შოთა ქობალია და ვასილ ჟიჟიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

შოთა ქობალია და ვასილ ჟიჟიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/15/1453
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 25/07/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016840
2/15/1453
25/07/2023
ვებგვერდი, 27/07/2023
000000000.00.000.016840
შოთა ქობალია და ვასილ ჟიჟიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №2/15/1453

2023 წლის 25 ივლისი

ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძესხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუშიწევრი.

სხდომის მდივანი : მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება : შოთა ქობალია და ვასილ ჟიჟიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

  დავის საგანი : ) ვასილ ჟიჟიაშვილის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის მე -4 ნაწილის სიტყვების ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების 21 წლამდე ასაკის პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა , რომელიც აწესებს პასუხისმგებლობას 18- დან 21 წლამდე პირის მიერ ნარკოტიკული საშუალებების , ფსიქოტროპული ნივთიერებების , პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის დანართი №2- ის 92- ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის ;

) საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265- მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობასნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებსაქართველოს კანონის დანართი №2-ის 73- ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის (მცენარე), პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის.

  საქმის განხილვის მონაწილეები : მოსარჩელეებივასილ ჟიჟიაშვილი და შოთა ქობალია; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებირუსუდან მუმლაური, ნინო შარმანაშვილი და ბაჩანა სურმავა.

  I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1453) მომართეს შოთა ქობალიამ და ვასილ ჟიჟიაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2019 წლის 4 ოქტომბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2020 წლის 25 ივნისს.

2. №1453 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 მუხლისქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი, 31- მუხლი, 311 მუხლი და 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის 21 წლამდე ასაკის პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265- მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისათვის.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე -11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება , ხოლო მე-12 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს პირთა მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას ასაკის ნიშნით. კერძოდ, 21 წლამდე ასაკის პირებს ეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის, ხოლო 21 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე არ ვრცელდება მსგავსი შეზღუდვა.

6. მოსარჩელე ვასილ ჟიჟიაშვილი განმარტავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის დროს იგი არ იყო 21 წლის, შესაბამისად, იგი წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, იდავოს გასაჩივრებული რეგულაციის კონსტიტუციურობის თაობაზე. მისი აზრით, 18-დან 21 წლამდე პირები წარმოადგენენ 21 წლის ასაკს მიღწეული პირების არსებითად თანასწორ პირებს სადავო ნორმით რეგულირებულ ურთიერთობასთან მიმართებით. კერძოდ, ორივე პირთა ჯგუფს მიღწეული აქვს სრულწლოვანების ასაკისთვის და მათ თანაბარი ინტერესი გააჩნიათ საკუთარი ავტონომიის იმ ფორმით რეალიზებისა, რაც მარიხუანის პირად მოხმარებას გულისხმობს. შესაბამისად, სადავო ნორმით ხდება არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა.

7. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაციით, დადგენილ დიფერენცირებულ მოპყრობას არ გააჩნია რაციონალური გამართლება, კერძოდ, დაუსაბუთებელია, თუ რა ისეთ არსებით უნარ-ჩვევებს იღებს 21 წლის ასაკის პირი, რომელთა მეშვეობითაც იგი ახერხებს მარიხუანის მოხმარებიდან მომდინარე საფრთხეების ელიმინაციას და რატომ არ გააჩნია მსგავსი უნარ-ჩვევები მას 18 წლის ასაკში.

8. მოსარჩელე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 18 წლის პირს აქვს აქტიური საარჩევნო ხმის უფლება, იძენს სრულ სამოქალაქო ქმედუნარიანობას, ექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას, შეუძლია, იყოს ნაფიცი მსაჯული სისხლის სამართლის საქმეზე. ამგვარი კონსტიტუციურსამართლებრივი ჩარჩოს პირობებში გაურკვეველია, თუ რატომ არ შესწევს 18 წლის ასაკს მიღწეულ პირს უნარი თავად, შეაფასოს მარიხუანის მოხმარებიდან მომდინარე რისკები და მიიღოს, თავისი აზრით, მართებული გადაწყვეტილება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.

9. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი დავობს გასაჩივრებული ნორმის მხოლოდ იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც 18 წლის ასაკს მიღწეულ პირს უკრძალავს მარიხუანის მოხმარებას.

10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, კანაფის პირადი მოხმარების მიზნით დათესვა და მოყვანა წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს. აღნიშნული ქმედება არ უქმნის საფრთხეს სხვა პირთა ჯანმრთელობას ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ისეთი ქმედების სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადობა, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს წარმოადგენს პიროვნების ავტონომიაში ჩარევის უკიდურესი ფორმის გამოხატულებას და ვერ ჩაითვლება ამ პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს.

11. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და იურიდიულ დოქტრინას.

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 25- მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეები ითხოვენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265- მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული განჩინებით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობასნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებსაქართველოს კანონის დანართი №2-ის 73- ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის (მცენარე), პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის. მათი განმარტებით, სადავო ნორმა წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას.

13. მოპასუხე მხარის პოზიციით, მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია ავტომატურად არ ნიშნავს მისი მოხმარებისთვის საჭირო ყველა სხვა ქმედების დეკრიმინალიზაციას (დათესვა, მოყვანა, დამზადება, კულტივირება, შეძენა, შენახვა). მარიხუანის მოხმარებიდან წარმოშობილი საფრთხეები განსხვავდება მცენარე კანაფის დათესვისა და მოყვანისგან გამოწვეული საფრთხეებისგან, რაც ცალკე საჭიროებს შეფასებას. აღნიშნული ქმედებები აჩენს მარიხუანის გასაღების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობის დაზიანების რისკს, რაც იმთავითვე გამოირიცხება მარიხუანის მოხმარების შემთხვევაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა არ წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას და მისი კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის დადგენა საჭიროებს საქმის არსებითი განხილვის ფორმატს.

14. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების განმარტებით, 21 წლამდე ასაკის პირებს არ მიუღწევიათ იმ გონებრივი სიმწიფისთვის, რომ თავად შეაფასონ მარიხუანის მოხმარებიდან წარმოშობილი რისკები. შესაბამისად, ისინი არ არიან 21 წლის ასაკს მიღწეული პირების არსებითად თანასწორნი ისეთ ქმედებასთან მიმართებით, როგორიცაა მარიხუანის მოხმარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა არსებითად არათანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა, რაც ვერ ჩაითვლება დისკრიმინაციად.

15. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ მოსარჩელე ვასილ ჟიჟიაშვილს საქმის განხილვის განმწესრიგებელი სხდომისთვის უკვე შეუსრულდა 21 წელი. შესაბამისად, მასზე აღარ ვრცელდება სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა და შეუძლებელია ამ რეგულაციის არსებობამ უშუალოდ მას რაიმე სახის ზიანი მიაყენოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, იდავოს გასაჩივრებული რეგულაციის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

16. მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. მოსარჩელე ვასილ ჟიჟიაშვილის მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას ასაკის ნიშნით, რადგან 21 წლამდე ასაკის სრულწლოვან პირებს ეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის, ხოლო 21 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე არ ვრცელდება მსგავსი შეზღუდვა. მოსარჩელე მხარე აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომელიც განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.

2. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კონსტიტუციურობაზე 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილებ აში და იგი არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე არ აპელირებს სადავო ნორმის 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილების დამძლევ ბუნებაზე, მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით გამოიკვლიოს ხომ არ არსებობს სადავო ნორმის განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად გამოცხადებისსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 25- მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის №3/2/1647 განჩინება საქმეზემოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“, ნინო თოდრია, მართა ქარდავა, ნინო ორდენიძე და სხვები (სულ 12 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

3. №1453 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო რეგულირების კონსტიტუციურობის შემოწმებას ითხოვს თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილებით სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. ამდენად, განსახილველ საქმეში სასამართლოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება უწევს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ნორმის გასაჩივრება, რომელიც შესაძლოა ატარებდეს სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, კონსტიტუციის სხვა დებულებასთან მიმართებით, არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებასმოსილებას, გამოიკვლიოს სადავო ნორმის შინაარსი და მისი დამძლევი ბუნების დადასტურების შემთხვევაში, განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად ცნოს იგი. სადავო რეგულირების დამძლევ ნორმად გამოცხადების მექანიზმი ემსახურება სასამართლო პროცესის ეკონომიურობისა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის მიზანს. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დამძლევი ბუნების მქონე რეგულირების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს გადაწყვეტილებაში უკვე შეფასებული კონსტიტუციური უფლებისგან განსხვავებულ დებულებასთან მიმართებით, არ არსებობს საქმის არსებითად განხილვის ლეგიტიმური ინტერესი. სასამართლოს მხრიდან არაგონივრულია უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი რეგულირების კონსტიტუციის სხვა დებულებებთან შესაბამისობაზე არსებითი განხილვის ფორმატში მსჯელობა, რადგან ეს, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ გადატვირთავდა სასამართლოს, მეორე მხრივ, შეაფერხებდა უფლების ეფექტიანად და პრევენციულად დაცვას. ამრიგად, სასამართლომ უნდა დაადგინოს, სადავო ნორმა ხომ არ ატარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტურ შინაარსს.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 25- მუხლის 41 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“.

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 25- მუხლის 41 პუნქტი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული საკითხი მატერიალური თვალსაზრისით სასამართლოს უკვე გადაწყვეტილი აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ უწევს ნორმის კონსტიტუციურობაზე საქმის არსებითი განხილვის ფორმატში განმეორებით მსჯელობა. მეორე მხრივ, ხსენებული ნორმა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების შესრულების ზედამხედველობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის ეფექტურ მექანიზმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზეავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ამგვარად, დასახელებული ნორმა უნდა ჩაითვალოს მნიშვნელოვან მექანიზმად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ამ უკანასკნელის მხრიდან, მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ამ უფლებათა შემდგომი დარღვევის პრევენციისთვის.

7. სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების გარეშე ძალადაკარგულად ცნობისათვისსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 25- მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია, სახეზე იყოს ორი წინაპირობა: () სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და () არ არსებობსსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

8. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე არაერთხელ განმარტა, რომსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 25- მუხლის 41 პუნქტში არსებული ტერმინიიმავე შინაარსის ნორმაარ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას. „სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/525 განჩინება საქმეზემოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზეავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 10).

9. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა სადავო ნორმა არსებითად იმავე შინაარსის, რაც ერთხელ უკვე იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილებით და რამდენად შეიძლება იგი მიჩნეულ იქნეს დასახელებული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად. სადავო ნორმის დამძლევ ნორმად მიჩნევისა და მისი არსებითი განხილვის გარეშე არაკონსტიტუციურად ცნობისათვის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმათა შორის არსებითი შინაარსობრივი მსგავსება , როდესაც სადავო ნორმა სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად იწვევს იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას . ასევე , ხდება თუ არა უფლების შეზღუდვა მსგავსი სამართლებრივ საშუალებების გამოყენებით და იწვევს თუ არა იდენტურ სამართლებრივ შედეგებს   (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 განჩინება საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260- მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალებანედლი მარიხუანისპირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო“, II-5, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზეავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთ ხსენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად გააჩნია სადავო ნორმას უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმასთან მიმართებით იმგვარი განმასხვავებელი ნიშნები, რამდენად არსებობს სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რომელიც მისი კონსტიტუციურობის არსებითი განხილვის ფორმატში ხელახალი შეფასების საჭიროებას წარმოშობს.

11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45- მუხლის პირველი ნაწილის სიტყვებისან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებაის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35- პუნქტში მითითებული გარემოებების არარსებობისას ითვალისწინებდა პასუხისმგებლობასნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებსაქართველოს კანონის დანართი №2-ის 92- ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მარიხუანის მოხმარება, გართობისა და განტვირთვის მიზნით, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს.

13. საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილებით, შეფასებულ იქნა მარიხუანის მოხმარებიდან მომდინარე რისკები. აღნიშნული ქმედების აკრძალვის ლეგიტიმურ მიზნებად დასახელდა ჯანმრთელობის დაცვა, როგორც ცალკეული ინდივიდის, ასევე მთელი საზოგადოების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზანთან დაკავშირებით საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულ ინფორმაციად არ მიიჩნია, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ან აბსტინენციის მდგომარეობაში ყოფნა ქმნიდა პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს. ასევე, არ დადასტურდა, რომ მარიხუანა თავისი ბიოლოგიური თუ ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე იწვევდა სხვა, უფრო ძლიერი ნარკოტიკულ საშუალებებზე მოთხოვნილების ჩამოყალიბებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების სამართალდარღვევად გამოცხადება არ ემსახურებოდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ ინტერესს.

14. საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მარიხუანის მოხმარება გარკვეული ხარისხის ზიანს აყენებდა ადამიანის ჯანმრთელობას, რის გამოც აღნიშნული ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადება ემსახურებოდა, როგორც თავად მომხმარებლის, ასევე, მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ინტერესს. მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ პირის დასჯა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო არ იყო თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან და იგი წარმოადგენდა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში იმგვარ ექსცესიურ ჩარევას, რომელსაც ვერ გაამართლებდა დასახელებული ინტერესი. საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ ინტერესთან მიმართებით სასამართლომ მიუთითა, რომ მარიხუანის მომხმარებლის ინდივიდუალური როლი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში იყო ძალიან მცირე, თითქმის უმნიშვნელო. ამასთან, მარიხუანის მოხმარება გამორიცხავდა მისი გავრცელების და ამ გზით სხვათა ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხის ჰიპოთეტურ შესაძლებლობასაც კი. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების ნებისმიერ გარემოებაში სრული და ბლანკეტური აკრძალვა არ წარმოადგენდა ამავე ქმედებიდან მომდინარე პოტენციური საფრთხეების აცილების პროპორციულ საშუალებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი რეგულირება ეწინააღმდეგებოდა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.

15. საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილებაში ასევე აღინიშნა, რომ მარიხუანის მოხმარების აკრძალვა შეესაბამებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს მაშინ, როდესაც მარიხუანის მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნიდა საფრთხეებს მესამე პირებისთვის. აღნიშნულის საილუსტრაციოდ სასამართლომ მიუთითა, რომ მარიხუანის მოხმარების აკრძალვა გამართლებული იყო მისი მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დასაცავად, მათი ჯანსაღი განვითარების ინტერესების უზრუნველსაყოფად. ასევე, გამართლებულად იქნა მიჩნეული მარიხუანის მოხმარების შეზღუდვა სასწავლო, სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არმიაში, სამედიცინო, სახელმწიფო დაწესებულებებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ..

16. მოცემულ შემთხვევაში №1453 კონსტიტუციური სარჩელის ერთ-ერთი ავტორივასილ ჟიჟიაშვილი ითხოვს, რომ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვებისამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების 21 წლამდე ასაკის პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებაის ნორმატიული შინაარსი, რომელიც აწესებს პასუხისმგებლობას 18-დან 21 წლამდე პირის მიერ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის.

17. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს 21 წლამდე ასაკის პირის მიერ მარიხუანის მოხმარებას. სხვაობა №1453 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ და №1/3/1282 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების შინაარსს შორის გამოიხატება სამართალდარღვევის სუბიექტში. კერძოდ, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მოქმედება ვრცელდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ასაკს მიღწეულ (16 წელი) ნებისმიერ პირზე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ადგენს მხოლოდ 21 წლამდე ასაკის პირების მიმართ.

18. ერთი შეხედვით, ნათელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, მათ შორის, 18 წლიდან 21 წლამდე პირების დასჯა მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის. თუმცა, ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ „...გამართლებულია მარიხუანის მოხმარების შეზღუდვა მისი მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დასაცავად, მათი ჯანსაღი განვითარების ინტერესების უზრუნველსაყოფად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქეები ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35). შესაბამისად, უნდა დადგინდეს სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ადრესატს წარმოადგენენ თუ არა არასრულწლოვნები საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიზნებისთვის.

19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „არასრულწლოვანთა მიმართ კონსტიტუციური უფლებები სპეციფიკური სტანდარტებით ვრცელდება. მათი მოქმედების ფარგლები დამოკიდებულია თავად უფლების ხასიათსა და ურთიერთობის თავისებურებებზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია განისაზღვროს, თუ რა ფარგლებში და რა პირობით იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი 18-დან 21 წლამდე ასაკის პირის პირადი ავტონომიით დაცულ ისეთ სფეროს, როგორიცაა გართობისა და განტვირთვის მიზნით მარიხუანის მოხმარება.

20. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24- მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება“. აღნიშნული დებულება ცხადყოფს, რომ საქართველოს კონსტიტუცია 18 წლის ასაკს მიღწეულ პირს განიხილავს იმგვარი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონედ, რომელსაც დამოუკიდებლად შესწევს უნარი მონაწილეობა მიიღოს და აქტიური როლი შეასრულოს სახელმწიფოს მმართველობითი ორგანოების ფორმირებისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამგვარი შესაძლებლობით 18 წლის ასაკს მიღწეული პირი გავლენაუნარიანი ხდება სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვაზე, რაც, საბოლოოდ აისახება არა მხოლოდ მის პირად ცხოვრებაზე, არამედ მთლიანად საზოგადოებაზე და მის შემდგომ განვითარებაზე.

21. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს №1/3/1282 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ, ზოგადად, მარიხუანის მოხმარების ფაქტი, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა, არ უქმნის საფრთხეს სხვა პირთა უფლებებს და საჯარო წესრიგს. აღნიშნული ქმედება პოტენციურად საზიანოა მხოლოდ მარიხუანის მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის. იმ დაშვებით, რომ 18 წლის ასაკს მიღწეულ პირს გააჩნია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური რესურსი, ლოგიკურია იმის თქმა, რომ მასვე შეუძლია გააანალიზოს მარიხუანის მოხმარებიდან მომდინარე რისკები და მიიღოს თავისი რეალური ნების შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც ეფექტუნარიანი იქნება მხოლოდ მის ჯანმრთელობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ 18 წლის ასაკს მიღწეული პირის პირადი ავტონომიით დაცული სფერო მოიცავს, მათ შორის, გართობისა და განტვირთვის მიზნით მარიხუანის მოხმარების შესაძლებლობას.

22. ამგვარად, №1453 კონსტიტუციურ სარჩელში გასაჩივრებული რეგულაციით გათვალისწინებული სპეციალურ სუბიექტთა წრე არ ქმნის ისეთ სხვაობას სადავო ნორმასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას შორის, რომ საჭირო იყოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება საქმის არსებითი განხილვის ფორმატში. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 25- მუხლის 41 მუხლის მიზნებისთვის, სადავო აქტი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმას, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის პლენუმზე გადაცემისსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 25- მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, №1453 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და საქმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვებისამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების 21 წლამდე ასაკის პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებაის ნორმატიული შინაარსი, რომელიც აწესებს პასუხისმგებლობას 18-დან 21 წლამდე პირის მიერნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებსაქართველოს კანონის დანართი №2-ის 92- ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის.

24. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოსარჩელე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების 21 წლამდე ასაკის პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებაიმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც აწესებს პასუხისმგებლობას 18-დან 21 წლამდე პირის მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. წინამდებარე განჩინებით დასახელებული რეგულირება მიჩნეულ იქნა დამძლევ ნორმად და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1453 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველადსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის საფუძველზე.

25. №1453 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები ასევე მიიჩნევენ , რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265- მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალებების , ფსიქოტროპული ნივთიერებების , პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის დანართი №2- ის 73- ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის ( მცენარე ) პირადი მოხმარების მიზნით უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის იმავე შინაარსის მატარებელია , რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით და ითხოვენ მის ძალადაკარგულად გამოცხადებას საქმის არსებითი განხილვის გარეშე . შესაბამისად , მოცემულ შემთხვევაშიც უნდა დადგინდეს , არსებობს თუ არა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25- მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი .

26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით , არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე -16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273- მუხლის სიტყვების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალებების , ფსიქოტროპული ნივთიერებების , პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის დანართი №2- ის 92- ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის .

27. საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით , შეფასდა ისეთი ქმედებიდან მომდინარე რისკები , როგორიცაა მარიხუანის მოხმარება . სასამართლომ მიუთითა , რომ მარიხუანის ინდივიდუალური მომხმარებლის როლი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის ხელშეწყობის პროცესში იყო ძალიან მცირე , თითქმის უმნიშვნელო . ამასთან , მარიხუანის მოხმარება არ წარმოშობდა მისი გავრცელების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ჰიპოთეტურ რისკსაც კი . აღნიშნული ქმედებით ზიანი შეიძლებოდა მისდგომოდა მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობას . სასამართლომ მიუთითა , რომ მარიხუანის მოხმარების კრიმინალიზაციას ვერ გაამართლებდა მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესი . აღნიშნულიდან გამომდინარე , სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია მარიხუანის მოხმარების ბლანკეტურად , ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აკრძალვა .

28. №1453 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში სადავო ნორმა კრძალავს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კანაფის დათესვასა და მოყვანას . სხვაობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ და №1453 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ ნორმებს შორის ვლინდება აკრძალული ქმედებების ხასიათში და მათგან მომდინარე რისკებში . კერძოდ , არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შემთხვევაში , სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებული იყო მარიხუანის მოხმარებისთვის , ხოლო განსახილველ შემთხვევაში სახეზეა , კანაფის , პირადი მოხმარების მიზნით , დათესვა და მოყვანა .

29. მარიხუანის მოხმარებისგან განსხვავებით კანაფის დათესვა და მოყვანა , თუნდაც პირადი მოხმარების მიზნით , წარმოშობს მისი გასაღების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობის დაზიანების რისკს . ამასთან , კანაფი წარმოადგენს მუდმივად მზარდ მცენარეს . მცენარის მასის ზრდასთან ერთად იზრდება მასში შემავალი ნარკოტიკული საშუალების ოდენობა , რაც ზრდის მისი გავრცელების რისკს და , შესაბამისად , ამ ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს . აღნიშნულიდან გამომდინარე , აშკარაა , რომ მარიხუანის მოხმარებიდან მომდინარე საფრთხეები არ წარმოადგენს კანაფის პირადი მოხმარების მიზნით დათესვისა და მოყვანიდან წარმოშობილი საფრთხეების იდენტურს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით , არ მომხდარა იმ რისკების შეფასება , რაც წარმოიშობა კანაფის პირადი მოხმარების მიზნით დათესვისა და მოყვანისას . შესაბამისად , არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25- მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე , განმწესრიგებელ სხდომაზე სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე .

30. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება , თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს . „ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 31- მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად , „ კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს “. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება , რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას . საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით , „ კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია , რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას “ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში , კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და , შესაბამისად , არ მიიღება არსებითად განსახილველად .

31. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა , მოსარჩელე სადავოდ ხდის , მათ შორის , საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265- მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალებების , ფსიქოტროპული ნივთიერებების , პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის დანართი №2- ის 73- ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ( მცენარე ) პირადი მოხმარების მიზნით უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის . სასარჩელო არგუმენტაციის თანახმად , პირადი მოხმარების მიზნით კანაფის დათესვა და მოყვანა წარმოადგენს არსებითად მარიხუანის მოხმარების ანალოგიურ ქმედებას . იგი არ უქმნის საფრთხეს სხვათა ჯანმრთელობას და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას , ხოლო პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა იმგვარი ქმედებისთვის , რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში არაპროპორციულ ჩარევას .

32. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმით დასჯადი ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს . სადავო ნორმის ფარგლებში მცენარე კანაფის დათესვის , მოყვანისა და კულტივირების დასჯადობა განპირობებულია როგორც მისი მოხმარების , ისე რეალიზაციის საფრთხეების თავიდან აცილების , პრევენციის მიზნით . ( იხ . mutatis mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე , დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-10). ყურადსაღებია , რომ ქმედების ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად კვალიფიკაციისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დათესვის , მოყვანის ან კულტივირების ფორმასა და ადგილს . ეს შესაძლებელია , განხორციელდეს როგორც საკუთარ , სხვის მიწის ნაკვეთზე , სათბურში , ოთახში , ქოთანში თუ სხვაგან , რაც ზრდის მისი გავრცელების საფრთხეს . შესაბამისად , მიუხედავად იმისა , რომ გარკვეული კონდიციის შემდეგ , როდესაც ოდენობიდან გამომდინარე , ისედაც ობიექტურად ჩნდება რეალიზაციის რეალური საფრთხე , მიზნის გარკვევის აუცილებლობა არარელევანტური ხდება “ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე , დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-33), მხოლოდ ოდენობით ვერ გამოირიცხება რეალიზაციის და ამ გზით სხვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხე . როგორც უკვე აღინიშნა , კანაფი წარმოადგენს მუდმივად მზარდ მცენარეს და მისი მასის ზრდასთან ერთად , იზრდება მასში შემავალი ნარკოტიკული საშუალების ოდენობა , რაც ზრდის მისი გავრცელების რისკს და , შესაბამისად , ამ ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს .

33. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა , მარიხუანის დათესვა და მოყვანა , თუნდაც პირადი მოხმარების მიზნით , წარმოშობს მისი გავრცელების და ამ გზით სხვათა ჯანმრთელობის დაზიანების ჰიპოთეტურ საფრთხეს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „ ცხადია , როდესაც კანაფის რეალიზაციის საფრთხე არსებობს , არსებობს საფუძველიც სახელმწიფოს ჩარევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესების გზით “ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე , დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-33)). მოსარჩელე მხარეს კი არ წარმოუდგენია არგუმენტაცია , თუ რატომ არ შესწევს სახელმწიფოს ლეგიტიმაცია , მოახდინოს იმგვარი ქმედების კრიმინალიზაცია , რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირების და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობას . სასამართლოს შეფასებით , მხოლოდ მარიხუანის პირადი მოხმარების მიზანი ვერ გამორიცხავს ამგვარი თავისთავადი საფრთხეების არსებობას .

34. აღნიშნულიდან გამომდინარე , №1453 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265- მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალებების , ფსიქოტროპული ნივთიერებების , პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის დანართი №2- ის 73- ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის ( მცენარე ) პირადი მოხმარების მიზნით უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის , დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე .

III
სარეზოლუციო ნაწილი

 საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტისქვეპუნქტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის, 21- მუხლის მე-2 პუნქტის, 23- მუხლის მე-10 პუნქტის, 25- მუხლის მე-3, მე-4 და 4 1 პუნქტების, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31- მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის და 43- მუხლის საფუძველზე,

  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1453 კონსტიტუციური სარჩელი („შოთა ქობალია და ვასილ ჟიჟიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვებისამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების 21 წლამდე ასაკის პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებაის ნორმატიული შინაარსი, რომელიც აწესებს პასუხისმგებლობას 18-დან 21 წლამდე პირის მიერ ნარკოტიკული საშუალებების - მცენარე კანაფის/მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ განჩინების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. განჩინება ძალაშია მისი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. განჩინებას დაერთოს მოსამართლეების ირინე იმერლიშვილისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265- მუხლის პირველი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით განსახილველად არმიღებასთან დაკავშირებით.

6. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს დასაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში