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნა“.
22. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1) ერთი წელი იმ დანაშაულის ჩადენის დღიდან, რომელიც გათვალისწინებულია 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე მუხლით, 131-ე მუხლის პირველი ნაწილით, 136-ე, 138-ე, 149-ე მუხლებით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, 198-ე, 208-ე, 220-ე, 223-ე მუხლებით“.
23. 50-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1) ერთი წელი – იმ დანაშაულთათვის მსჯავრდების დროს, რომლებიც გათვალისწინებულია 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე მუხლით, 131-ე მუხლის პირველი ნაწილით, 136-ე, 138-ე, 149-ე მუხლებით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, 198-ე, 208-ე, 220-ე, 223-ე მუხლებით“.
24. 51-ე მუხლში:
პირველ ნაწილში სიტყვები „დანაშაულის ჩამდენი პირი“ შეიცვალოს სიტყვებით „ისეთი ქმედობის ჩამდენი პირი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“ და სიტყვები „დამნაშავის მიერ“ შეიცვალოს სიტყვით „მის მიერ“;
მეორე ნაწილს სიტყვის „შეიძლება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „სასამართლოს განაჩენით“;
მესამე ნაწილში სიტყვები „ისეთი დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც არ წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ საშიშროებას“ შეიცვალოს სიტყვებით „ისეთი ქმედობის ჩამდენი პირი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და რომელიც არ წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ საშიშროებას“;
მეხუთე პუნქტში სიტყვები „მშრომელთა კოლექტივისათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომითი კოლექტივისათვის“;
დაემატოს მუხლს შემდეგი შინაარსის ახალი მეოთხე ნაწილი:
„სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ამ მუხლის მესამე ნაწილში მითითებული საფუძვლების შესაბამისად არ დაიშვება, თუ ისეთი ქმედობის ჩამდენი პირი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამის წინააღმდეგია“.
25. 52-ე და 53-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 52. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ამხანაგური სასამართლოს განსახილველად საქმის მასალების გადაცემით
თუ პირმა ჩაიდინა ისეთი ქმედობა, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით არა უმეტეს ერთი წლისა ან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელი, და თუ ჩადენილი ქმედობის ხასიათისა და პიროვნების მიხედვით ამ პირის გამოსწორება შესაძლებელია სასჯელის გამოუყენებლად, საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებების საშუალებით, ეს პირი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან და საქმის მასალები განსახილველად გადაეცეს ამხანაგურ სასამართლოს.
ამხანაგურ სასამართლოს განსახილველად არ შეიძლება გადაეცეს საქმე ისეთი პირის მიმართ, რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან გადაცემული იყო თავდებქვეშ.
თუ ამ მუხლის საფუძველზე ამხანაგურ სასამართლოს გადაცემული პირი ბოროტად არიდებს თავს სასამართლოში გამოცხადებას, აგრეთვე თუ ეს პირი ბოროტად არიდებს თავს ამხანაგურ სასამართლოში გამოცხადებას მის მიერ ჩადენილი ისეთი ანტისაზოგადოებრივი საქციელის განხილვისას, რაც კანონის თანახმად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მისი განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებათა გამოყენების შემდეგ, ასეთი პირი მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ამ კოდექსის შესაბამისი მუხლების მიხედვით.
მუხლი 53. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება თავდებქვეშ გადაცემით
თუ პირის მიერ ჩადენილი ქმედობა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით არაუმეტეს სამი წლისა ან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელი და საქმის გარემოებათა მიხედვით ქმედობა და თვით მისი ჩამდენი პირი არ წარმოადგენენ დიდ საზოგადოებრივ საშიშროებას, მაშინ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობით პირი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან და გადაეცეს თავდებქვეშ ხელახლა აღსაზრდელად და გამოსასწორებლად იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან შრომითს კოლექტივს, რომლებმაც შუამდგომლობა აღძრეს.
თავდებქვეშ არ გადაიცემა პირი, რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან უკვე გადაცემული იყო თავდებქვეშ.
თუ თავდებქვეშ აყვანილი პირი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში არ გაამართლა შრომითი კოლექტივის ნდობა, არ ასრულებს დაპირებას, რომ სანიმუშო ყოფაქცევითა და პატიოსანი შრომით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, არ ემორჩილება სოციალისტური საერთო ცხოვრების ნორმებს ან დატოვებს შრომითს კოლექტივს საზოგადოებრივი ზემოქმედებისაგან თავის არიდების მიზნით, მაშინ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან შრომითს კოლექტივს, რომელმაც აიყვანა იგი თავდებქვეშ, გამოაქვთ გადაწყვეტილება თავდებობაზე უარის თქმის შესახებ და ამ გადაწყვეტილებას აგზავნიან პროკურატურაში ან სასამართლოში საკითხის განსახილველად, რათა ეს პირი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმ ქმედობისათვის, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და რომლის ჩადენასთან დაკავშირებით ის გადაცემული იყო თავდებქვეშ“.
26. 54-ე მუხლში:
მესამე ნაწილში სიტყვები „მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოს“ შეიცვალოს სიტყვებით „სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს“;
მეექვსე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„იმ პირთა მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან ბანდიტიზმისათვის
(78-ე მუხლი); მოქმედებისათვის, რასაც დეზორგანიზაცია შეაქვს შრომა-გასწორების დაწესებულებათა მუშაობაში (781 მუხლი); ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადებისა და გასაღებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (88-ე მუხლის მეორე ნაწილი); სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (89-ე მუხლის მეორე ნაწილი); ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში (96-ე და 152-ე მუხლების მეორე ნაწილები); სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცებისათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით (961 მუხლი); გაუპატიურებისათვის, რაც ჩადენილია ჯგუფის მიერ ან რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე არასრულწლოვანის ან მცირეწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები); ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის ან მექრთამეობაში შუამავლობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (189-ე, 1891 და 190-ე მუხლების მეორე ნაწილები); მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას მათ სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დამამძიმებელ გარემოებებში (2091 მუხლი); განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მესამე ნაწილი); ყაჩაღური თავდასხმით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის (240-ე მუხლის მესამე ნაწილი); საჰაერო ხომალდის გატაცებისათვის (2422 მუხლი); ნარკოტიკულ ნივთიერებათა დამზადების, შეძენის,
შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისათვის გასაღების მიზნით ან ამ ნივთიერებათა გასაღებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (252-ე მუხლის მეორე ნაწილი); ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (2521 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები) –
სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ სამი მეოთხედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ“.
მეცხრე ნაწილში სიტყვები „მშრომელთა გარკვეულ კოლექტივს“ შეიცვალოს სიტყვებით „გარკვეულ შრომითს კოლექტივს“.
27. 541 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეხუთე და მეექვსე პუნქტები:
„5) რომელიც ადრე ორჯერ და მეტად იყო მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთით განზრახი დანაშაულისათვის, თუ ნასამართლობა ადრე ჩადენილი დანაშაულისათვის არ არის მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონით დადგენილი წესით;
6) რომელიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან ადრე გათავისუფლებული იყო ვადამდე პირობით ან პირობით შრომაში სავალდებულო ჩაბმით სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადის სრულად მოხდამდე და რომელმაც კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული სასჯელის მოუხდელი ნაწილის ან მუშაობის სავალდებულო ვადის განმავლობაში“.
28. 542 მუხლში:
ამოღებულ იქნეს მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტი;
მესამე ნაწილში სიტყვები „მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული სამეთვალყურეო კომისიის ერთობლივი წარდგინებით“ შეიცვალოს სიტყვებით „სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული სამეთვალყურეო კომისიის ერთობლივი წარდგინებით, თუ მსჯავრდებულმა იკისრა ვალდებულება – სანიმუშო ყოფაქცევით და პატიოსანი შრომით დაამტკიცოს თავისი გამოსწორება“;
მეოთხე ნაწილს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს ამგვარი შინაარსის მეორე პუნქტი:
„2) იმ პირთა მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილი არიან ამ კოდექსის 541 მუხლში“;
ამ ნაწილის მეორე პუნქტი ჩაითვალოს მესამე პუნქტად;
მეექვსე ნაწილში სიტყვები „განზრახი დანაშაული, რომლისთვისაც მსჯავრი ედება თავისუფლების აღკვეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „ახალი დანაშაული“.
29. 55-ე მუხლში:
მესამე ნაწილში სიტყვები „მშრომელთა დეპუტატების“ შეიცვალოს სიტყვებით „სახალხო დეპუტატთა“;
მერვე ნაწილში სიტყვები „მშრომელთა გარკვეულ კოლექტივს“ შეიცვალოს სიტყვებით „გარკვეულ შრომითს კოლექტივს“;
მეცხრე ნაწილში სიტყვები „განზრახი დანაშაული, რისთვისაც მის მსჯავრი ედება თავისუფლების აღკვეთით“ შეიცვალოს სიტყვით „დანაშაული“.
30. 57-ე მუხლს:
მეორე პუნქტში დაემატოს სიტყვები:
„და თუ აღნიშნული ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრი ამ პირთა მიმართ არ იქნება გაუქმებული კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით“;
პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „23“ პუნქტი:
„23) ის პირნი, რომლებმაც სასჯელი მოიხადეს შრომა-აღმზრდელობით პროფილაქტორიუმში ან ვადამდე გათავისუფლდნენ იქედან",
31. 64-ე მუხლში:
მეოთხე პუნქტში სიტყვები „ოც მანეთს“ შეიცვალოს სიტყვებით „ორმოცდაათ მანეთს“;
მეექვსე პუნქტში სიტყვები „მშრომელთა კოლექტივის“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომითი კოლექტივის“.
32. 66-ე მუხლში სიტყვა „უცხოელმა“ შეიცვალოს სიტყვებით „უცხოელმა მოქალაქემ“.
33. 91-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 91. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცება, ჩადენილი ქურდობით
ქურდობა, ესე იგი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ფარულად გატაცება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ასიდან ხუთას მანეთამდე.
ქურდობა, ჩადენილი განმეორებით, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ანდა პირის მიერ, რომელიც თავს არიდებს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ან გამასწორებელი სამუშაოები, ვადით ერთიდან ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.
ქურდობა სადგომში ან სხვა საცავში შეღწევით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.
ქურდობა, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ან დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით.
შენიშვნა: ამ კოდექსის 91-ე, 92-ე, 93-ე, 94-ე მუხლებში განმეორებითად ჩაითვლება დანაშაული, თუ იგი ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელმაც ადრე ჩაიდინა ამ მუხლებით ან 78-ე, 96-ე, 961, 150-ე, 153-ე, 240-ე და 2521 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული“.
34. 92-ე მუხლში:
პირველ ნაწილში სიტყვები: „გამასწორებელი სამუშაოები ვადით ერთ წლამდე“, შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ
წლამდე“;
მეორე ნაწილს სიტყვების თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე“ დაემატოს სიტყვები „ქონების კონფისკაციით ან უამისოდ“.
მეორე ნაწილის შემდეგ მუხლს დაემატოს ამგვარი შინაარსის ახალი ნაწილი:
„გაძარცვა სადგომში ან სხვა საცავში შეღწევით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ;
მესამე ნაწილი ჩაითვალოს მეოთხე ნაწილად, საიდანაც ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ან უამისოდ“.
35. 93-ე მუხლში:
პირველ ნაწილში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ასიდან ხუთას მანეთამდე“;
მეორე ნაწილს სიტყვების „თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ქონების კონფისკაციით ან უამისოდ ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ“;
მესამე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან უამისოდ.
36. 94-ე მუხლში:
პირველ ნაწილში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ორასიდან ათას მანეთამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ“;
მეორე ნაწილს სიტყვების „თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ“, ხოლო სიტყვებს „გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ვადით ორიდან შვიდ წლამდე“;
მესამე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან უამისოდ“ და სიტყვების „უფლების ჩამორთმევით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ვადით ორიდან ხუთ წლამდე“.
37. 95-ე მუხლში:
პირველ ნაწილში სიტყვები: „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ას მანეთამდე" შეიცვალოს სიტყვებით „ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ასიდან ორას მანეთამდე“; სიტყვები „ადმინისტრაციული ან საზოგადოებრივი ზემოქმედების“ შეიცვალოს სიტყვებით „საზოგადოებრივი ზემოქმედების ან ადმინისტრაციული სახდელის“;
მესამე ნაწილში სიტყვები: „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე" შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით“.
38. 951 მუხლი ამოღებულ იქნეს.
39. 96-ე მუხლის მეორე ნაწილს:
დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი „6“ პუნქტი:
„6) სადგომში ან სხვა საცავში შეღწევით“;
სიტყვები: „ქონების კონფისკაციით ან უამისოდ შეიცვალოს სიტყვებით „ქონების კონფისკაციით“.
40. 97-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების „თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან ჯარიმით ორასიდან ექვსას მანეთამდე.“
41. 98-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: “ან ჯარიმით ოთხას მანეთამდე".
42. 99-ე მუხლში სიტყვები „თავისუფლების აღკვეთით ვადით წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ას მანეთამდე“. შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ოთხას მანეთამდე“. სიტყვები „ისტორიული მნიშვნელობის“ შეიცვალოს სიტყვებით „ისტორიული ან კულტურული მნიშვნელობის“.
43. 1021 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოები ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე“.
44. 111-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების „თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე“.
45. 122-ე მუხლში:
პირველ ნაწილში სიტყვები: „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორას მანეთამდე“.
მეორე ნაწილში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ორას მანეთამდე“;
მესამე ნაწილში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე“.
46. 125-ე მუხლში სიტყვები „თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ორას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე“.
47. 1251 მუხლში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორმოცდაათიდან ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ორას მანეთამდე“.
48. 129-ე მუხლში სიტყვები „ან ჯარიმით ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ან ჯარიმით ას მანეთამდე“.
49. 137-ე მუხლში:
პირველ ნაწილში სიტყვები „ჯარიმით ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯარიმით ორას მანეთამდე“;
მეორე ნაწილში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ასიდან სამას მანეთამდე“.
50. 138-ე მუხლში:
პირველ ნაწილში სიტყვები „ჯარიმით ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯარიმით ას მანეთამდე“;
მეორე ნაწილში სიტყვები „ჯარიმით ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯარიმით ორას მანეთამდე“.
51. 140-ე მუხლში სიტყვები „თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით“ შეიცვალოს სიტყვებით „თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით“.
52. 141-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 141. მოქალაქეთა ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა
უკანონო ჩხრეკა, უკანონო გამოსახლება ან სხვა უკანონო მოქმედება, რომელიც არღვევს მოქალაქის ბინის ხელშეუხებლობას, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ას მანეთამდე, ან თანამდებობიდან
დათხოვნით“.
53. 143-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 143. მიმოწერის, ტელეფონით ლაპარაკის, სატელეგრაფო შეტყობინებათა საიდუმლოების დარღვევა
„მოქალაქეთა მიმოწერის, ტელეფონით ლაპარაკისა და სატელეგრაფო შეტყობინებათა საიდუმლოების დარღვევა –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან ჯარიმით ას მანეთამდე, ან საზოგადოებრივი გაკიცხვით“.
54. 147-ე მუხლში:
პირველ ნაწილში სიტყვები „თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით “გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე“;
მეორე ნაწილში სიტყვები „თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით “გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე“.
55. 150-ე და 151-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 150. ქურდობა
ქურდობა, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების ფარული გატაცება –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელ
სამუშაოებით იმავე ვადით.
ქურდობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ან პირის მიერ, რომელიც თავს არიდებს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას, ანდა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.
ქურდობა ბინაში შეღწევით –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.
ქურდობა, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით.
შენიშვნა: ამ კოდექსის 150-ე, 151-ე და 153-ე მუხლებში განმეორებითად ჩაითვლება დანაშაული, თუ იგი ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელმაც ადრე ჩაიდინა ამ მუხლებით ან 78-ე, 91-94-ე, 961, 152, 240-ე, 2521 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
მუხლი 151. გაძარცვა
გაძარცვა, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების აშკარა გატაცება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე.
გაძარცვა, ჩადენილი განმეორებით, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, ან დაკავშირებული ძალადობასთან, რაც საშიში არ არის დაზარალებულის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა პირის მიერ, რომელიც თავს არიდებს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას, ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.
გაძარცვა ბინაში შეღწევით –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.
გაძარცვა, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით“.
56. 152-ე მუხლის მეორე ნაწილში მე-5 პუნქტში სიტყვები „საცხოვრებელ სადგომში“ შეიცვალოს სიტყვებით „ბინაში შეღწევით“;
სიტყვები „ქონების კონფისკაციით ან უამისოდ“ შეიცვალოს სიტყვებით „ქონების კონფისკაციით“.
57. 153-ე მუხლში:
პირველ ნაწილში სიტყვები „ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ოთხას მანეთამდე ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე“;
მეორე ნაწილს სიტყვების „თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ქონების კონფისკაციით ან უამისოდ ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ“;
მესამე ნაწილს სიტყვების „თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ქონების კონფისკაციით“.
58. 154-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების „თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ოთხას მანეთამდე“.
59. 1631 მუხლს სიტყვების „თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე, გარკვეულ თანამდებობათა დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ“.
60. 164-ე მუხლს სიტყვების „ქონების კონფისკაციით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ჯარიმით ორასიდან ათას მანეთამდე“.
61. 165-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 165. სპეკულაცია
სპეკულაცია, ესე იგი საქონლის ან სხვა საგნების შესყიდვა და გადაყიდვა გამორჩენის მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე.
სპეკულაცია, ჩადენილი არაერთგზის, ან დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე, ქონების კონფისკაციით.
სპეკულაცია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო სპეკულაციისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით“.
62. 167-ე მუხლს სიტყვების „ქონების კონფისკაციით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ჯარიმით შვიდას მანეთამდე“.
63. 169-ე მუხლში:
პირველ ნაწილში სიტყვები „თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან სავაჭრო თუ საზოგადოებრივი კვების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების და კომუნალური მეურნეობის საწარმოებში თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ოთხას მანეთამდე, ან სავაჭრო თუ საზოგადოებრივი კვების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების და კომუნალური მეურნეობის საწარმოებში თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით ვადით ორიდან ხუთ წლამდე“;
მეორე ნაწილს დაემატოს სიტყვები „ვადით ორიდან ხუთ წლამდე“.
64. 1691 მუხლს სიტყვის „ადმინისტრაციული“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სახდელის“.
65. 1693 მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „ჯარიმით ხუთას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯარიმით სამას მანეთამდე, ხოლო ანგარებითი დაინტერესებისას – ჯარიმით ხუთას მანეთამდე“.
66. 173-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ჯარიმით ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯარიმით ას მანეთამდე“.
67. 1731 მუხლში სიტყვები „თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით“ შეიცვალოს სიტყვებით „თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე“.
68. 1762 მუხლში სიტყვები „თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით“.
69. 177-ე მუხლში სიტყვები „ადმინისტრაციული ზემოქმედების“ შეიცვალოს სიტყვებით „ადმინისტრაციული სახდელის“.
70. 1771 მუხლში სიტყვები „ადმინისტრაციული ზემოქმედების“ შეიცვალოს სიტყვებით „ადმინისტრაციული სახდელის“; სიტყვები „ჯარიმით ორას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით “ჯარიმით ოთხას მანეთამდე“.
71. 178-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 178. ტყის უკანონო გაჩეხვა
პირველი ჯგუფის ტყეებში, რომლებიც დაცვით, სანიტარიულ-ჰიგიენურ და გამაჯანსაღებელ ფუნქციებს ასრულებენ, ნაკრძალ, ეროვნული და ბუნებრივი პარკების ტყეებში, ნაკრძალი ტყის უბნებში, მეცნიერული ან ისტორიული მნიშვნელობის ტყეებში, ბუნებრივი ძეგლებში, ტყე-პარკებში ხეებისა და ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, თუ ზარალი ას მანეთს აღემატება, ხოლო პირველი ჯგუფის დანარჩენ ტყეებში – ორას მანეთს ხეებისა და ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვით და დაზიანებით მიყენებული ზარალისათვის სახდელის ოდენობის გამოსაანგარიშებლად დადგენილი ნიხრის მიხედვით, ანდა ხეებისა და ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა სხვა ტყეებში, თუ ზარალი ამავე ნიხრით სამას მანეთს აღემატება, აგრეთვე მითითებულ ტყეებში ხეებისა და ბუჩქნარის გაჩეხვა, რასაც მოჰყვა ნაკლები ზარალი, მაგრამ ჩადენილია განმეორებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე, უკანონოდ მოპოვებულის კონფისკაციით.
ხეებისა და ბუჩქნარის სისტემატური უკანონო გაჩეხვა ნებისმიერ ტყეებში ან ჩადენილი პირველად, მაგრამ დიდი ზარალის მიყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე, უკანონოდ მოპოვებულის კონფისკაციით, ხოლო ანგარებითი დაინტერესებისას – ჯარიმით ათას მანეთამდე, უკანონოდ მოპოვებულის კონფისკაციით“.
72. 179-ე მუხლში სიტყვები „ჯარიმით ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯარიმით ორას მანეთამდე“.
73. 180-ე მუხლში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით“.
74. 199-ე მუხლში სიტყვები „სასამართლო და გამოძიების ორგანოებში“ შეიცვალოს სიტყვებით „სასამართლოში, წინასწარი გამოძიების ან მოკვლევის ორგანოებში“; სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით“.
75. 202-ე მუხლს დაემატოს სიტყვები „ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე“.
76. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 2033 მუხლი:
„მუხლი 2033. გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობა
გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობა იმ პირის მიერ, რომლის მიმართ გამოტანილია განაჩენი, –
ისჯება ჯარიმით ორას მანეთამდე.
გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობა თანამდებობის პირის მიერ, რომელიც სარგებლობს სამუშაოზე მიღებისა და სამუშაოდან დათხოვნის უფლებით, –
ისჯება ჯარიმით სამას მანეთამდე ან სამუშაოდან დათხოვნით“.
77. 204-ე მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 204. გადასახლების ადგილიდან ან სამკურნალო-შრომითი, ანდა შრომა-აღმზრდელობითი პროფილაქტორიუმიდან გაქცევა და გასახლებულის თვითნებურად დაბრუნება
გადასახლების ადგილიდან ან სამკურნალო შრომითი, ანდა შრომა-აღმზრდელობითი პროფილაქტორიუმიდან გაქცევა, აგრეთვე გადასახლებაში პროფილაქტორიუმში გაგზავნისას გზიდან გაქცევა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.
78. მუხლი 206-ე ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 206. დანაშაულის განუცხადებლობა
განუცხადებლობა იმისა, რომ ცნობილია ამ კოდექსის 104-ე, 105-ე მუხლებით და 258-ე მუხლის „გ“ პუნქტით (განზრახი მკვლელობა), 117-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით (გაუპატიურება დამამძიმებელ გარემოებებში), 91-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და 150-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ქურდობა დამამძიმებელ გარემოებებში), 92-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და 151-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (გაძარცვა დამამძიმებელ გარემოებებში), 96-ე და 152-ე მუხლებით (ყაჩაღობა), 94-ე მუხლის მესამე ნაწილით (სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცება მითვისებით, გაფლანგვით ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით დამამძიმებელ გარემოებებში), 93-ე მუხლის მესამე ნაწილით და 153-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (თაღლითობა დამამძიმებელ გარემოებებში), 961 მუხლით (სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცება), 189-ე მუხლის მეორე ნაწილით, 1891 მუხლის და 190-ე მუხლის მეორე ნაწილებით (ქრთამის აღება, მიცემა და მექრთამეობაში შუამავლობა დამამძიმებელ გარემოებებში), 2091 მუხლით (მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფა), 240-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცება), 2422 მუხლით (საჰაერო ხომალდის გატაცება), 252-ე მუხლის მეორე ნაწილით (ნარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა გასაღების მიზნით, აგრეთვე უკანონო გასაღება დამამძიმებელ გარემოებებში), 2521 მუხლის მესამე ნაწილით (ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცება, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ან ყაჩაღური თავდასხმით, ან დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის მზადების ან ჩადენის შესახებ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე“.
79. 2062 მუხლში სიტყვები „მოკავშირე რესპუბლიკების“ შეიცვალოს სიტყვებით „მოკავშირე, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის“; სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ორას მანეთამდე“.
80. 2063 მუხლში სიტყვები „სახელმწიფო, საზოგადოებრივ დაწესებულებათა ან საწარმოთა“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა“, ხოლო სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე“.
81. 207-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 207. წინააღმდეგობის გაწევა ხელისუფლების წარმომადგენლისათვის ან საზოგადოებრიობის წარმომადგენლისათვის, რომელიც ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მოვალეობას
წინააღმდეგობის გაწევა ხელისუფლების წარმომადგენლისათვის მის მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას ან წინააღმდეგობის გაწევა საზოგადოებრიობის წარმომადგენლისათვის, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მოვალეობას ასრულებს, ან მათი იძულება – შეასრულონ აშკარად უკანონო მოქმედებანი, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით, გარდა ამ კოდექსის 2071 მუხლში მითითებული შემთხვევებისა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ორას მანეთამდე“.
82. 2071 მუხლში:
პირველ ნაწილში სიტყვები: „ჯარიმით ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯარიმით ორას მანეთამდე“;
მეორე ნაწილს სიტყვების „თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე“.
83. 213-ე მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით“.
84. 215-ე მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე“.
85. 217-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 217. საპასპორტო სისტემის წესების დარღვევა
საპასპორტო სისტემის წესების ბოროტი დარღვევა, თუ ეს დარღვევა გამოიხატება უპასპორტოდ ან ჩაუწერლად ცხოვრებით და თუ ადრე პირის მიმართ ორჯერ იყო გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ას მანეთამდე“.
86. 218-ე მუხლში:
მუხლის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და სამხედრო აღრიცხვისათვის“;
პირველ ნაწილში სიტყვები „ჯარიმით ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯარიმით ორას მანეთამდე“;
ამოღებულ იქნეს მესამე ნაწილი.
87. 219-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამხედრო ვალდებულის ან ახალწვეულის მიერ სამხედრო აღრიცხვის წესების დარღვევა, ჩადენილი ამგვარი ქმედობისათვის ადმინისტრაციული სახდელის ღონისძიებათა გამოყენების შემდეგ, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორას მანეთამდე“.
88. 2191 მუხლში სიტყვები „მილიციის ორგანოების“ შეიცვალოს სიტყვებით „შინაგან საქმეთა ორგანოების“; სიტყვები „ადმინისტრაციული ზემოქმედების“ შეიცვალოს სიტყვებით „ადმინისტრაციული სახდელის"; სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით".
89. 225-ე მუხლში სიტყვები „ან ჯარიმით ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ან უამისოდ“.
90. 228-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ჯარიმით ოცდაათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯარიმით ორას მანეთამდე“
91. 229-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ჯარიმით ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით: „ჯარიმით ორას მანეთამდე“.
92. 234-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 234. მაწანწალობა ან მათხოვრობა, ანდა სხვაგვარი პარაზიტული ცხოვრება
მაწანწალობა ან მათხოვრობა, ანდა სხვაგვარი პარაზიტული ცხოვრება, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.
იგივე ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო ამ მუხლის პირველი ნაწილით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“.
93. 237-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ჯარიმით ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯარიმით ორას მანეთამდე“.
94. 238-ე მუხლის მესამე ნაწილში სიტყვები „ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით: „ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ას მანეთამდე“.
95. 241-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე“.
96. 2412 მუხლში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ასიდან სამას მანეთამდე".
97. 2421 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე“, შეიცვალოს სიტყვებით “გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე“.
98. 244-ე და 245-ე მუხლების მეორე ნაწილებს სიტყვების „თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე“.
99. 2481 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ორას მანეთამდე“.
100. 2501 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები: „ჯარიმით ხუთას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯარიმით სამას მანეთამდე, ხოლო ანგარებითი დაინტერესებისას - ჯარიმით ხუთას მანეთამდე“.
101. 250-ე მუხლში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ორას მანეთამდე“.
102. 251-ე მუხლში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე“.
103. 252-ე მუხლის მეშვიდე ნაწილში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ორას მანეთამდე“.
104. 254-ე მუხლში:
სათაურსა, პირველ და მესამე ნაწილებში სიტყვები „კულტურის ძეგლების“ შეიცვალოს სიტყვებით „ისტორიისა და კულტურის ძეგლების“;
მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ისტორიისა და კულტურის ძეგლების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაცული ბუნების ობიექტების განადგურება, დანგრევა ან დაზიანება ფეთქებად ნივთიერებათა ან მომეტებული საფრთხის სხვა წყაროს გაუფრთხილებელი გამოყენების შედეგად, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორას მანეთამდე“;
მესამე ნაწილში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე“.
105. 70-ე, 78-ე, 144-ე მუხლებსა და 215-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დაწესებულებათა, საწარმოთა, ორგანიზაციათა“, „სახელმწიფო, საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და საწარმოებზე“, „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დაწესებულების, ორგანიზაციის ან საწარმოს“ , „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დაწესებულების, ორგანიზაციის ან საწარმოს შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების“, „სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საწარმოებსა, დაწესებულებებსა, ორგანიზაციებზე“, „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების“, „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების“.
106. 83-ე და 90-ე მუხლებში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოები, ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე“.
107. 86-ე მუხლის მეორე ნაწილში, 101-ე, 106-ე, 107-ე, 108-ე მუხლებში, 146-ე მუხლის მეორე ნაწილში, 158-ე მუხლში, 209-ე მუხლის მეორე ნაწილში, 233-ე მუხლის მეორე ნაწილში, 249-ე მუხლში, 252-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე“.
108. 168-ე მუხლში სიტყვები: „მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივ საბჭოებს, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საწარმოებს ან დაწესებულებებს“ შეიცვალოს სიტყვებით „სახალხო დეპუტატთა საბჭოებს, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს“.
109. 175-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ჯარიმით ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით: „ჯარიმით ორას მანეთამდე“.
110. 113-ე, 132-ე 139-ე მუხლებში, 171-ე მუხლის მეორე ნაწილში, 186-ე და 187-ე მუხლების პირველ ნაწილებში, 191-ე მუხლში, 196-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით“.
111. 142-ე, 198-ე, 201-ე, 214-ე, 216-ე, 220-ე, 223-ე, 2361 მუხლებში, 246-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ჯარიმით ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯარიმით ას მანეთამდე“.
112. 160-ე მუხლში და 188-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე“.
113. 161-ე მუხლში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ორას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე“.
114. 2061 მუხლში სიტყვები „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე“.
115. 232-ე მუხლში სიტყვები: „ჯარიმით ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით: „ჯარიმით სამას მანეთამდე“.
116. ქონების ნუსხაში, რომელიც სასამართლოს განაჩენით კონფისკაციას არ ექვემდებარება (საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის დანართი);
მეორე პუნქტში სიტყვები „სასოფლო-სამეურნეო არტელის წესდებით“ შეიცვალოს სიტყვებით „კოლმეურნეობის წესდებით“;
მეცხრე პუნქტში სიტყვები „კომლის (საკოლმეურნეო ან ერთპიროვნული) საერთო ქონებიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „საკოლმეურნეო კომლის ან იმ მოქალაქეთა მეურნეობის საერთო ქონებიდან, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში“; სიტყვები „საკოლმეურნეო არტელის წესდებით“ შეიცვალოს სიტყვებით „კოლმეურნეობის წესდებით“.
II. შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნის სახით სასჯელის მოხდის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული დებულება.
III. ეს ბრძანებულება სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს 1983 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი, 1982 წლის 29 დეკემბერი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები